მწარმოებელი: KOÇAK FARMA, Turkey.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი კომპლექსური პრეპარატიЮ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

იმუვიტი – რბილი კაფსულები №30 ბლისტერ-შეფუთვით.

1 კაფსულა შეიცავს:

ნატურალურ β-კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი) – 20 მგ (26 000 სე).

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 200 მგ;

ვიტამინი E (d-α ტოკოფეროლს ) – 200 მგ;

სელენი – 50 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

იმუვიტი კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის ისეთი მძლავრი ანტიოქსიდანტები როგორებიცაა: β-კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი), C ვიტამინი, E ვიტამინი და სელენი. ანტიოქსიდანტები ახორციელებენ დამცავ ფუნქციას, ქიმიურად აქტიური ნაერთების – თავისუფალი რადიკალების უჯრედებზე და ქსოვილებზე დამაზიანებელი, ნეგატიური მოქმედების ნეიტრალიზაციის გზით.

ანტიოქსიდანტების კომპლექსის – იმუვიტის – რეგულარული მიღება იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, რაც გამოწვეული შიძლება ოყოს: ულტრაიისფერი და მაიონიზირებელი გამოსხივებით, სტრესით, ეკოლოგიურად დაბინძურებული საკვები პროდუქტებით, სასმელი წყალით, გარემოს არასასურველი ფაქტორებით, სიგარეტით და ალკოჰოლით.

იმუვიტი ზრდის იმუნიტეტს და ორგანიზმის საერთო რეზისტენტობას, აქვეითებს ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და სხვა დაავადების აღმოცენების რისკს. იმუვიტის შემადგენლობაში შემავალი სელენი წარმოადგენს გლუტათიონპეროქსიდაზას – ორგანიზმის ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დამცავი ფერმენტის კოფაქტორს. გარდა ამისა სელენი იმუნიტეტის მძლავრი სტიმულატორია, რომელიც ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას და ანეიტრალებს მძიმე მეტალების ტოქსიურ ეფექტებს.

ჩვენებები:

– რაციონში A, C, E ვიტამინების და სელენის უკმარისობა;

– ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა;

– გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა (კისტა, მასტოპათიები, საშვილოსნოს მიომა);

– ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა;

– მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ – რეაბილიტაციის პერიოდი;

– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ჭრილობები, დამწვრობა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი (რეგენერაციული თვისებების გამო);

– ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;

– გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;

– კატარაქტის მკურნალობა;

– ფერთა აღქმის და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

– მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ანტიოქსიდანტებზე (თავისუფალი რადიკალების ჭარბად წარმოქმნის გამო);

_ მწეველები (როგორც აქტიური, ისე პასიური);

_ ორგანიზმის ნაადრევი დაბერება;

_ კომპიუტერზე მუშაობა;

_ სიმსივნეების სხივური თერაპია;

_ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა;

_ ადამიანის ორგანიზმზე ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ფაქტორების გავლენა (ჰაერის დაბინძურება, ტოქსიური ნივთიერებები სასმელ წყალში, საკვებ პროდუქტებში და სხვა);

– ხანშიშესული ადამიანები.

გამოყენების წესი და დოზირება:

პროფილაქტიკის მიზნით – 1-2 კაფსულა დღეში;

მკურნალობის მიზნით – 2-3 კაფსულა დღეში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა A ვიტამინის შემცველ პრეპარატებთან

ერთად. პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ ორგანიზმში ვიტამინ A-ს რაოდენობას. C ვიტამინი აქვეითებს ვარფარინის აქტივობას.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზირებით პრეპარატის მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია