საერთაშორისო დასახელება:
DICLOFENAC
მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S. A., შვეიცარია
მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 20 გ და 50 გ
100 გ
დიკლოფენაკის დიეთილანი ................ 1.16 გ,
რაც შეესაბამება 1 გ დიკლოფენაკის ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერებები:
დიეთილანი, კარბომერები (კარბოპილი 974P), მაკროგოლი ცეტოსტეარილის ეთერი (ცეტომაკროგოლი 1000), კოკოილ კაპრილოკაპრატი (ცეტიოლი LC), იზოპროპილის სპირტი, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), არომატული მალამო 45, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. თრგუნავს რა I და II ტიპის ციკლოოქსიგენაზას, ის არღვევს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს.
ვოლტარენ ემულგელი გამოიყენება ტკივილის სინდრომის მოსახსნელად და შეშუპების შესამცირებლად, რაც დაკავშირებულია ანთებით პროცესთან.
პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არანაკლებ 6%.
ჩვენებები:
- რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთებები (მაგ: დაჭიმულობის და დაშავების შედეგად განვითარებული);
- რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება);
- ტკივილის სინდრომი და შეშუპება, რაც დაკავშირებულია კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი).
მიღების წესი და დოზირება:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატის წასმა ხდება კანზე დღეში 3-4-ჯერ; წასმის შემდეგ ხდება გელის ოდნავ შეზელვა. პრეპატის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა ხდება მტკივნეული მიდამოს ზომის მიხედვით (რაც ზომით შეესაბამება ალუბლის ან კაკლის ზომას). პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 2-4 გ-ს.
პრეპარატის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და გამოვლენილ ეფექტზე (ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია გელის გამოყენება ვოლტარენის სხვა სამკურნალო ფორმებთან ერთად). პრეპარატის ორკვირიანი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, შეწითლება, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულომები, ვეზიკულები, კანის აქერცვლა).
სისტემური რეაქციები: გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპასტიკური რეაქციები), ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
*აცეტილსალიცილმჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, “ასპირინული” ასთმა;
*ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი;
*ბავშვთა ასაკი (12 წლამდე);
*კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.
ორსულობა და ლაქტაცია:
*პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის III ტრიმესტრში. გამოცდილება ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ორსულობის I და II ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმებთან კონსულტაციით.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მწვავე მოშლა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ორსულობის I და II ტრიმესტრი.
ვოლტარენ ემულგელის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ დაზიანებულ კანზე და თავიდან უნდა იქნეს აცილებული გელის მოხვედრა ღია ჭრილობებზე. გელის წასმის შემდეგ არ უნდა გაკეთდეს ოკლუზიური სახვევი. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე.
ჭარბი დოზირება:
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატის აქტიური კომპონენტების ძალიან დაბალი სისტემური აბსორბცია პრატიკულად შეუძლებელს ხდის ჭარბ დოზირებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვოლტარენ ემულგელმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი პრეპარატების მოქმედება, რომლებიც იწვევენ ფოტო სენსიბილიზაციას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ რის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.