საერთაშორისო დასახელება:
ERYTHROMYCIN; ZINC ACETATE, BASIC
მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები
მოქმედი ნივთიერება: ერითრომიცინი+თუთიის აცეტატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში, გამხსნელთან (ფლაკონში 30 მლ) და აპლიკატორთან კომპლექტში
1 მლ 1 ფლ
ერითრომიცინი ........................................... 40 მგ 1.2 გ
თუთიის აცეტატის დიჰიდრატი ....................12 მგ 360 მგ
გამხსნელი: ეთანოლი - 17 გ; დი-იზოპროპილ სებაქტატი - 7.7 გ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ერითრომიცინისა და თუთიის კომპლექსს, რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და კომედონოლიზურ მოქმედებას.
ერითრომიცინი ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ გამონაყარს ფერიმჭამელების სახით: Propionibacter acne და Streptococcus epidermidis თუთია კი ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და ახდენს შემკვრელ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომპლექსური კავშირი უზრუნველყოფს კანში აქტიური ნივთიერებების შეღწევას. თუთია ძირითადად უკავშირდება ფოლიკულურ ეპითელიუმს და არ რეზორბცირდება სისტემურ სისხლმიმოქცევაში. ერითრომიცინის უმნიშვნელო ნაწილი ექვემდებარება სისტემურ განაწილებას და შემდგომში გამოიყოფა ორგანიზმიდან.
ჩვენებები:
- პრეპარატი გამოიყენება ფერიმჭამელებით გამოწვეული გამონაყარის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
ზინერიტი აპლიკაციის მეშვეობით თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ორჯერ, დილას (მაკიაჟის გაკეთებამდე) და საღამოს (სახის ჩამობანვის შემდეგ). ერთჯერადი დოზა შეადგენს დაახლოებით 0.5 მლ-ს. ხსნარი სახეზე გაშრობის შემდეგ უხილავი ხდება. მკურნალობის კურსი ხანგრძლივობა შეადგენს 10-12 კვირას. ცალკეულ შემთხვევებში ეფექტი შესაძლებელია აღინიშნოს 2 კვირის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად შესაძლებელია წვის შეგრძნება, გაღიზიანება, პრეპარატის დატანის ადგილას კანის საფარის სიმშრალე (როგორც წესი ეს მოვლენები ატარებენ სუსტად გამოხატული ხასიათს და არ საჭიროებენ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და/ან სიმპტომური მკურნალობის ჩატარებას).
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა ერითრომიცინისა და სხვა მაკროლიდების, აგრეთვე თუთიის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენებების მიხედვით რეკომენდებულ დოზებში.
განსაკუთრებული მითითებები:
მხედველობაში უნდა მივიღოთ ზინერიტის სხვა მაკროლიდებთან, ლინკომიცინთან და კლინდამიცინთან ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარების შესაძლებლობა. აუცილებელია მოვერიდოთ თვალში, პირის ღრუსა და ცხვირის ლორწოვან გარსებზე პრეპარატის მოხვედრას, რაც იწვევს მათ გაღიზიანებას.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან ზინერიტი წარმოადგენს ადგილობრივი გამოყენების საშუალებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.