იბუტამოლ დუო 500მგ/200მგ ტაბლეტები
პარაცეტამოლი/იბუპროფენი
წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს მედიკამენტი მიიღეთ ზუსტად ისე როგორც ამ ჩანართშია აღწერილი ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების ან რჩევების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.
- გვერდითი მოვლენების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.
- არ მიიღოთ მოცემული პროდუქტი სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობით ან
სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, თუ კონკრეტულად არ არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ.
ჩანართში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს იბუტამოლ დუო და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ იბუტამოლ დუოს გამოყენებამდე
3. როგორ მივიღოთ იბუტამოლ დუო
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ იბუტამოლ დუო
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს იბუტამოლ დუო და რისთვის გამოიყენება იგი
იბუტამოლ დუო შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: პარაცეტამოლი 500 მგ და იბუპროფენი 200მგ. პარაცეტამოლი ანალგეზიური საშუალებაა, რომელიც ამცირებს ტკივილს და ცხელებას. იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფის მედიკამენტებს, რომელიც ასევე ამცირებს ტკივილს და ცხელებას. პარაცეტამოლი 500 მგ და იბუპროფენი 200მგ-ს კომბინაცია (იბუტამოლ დუოს ტაბლეტები) გამოიყენება საშუალო და ზომიერად ძლიერი ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიც არის შაკიკი, თავის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კბილის და კუნთების ტკივილი, ართრიტთან დაკავშირებული ტკივილი, ასევე გაციების და გრიპის სიმპტომები. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ სამი დღის შემდეგ სიტუაცია არ გაუმჯობესდება ან სიმპტომები გაუარესდება.
2. რა უნდა იცოდეთ იბუტამოლ დუოს მიღებამდე
არ მიიღოთ იბუტამოლ დუო თუ:
- ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების(ების) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (დამხმარე ნივთიერება) მიმართ (მოცემულია პარაგრაპ 6-ში);
- გაქვთ (ან მანადე გქონდათ) სისხლდენა სწორი ნაწლავიდან (ყითა ნაწლავი), თუ გაქვთ შავი, წებოვანი განავალი ან სისხლიანი დიარეა;
- გაქვთ პეპტიური წყლული (მაგ: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), ამგვარი ანამნეზი ცოტა ხნის წინ ან მანამდე გქონდათ პეპტიური წყლული;
- თუ ღებულობთ პარაცეტამოლის ან იბუპროფენის შემცველ მედიკამენტებს;
- რეგულარულად სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
- გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- გაქვთ ცერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა;
- გაქვთ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- გაქვთ ასთმა, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები ასპირინის/აცეტილსალიცილის მჟავას ან სანთბის საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მიღების შემდეგ;
- ორსულობის ბოლო სამი თვე;
- 18 წლამდე ასაკი.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
იბუტამოლ დუოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ანთების საწინაღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, მაგალითად, როგორიც არის იბუპროფენი, შეიძლება ასოცირდებოდეს გულის შეტევის ან ინსულტის მცირე რისკთან, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მიიღება დიდი დოზებით. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი დოზა ან არ გადააჭარბოთ მკურნალობის რეკომენდებულ
ხანგრძლივობას. იბუტამოლ დუოს მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:
- გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა და სტენოკარდია (გულმკერდის ტკივილი) ან გულის შეტევა, შუნტირების ოპერაცია, პერიფერიული არტერიის დაავადება (ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც განპირობებულია შევიწროებით ან არტერიების ბლოკირებით), ან ნებისმიერი სახის ინსულტი (მათ შორის, მიკროინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა);
- გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, გულისდაავადების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან თუ ხართ მწეველი;
- გაქვთ ღვიძლის დაავადება, ჰეპატიტი, თირკმელების დაავადება ან შარდვის გაძნელება;
- ხართ ალკოჰოლიკი ან წამალდამოკიდებული;
- ხართ ალერგიული ასპირინის/აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი სხვა
მედიკამენტების ან სხვა ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ამ ჩანართის ბოლოში.
- ხართ ორსული ან გეგმავთ ორსულობას;
- მეძუძური დედა ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას;
- ბოლო ხანს გქონდათ ინფექცია;
- გეგმავთ ოპერაციას;
- გაქვთ ან გქონდათ სხვა სამედიცინო მდგომარეობები, მათ შორის:
- გულძმარვა, დისპეფსია, კუჭის წყლული ან კუჭის სხვა პრობლემები;
- სისხლის ღებინება ან სისხლდენა წვრილი ნაწლავიდან;
- კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
- ასთმა;
- მხედველობის პრობლემები;
- სისხლდენისადმი მგრძნობელობა ან სისხლთან დაკავშირებული სხვა პრობლემები; ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება; წვივების და ტერფების შეშუპება, დიარეა;
- გარკვეული ფერმენტების მემკვიდრეობითი, გენეტიკური ან შეძენილი დაავადება, როგორცაა ნევროლოგიური გართულებები ან კანის პრობლემები, მაგალითად, პორფირია;
- ჩუტყვავილა;
- აუტოიმუნური დაავადება, როგორიცაა წითელი მგლურა.
ამ მედიკამენტის გამოყენების დროს არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები. იბუტამოლ დუოს ალკოჰოლთან კომბინაცია იწვევს ღვიძლის დაზიანებას.
იბუტამოლ დუო მიეკუთვნება არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (აასპ), რომელიც მოქმედებს ქალის ნაყოფიერებაზე. წამლის მიღების შეწყვეტისას ეფექტი შექცევადია. იბუტამოლ დუოს მიღება გავლენას ახდენს შარდის ანალიზის შედეგზე 5- ჰიდროქსიინდოლაცეტური მჟავა (5HIAA), აჩვენებს ცრუ დადებით შედეგს.
იმისათვის, რომ არ მიიღოთ მცდარი შედეგი, არ გამოიყენოთ იბუტამოლ დუო ან სხვა პარაცეტამოლის შემცველი პროდუქტები შარდის ანალიზის აღებისას ან შარდის ანალიზამდე რამდენიმე საათით ადრე.
ბავშვები და მოზრდილები
იბუტამოლ დუო არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სხვა მედიკამენტები და იბუტამოლ დუო
მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დღეს
იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
იბუტამოლ დუომ შესაძლოა გავლენა იქონიოს ან სხვა მედიკამენტებმა იქონიოს მასზე გავლენა. მაგალითად,
- მედიკამენტები შედედების საწინააღმდეგო მოქმედებით (სისხლის გათხელება/სისხლის შედედების პრევენცია, მაგ: ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);
- ეპილეფსიის ან კრუნჩხვის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ფენიტოინი;
- ქლორამფენიკოლი - ანტიბიოტიკი, გამოიყენება ყურისა და თვალის ინფექციების სამკურნალოდ;
- პრობენეციდი - პოდაგრას სამკურნალო პრეპარატი;
- ზიდოვუდინი - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (ვირუსი რომელიც იწვევს შიდსს) სამკურნალო მედიკამენტი;
- იზონიაზიდი –ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტი;
- ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, სალიცილატები და სხვა ანთების საწინაღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები;
- პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ მაღალ არტერიულ წნევას (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი; ბეტა-ბლოკერები, როგორიცაა ატენოლოლი; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების შემცველი პრეპარატები, როგორიცაა ლოსარტანი);
- გულის სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, მაგ: დიგოქსინი;
- შარდმდენები, ასევე ცნობილია როგორც წყლის ტაბლეტები;
- ლითიუმი, პრეპარატი რომელიც გამოიყენება გარკვეული სახის დეპრესიების სამკურნალოდ;
- მეთოტრექსატი, პრეპარატი რომელიც გამოიყენება ართრიტის და გარკვეული სახის კიბოს სამკურნალოდ;
- კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზონი, კორტიზონი;
- მეტოკლოპრამიდი, პროპანტელინი;
- ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესორული პრეპარატები – გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ;
- სულფონილურეასის პრეპარატები – გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ;
- ზოგიერთი ანტიბიოტიკები (ქინოლონური ანტიბიოტიკები).
იბუტამოლ დუოს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ამ პრეპარატებზე ან შეიძლება გავლენა მოახდინოს იბუტამოლ დუოს მოქმედებაზე. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სხვადასხვა რაოდენობის მედიკამენტი ან სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენება. შესაძლოა ასევე ზემოქმედება მოახდინოს სხვა პრეპარატებმა ან გავლენა იქონიოს იბუტამოლ დუო-თი მკურნალობამ. სხვა პრეპარატებთან ერთან იბუტამოლ დუოს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი ფლობს უფრო მეტ ინფორმაციას ამ ან სხვა პრეპარატის შესახებ და ამ პრეპარატის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, თუ გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის ბოლო 3 თვის პერიოდში. გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება თუ ხართ ორსულობის მე-6-ე თვეში. ამ პროდუქტმა შესაძლოა შეამციროს ქალის ნაყოფიერება და მისი მიღება არ არის რეკომენდებული ქალებში რომლებიც ცდილობენ დაორსულებას.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომაქანის მართვისას, მანამდე სანამ არ გაიგებთ თუ რა გავლენას ახდენს თქვენზე იბუტამოლ დუო.
3. როგორ მივიღოთ იბუტამოლ დუო
ეს მედიკამენტი მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ჩანართშია აღწერილი ან ფარმაცევტის /ექიმის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილებში, 18 წლის ასაკის ზევით, რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი საკვებთან და წყალთან ერთად, სამჯერ დღეში. დააკვირდით ინტერვალებს, რაგდან დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 6 საათი. ყოველთვის მიიღეთ მინიმალური ეფექტური დოზა შესაძლო უმოკლეს ვადაში. თუ სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 3 დღეზე მეტი ხნით, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ მიღოთ მაქსიმალურ დასაშვებ სადღეღამისო დოზაზე მეტი - 6 ტაბლეტი, რაც 3000მგ პარაცეტამოლის და 1200მგ იბუპროფენის ექვივალენტურია.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
იბუტამოლ დუოს ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
თუ თქვენ იღებთ იბუტამოლ დუოს საჭიროზე მეტ დოზას:
თუ თქვენ ან სხვა პიროვნებამ შემთხვევით ან განზრახ მიიღეთ ერთდოულად რამდენიმე ტაბლეტი, ან თუ ეჭვი გაქვთ რომ ბავშვმა მიიღო ეს ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან არსებობს ღვიძლის სერიოზული დაზიანების შესაძლებლობა.
თუ დაგავიწყდათ იბუტამოლ დუოს მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დალიეთ მაშინ, როგორც კი გაგახსენდებათ, თუ ეს დრო არ არის მომდევნო დოზისთვის.
თუ შეწყვეტთ იბუტამოლ დუოს გამოყენებას:
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:
მსგავსად ყველა მედიკამენტისა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველასთან არ ვითარდება. თუ შენიშნავთ რაიმე სახის გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიხშირეებით, რომლებიც განისაზღვრება შემდეგნაირად: გამოვლინდა შემდეგი იშვიათი სერიოზული გვერდითი მოვლენები:
თუ გამოვლინდა რომელიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია, შეწყვიტეთ იბუტამოლ დუოს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოსგ ადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- სისხლის ღებინება ან ყავის მარცვლისმაგვარი ნივთიერების ღებინება;
- სისხლდენა ყითა ნაწლავიდან, შავი, წებოვანი განავალი ან სისხლიანი დიარეა;
- სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, რამაც შეიძლება გააძნელოს ყლაპვა ან სუნთქვა;
- ასთმა, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა;
- მოულოდნელი ან მწვავე ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება;
- ბებერები და სისხლდენა ტუჩიდან, თვალიდან, პირიდან, ცხვირიდან და გენიტალიებიდან (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
- ცხელება, დისკომფორტი, გულისრევა, კუჭის ტკივილი, თავის ტკივილი და კეფის კუნთების რიგიდობა.
უფრო ხშირი გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს:
- გულისრევა ან ღებინება;
- მადის დაკარგვა;
- გულძმარვა ან ტკივილი კუჭის ზედა ნაწილში;
- კრუნჩხვები, შებერილობა, ყაბზობა ან დიარეა;
- გამონაყარი კანზე;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- უძილობა;
- მოწყენილობა, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, ნერვიულობა.
იშვიათად გამოვლინდა ასევე შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- ძლიერი ტკივილი ან კუჭის მტკივნეულობა;
- თვალებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცააბუნდოვანი ხედვა, წითელი თვალები და ქავილი;
- ხშირი ან შემაშფოთებელი ინფექციების ნიშნები, როგორიცაა ცხელება, შეციება, ყელის ტკივილი ან პირში წყლულები;
- სისხლდენა ან უჩვეულო სისხლჩაქცევები, წითელი ან მეწამული ფერის ლაქები კანის ქვეშ;
- ანემიის ნიშნები, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, სიფერმკრთალე;
- კანის და ან თვალების სიყვითლე/ ე.წ. სიყვითლე;
- უჩვეულო მატება წონაში, კოჭების და ფეხების შეშუპება;
- ფორმიკაცია ხელებსა და ფეხებში;
- ნამზეურის შეგრძნება (როგორიც არის სიწითლე, ქავილი, შეშუპება, ბებერები), რამაც შესაძლოა თავი იჩინოს ნორმალურზე უფრო სწრაფად;
- ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი;
- ჩქარი და არარეგულარული გულისცემა, პულსაცია.
ზემოთ მოცემულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა საჭიროებდეს სამედიცინო მეთვალყურეობას. სერიოზული გვერდითი რეაქციები იშვიათია მცირე დოზების მიღების შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება მოკლე პერიოდით.
საეჭვოგვერდითირეაქციებისშეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება მნიშვნელოვანია სავაჭრო ნებართვის შემდეგ. ეს საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ მონიტორინგი სამედიცინო პროდუქტის სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე. მედიცინის მუშაკებს მოეთხოვებათ აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.
ბულგარეთის წამლის სააგენტო
1303 სოფია, დამიან გრუევის ქ. 8
ტელ: +359 – 28903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg
5. როგორ შევინახოთ იბუტამოლ დუო
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის ბოლო დღეს. მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ წამალი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს იბუტამოლ დუო
- თითოეული ტაბლეტის აქტიური/სამედიცინო ნივთიერება არის პარაცეტამოლი 500მგ და იბუპროფენი 200მგ:
- სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერება) არის: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სტეარინმჟავა, პოვიდონი K30, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
იბუტამოლ დუოს აღწერა და შეფუთვის ფორმა
იბუტამოლ დუო წარმოადგენს თეთრი მოგრძო ფორმის ტაბლეტებს, სიგრძე 20.0 მმ და სიგანე 8.2 მმ. პროდუქტი მოცემულია ბლისტერზე 10/20 ტაბლეტი შეფუთვაში ან 12/24 ტაბლეტი შეფუთვაში PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ან ორი ბლისტერი ჩანართთან ერთად.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:
Ramcopharm Ltd.
1164 სოფია, ბულგარეთი
5, Platchkovista Str.,
ტელ: +359 2 868 8052
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.