თუთია+D+C+კვერცეტინი #50

 

აქტიური ნივთიერება

თუთია, ვიტამინი D3, ვიტამინი C, კვერცეტინი

მოქმედება

ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, სხეულის დამცავი ძალების აღდგენას გრიპის სეზონური ეპიდემიებისა და გაციების დროს. გაუმჯობესებული შემადგენლობა იმუნიტეტის დახმარების გასაძლიერებლად, გაციების და ვირუსული დაავადებების საშიშროების შესამცირებლად. ვიტამინი D და კვერცეტინი ხელს უწყობს ბრონქებისა და ფილტვების ფუნქციონალური მდგომარეობის, გარე სუნთქვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, სისხლძარღვების და კაპილარების კედლების გამაგრებას.

პროდუქტის აღწერა

ვირუსები, ბაქტერიები, ინფექციები ... ჩვენს იმუნიტეტს ისინი მუდმივად ესხმიან თავს. იმ პერიოდში, როდესაც ეს დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები განსაკუთრებით აქტიურია, იმუნური სისტემა ვეღარ ახერხებს დამოუკიდებლად გამკლავებას და საჭიროებს დამატებით დახმარებას. თუთია+D+C+კვერცეტინი, არის გაუმჯობესებული შემადგენლობა იმუნიტეტის დახმარების გასაძლიერებლად, გაციების და ვირუსული დაავადებების საშიშროების შესამცირებლად. მასში ერთდროულად შედის რამდენიმე აქტიური იმუნოსტიმულატორული კომპონენტი, რომლებიც ერთობლიობაში აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას: თუთია, ვიტამინი D, ვიტამინი C და კვერცეტინი.

როგორ მოქმედებს ეს ნივთიერებები

თუთია ერთ-ერთი იშვიათი ნივთიერებაა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტის ყველა რგოლზე. ის ზრდის ინტერფერონების -  სხეულის ვირუსებით, ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით დასნებოვნებისგან დამცავი ცილების გამომუშავებას. თუთია ხელს უშლის უჯრედში ვირუსის გავრცელებას, იცავს ლიმფოციტებს დაშლისგან. ის ასევე აძლიერებს თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) მუშაობას, რომელსაც ზოგჯერ „იმუნური სისტემის გულს“ უწოდებენ, რადგან შეუძლია ახალი T უჯრედების გამომუშავება. ისინი, თავის მხრივ, ამოიცნობენ ვირუსებს და ანადგურებენ მათ.

ვიტამინი D არის უნიკალური შეგუებითი იმუნომოდულატორი. ის აძლიერებს თანდაყოლილ იმუნიტეტს, ააქტიურებს მიკრობსაწინააღმდეგო პეპტიდებს, რომლებიც ანადგურებენ დაავადებების გამომწვევ ორგანიზმებს -  მიკრობებს, ბაქტერიებს და ვირუსებს. ვიტამინი D აძლიერებს უჯრედულ იმუნიტეტს, ამცირებს „ციტოკინის შტორმის“ დონეს, აგრეთვე ხელს უწყობს ფილტვების მუშაობას ვირუსებით გამოწვეული ანთებითი რეაქციის შემცირებით. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს მიკრობსაწინააღმდეგო ცილების წარმოქმნას ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში.

ვიტამინი C არის ცნობილი იმუნოსტიმულატორი. ის აძლიერებს ინტერფერონის ცილების გამომუშავებას, რომლებიც ერთ-ერთი პირველი ებრძვიან ვირუსებს.  მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების მოსპობას და იცავს ფილტვის უჯრედებს მათი აგრესიული მოქმედებისგან.

კვერცეტინი არის უნიკალური ბუნებრივი ბიორეგულატორი, სანიმუშო ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებით უჯრედების მემბრანების დაშლას და ანთების განვითარებას. ბრონქების და ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებში პნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტის, ასთმის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ხელს უწყობს შეტევების სიხშირის შემცირებას, ხველის, ქოშინი, ბრონქების შეშუპების უფრო სწრაფად გაქრობას, ბრონქების გამტარობის გაუმჯობესებას, ფილტვების ქსოვილის  და ნორმალური სუნთქვის აღდგენას. ხოლო ჩინეთის უახლესი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ კვერცეტინი ეხმარება ვირუსებისგან დაცვაში.

გამოხატული ჟანგვის საწინააღმდეგო თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებების ასეთი მძლავრი ურთიერთშეხამების წყალობით თუთია+D+C+კვერცეტინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ორგანიზმის დამცავი ძალების აღდგენას გრიპის სეზონური ეპიდემიებისა და გაციების დროს, ბრონქებისა და ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის, გარე სუნთქვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, აგრეთვე სისხლძარღვების და კაპილარების კედლების გამაგრებას.

შემადგენლობა

ასკორბინის მჟავა; მიკროკრისტალური ცელულოზა (მატარებელი), თუთიის ლაქტატი, კვერცეტინი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), კალციუმის სტეარატი და ამორფული სილიციუმის ორჟანგი (დაკოშტვის საწინააღმდეგო ნივთიერებები).

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებმა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვება უნდა მიიღონ 1 ტაბლეტი საკვებთან ერთად. მიღების ხანგრძლივობაა არანაკლებ 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებელია კურსის განმეორება. რეკომენდებულია ყოველდღიური მიღება გრიპის სეზონური ეპიდემიებისა  და გაციების დროს.

დღეში 1 ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს ამ ნივთიერებების მიღების რეკომენდებულ დღიურ დონეებს: თუთიის (12 მგ*) - 80%-ით, ვიტამინ C-ს (90 მგ*) - 150%-ით, ვიტამინ D-ს (500 სე*) - 250%-ით და კვერცეტინის (10 მგ*) - 33%-ით.

უკუჩვენება

კომპონენტების პირადი აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება. გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია