საერთაშორისო დასახელება:

INDOMETHACIN; TROXERUTIN

მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROYN, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ინდომეტაცინი+ტროქსერუტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 45 გ

1 გ

ინდომეტაცინი .......    ........30 მგ

ტროქსერუტინი ......            20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარბომერი, მაკროგოლი, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ეთილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინდოვაზინი წარმოადგენს კომბინირებულ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატს გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

არ მოიპოვება მონაცემები.

ჩვენებები:

  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანთებითი დაავადებები (მათ შორის ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, სინოვიტი);
  • ვენების ქრონიკული უკმარისობა;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოვება, რომლის თანმხლებია ტკივილი და შეშუპება;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოებით გამოწვეული ტროფიკული დარღვევები;
  • ტრავმული წარმოშობის სისხლჩაქცევები;
  • იმობილიზაციის შემდგომი მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:

გელი (1-2) სმ ხელის მსუბუქი მოძრაობით დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციების სახით იშვიათად აღინიშნება გამონაყარი, ჰიპერემია, ურტიკარია, ქავილი.

უკუჩვენებები:

*კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

*უცნობი ეტიოლოგიის სისხლის შედედების სისტემის დარღვევა;

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

*პრეპარატისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად.

თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის არასასურველი კონტაქტი თვალთან, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებთან.

პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში:

პრეპარატის 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი:

პრეპარატის 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი (ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა).

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ინდოვაზინი სიფრთხილით ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან და ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია