
სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ყლორტები 2-3 წყვილი ფოთლით. საზოგადოდ, ფოთლების ფერი მონაცრისფრო-მწვანეა, ხოლო ცალკეული ფოთოლი ზემოთა მხრიდან მურა-იისფერია. ასეთივე ფერისაა მცენარის ღეროებიც. მოკრეფის შემდეგ ნედლეულს ინახავენ ნაგებობებში, აშრობენ 24-36 სთ-ის განმავლობაში. ამ დროს მასში მიმდინარეობს ფერმენტაცია, შემდეგ კი თხლად ფენენ და სწრაფად აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობებში 45-50 გრადუსზე. გამშრალი ფოთლების შენახვის ვადა 4 წელია.
თირმკლის ჩაი ძლიერ ჰიგროსკოპულია, ამიტომ მას ინახავენ მშრალ ადგილას შუშის ან თუნუქის ქილებში.
ფოთლები და ყლორტები შეიცავენ ტრიტერპენულ საპონინებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ლიპიდებს, ორგანულ მჟავებს: ღვინის, ლიმონის და აგრეთვე ფენოლკაბონის, როზმარინის მჟავებს.
თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს შეშუპება, აზოტის დაგროვება, ალბუმინურია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები. გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტის, ქოლეცესტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, გულის იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება. შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდოვანა, შარდმჟავა და ქლორიდები.
თირკმლის ჩაი შეიძლება მიიღონ საგულე გლიკოზიდებთან ერთად ავადმყოფებმა სისხლის მიმოქცევის II და III ხარისხის დეკომპენსაციის, აგრეთვე ჰიპერტონიული დაავადების დროს, რომელიც თირმკლის ფუნქციის მოშლითაა გამოწვეული. მას, ვისაც ქრონიკული ქოლეცესტიტი და ნაღვლის კენჭოვანი დაავადება აწუხებს, თირკმლის ჩაის მიღებით უძლიერდებათ კუჭის წვენის გამოყოფა და ორგანიზმში მატულობს თავისუფალი მარილმჟავას რაოდენობა.

თირმლის ჩაის ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, სვამენ 1/2 ჭიქას 2-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე
Facebook კომენტარები