ზრდის ჰორმონი სომატოტროპული ჰორმონია. ის პასუხისმგებელია ორგანიზმის ზრდაზე, უჯრედების განახლებაზე, კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაზე. გარდა ამისა, ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. ადამიანის ორგანიზმში ამ ჰორმონის დონის ხელოვნურად გაზრდა ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა. შესაძლო ეფექტი დამოკიდებულია ნივთიერების ტიპზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გამოყენების მიზანზე. 

ზრდის ჰორმონს ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. ბავშვებსა და მოზარდებში ის სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, ხოლო ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. მისი მოქმედება ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის (IGF-1) გამომუშავებასაც უკავშირდება. 

ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში ბევრი რამ იცვლება. მათ შორის, კუნთოვანი მასა, ენერგიის ხარჯვის სისწრაფე და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენის ტემპიც. ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებში ზრდის ჰორმონიც მონაწილეობს. მისი დონე ასაკთან ერთად ბუნებრივად იკლებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაღლილობა ან ფიზიკური ფორმის ცვლილება აუცილებლად ჰორმონის ნაკლებობით არის გამოწვეული. 

რა პროდუქტებია ხელმისაწვდომი ბაზარზე?

თანამედროვე სპორტულ და გამაჯანსაღებელ ინდუსტრიაში სხვადასხვა ფორმულა გამოიყენება. ბევრი მათგანი ხელმისაწვდომია PharmaHall-ში. სასურველი პროდუქტის პოვნა ბრენდის კატალოგში შეგიძლიათ. 

ახლა ინფორმაციას რამდენიმე მათგანზე გაგაცნობთ: 

  • MK-677 (Ibutamoren) – კაფსულები: ეს არის ორალურად აქტიური არაპეპტიდური ნაერთი, რომელიც ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს. ის გამოირჩევა მაღალი სისუფთავით (99%+) და ორგანიზმს კუნთოვანი მასის შენარჩუნებაში, მადის რეგულირებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება;
  • IGF-1 LR3 – ფლაკონი: ეს არის ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორ-1-ის გახანგრძლივებული ანალოგი. ის უზრუნველყოფს ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას, ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის ოპტიმიზაციას და აჩქარებს აღდგენით პროცესებს;
  • CJC-1295 + Ipamorelin – ფლაკონი: პეპტიდების ეს კომბინაცია ზრდის ჰორმონის გამოყოფის პროცესზე მოქმედებს. გარდა ამისა, ზრდის ძვლოვან და კუნთოვან მასას. ასევე, დადებითად მოქმედებს ძილის ხარისხზეც.

სანამ კონკრეტულ პროდუქტს შეარჩევთ, გაეცანით მის ინსტრუქციას და დარწმუნდით, რომ ხარისხიან საშუალებას ყიდულობთ.

ზრდის ჰორმონი წამალი – რა რისკები უნდა გაითვალისწინოთ?

რეგისტრირებული სამკურნალო პრეპარატები და კვლევითი ნაერთები ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის გამოყენებას აქვს კონკრეტული ჩვენებები და მონიტორინგის წესები. კვლევითი პროდუქტების შემთხვევაში ადამიანებში მათი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ საკმარისი მონაცემები ხშირად არ არსებობს. 

ამიტომ ზრდის ჰორმონი წამალი მხოლოდ პროდუქტის სახელის ან მოსალოდნელი შედეგის მიხედვით არ უნდა შეარჩიოთ. ზოგჯერ საჭირო კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ. 

ზრდის ჰორმონი ფასი და ხელმისაწვდომობა

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე სხვადასხვა პროდუქტია წარმოდგენილი. მათი ღირებულება კი პირდაპირ არის დამოკიდებული პროდუქტის ტიპზე, მწარმოებელზე, სისუფთავის ხარისხსა (მაგალითად, ლაბორატორიულად შემოწმებული 99%-იანი სისუფთავე) და გამოშვების ფორმაზე. 

PharmaHall-ის ვებ გვერდზე ინფორმაცია თითოეული პროდუქტის ღირებულებისა და მახასიათებლების შესახებ წერია. 

აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდი ამერიკული ლაბორატორიის – UTHER PHARMACEUTICAL-ის ოფიციალური პარტნიორია. ეს ლაბორატორია, ჩინური პეპტიდების ლაბორატორიებისგან განსხვავებით, 100%-იან გამჭირვალობას, სიწმინდეს და უმაღლესი ხარისხის დონეს უზრუნველყოფს. ამას განაპირობებს ამერიკის შეერთებული შტატების კანონები, რის მიხედვითაც ნებისმიერი მწარმოებელი ლაბორატორია უმკაცრესად კონტროლდება.

 გსურთ, ზრდის ჰორმონი შეიძინოთ? დაუკავშირდით PharmaHall-ს ნომერზე: +995 500 05 20 81, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე. ასევე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]

ხშირად დასმული კითხვები

რისთვის გამოიყენება ზრდის ჰორმონი სპორტსა და მედიცინაში?

ზრდის ჰორმონი გამოიყენება კუნთოვანი მასის ზრდის სტიმულირებისთვის, ცხიმოვანი ქსოვილის შესამცირებლად, დაზიანებული ქსოვილების სწრაფი რეგენერაციისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რა განსხვავებაა კაფსულებსა და ფლაკონებში არსებულ პრეპარატებს შორის?

კაფსულები (როგორიცაა MK-677) ორალურად მისაღები საშუალებებია. ფლაკონებში არსებული პეპტიდები და ანალოგები (მაგალითად, IGF-1 LR3 ან CJC-1295) კი ლიოფილიზებული ფხვნილებია, რომლებიც ინექციური ან სხვა სპეციალური წესით გამოიყენება.

რამდენად უსაფრთხოა ზრდის ჰორმონის გამოყენება და რა უნდა გაითვალისწინოთ?

ნებისმიერი მსგავსი პროდუქტის მიღებამდე აუცილებელია ხარისხის და სისუფთავის სერტიფიკატების შემოწმება. რეკომენდებულია ინსტრუქციის მკაცრი დაცვა და საჭიროების შემთხვევაში, სპორტულ ექიმთან ან ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია