თურმანიძე +
მალამო ბუასილისათვის
გამოყენების ინსტრუქცია
თურმანიძე+ მალამო ბუასილისათვის მარეგენირებელი საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ ეპითელიზაციას, ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას.
ჩვენება:
შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის კონსერვატული თერაპია; ანალურ მიდამოზე ოპერაციების (ჰემოროიდექტომიის და ფისურექტომიის) შემდგომი პერიოდი.
გამოყენების წესი:
ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ და ანალურ მიდამოში მალამოს თხელ ფენად შეზელვა; ორჯერ დღეში.
უკუჩვენება:
არ გამოვლენილა.
გამოშვების ფორმა:
40,0გ, პოლიმერული მასალის კონტეინერში.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაიცემა
ურეცეპტოდ.