ინსტი საბავშვო / INSTY KIDS
სამკურნალო ფორმა: გრანულები
ინსტის მცენარეული გრანულები წარმოადგენს კარგად შერჩეული მცენარეების ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით.
საერთო ჯამში გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მისი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი.
ინსტი საბავშვო გრანულები ადვილად იხსნება წყალში.
ინსტი საბავშვო - სწრაფად ხსნადი გრანულებია უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეთიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.
ინსტი საბავშვო - სასიამოვნო გემოს პრეპარატია, რომელიც შეიცავს მხოლოდ სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეზურ და ქიმიურ ნივთიერებებს.
ინსტი საბავშვო - არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და მისი გამოყენება უსაფრთხოა უფროსებსა და ბავშვებში.
ინსტი საბავშვოსშ ემადგენლობა:
კომპონენტი |
რაოდენობა |
Salix alba |
468 მგ |
Adhadota vasica |
188 მგ |
Glycyrrhiza glabra |
344 მგ |
Viola odorata |
62 მგ |
Valeriana officinalis |
63 მგ |
Foeniculum vulgare |
47 მგ |
Eucalyptus globulus |
22 მგ |
Thea sinensis (ჩინური ჩაის ფოთლები) |
78 მგ |
ინსტი საბავშვოს შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:
Salix alba |
თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზიფინცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს. |
Adhadota vasica |
შეიცავს მწარე არააქროლად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება. |
Glycyrrhiza glabra |
ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად. |
Viola odorata |
ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. |
Valeriana officinalis |
დამამშვიდებელი საშუალებაა და ხელს უწყობს თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
Foenuculum vulgare |
ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას. |
Eucalyptus globules |
აძლიერებს ანტისეპტიკურ და ამოსახველებელებელ მოქმედებას. |
Thea sinensis ( ჩინური ჩაის ფოთლები) |
აძლიერებს ანტისეპტიკურ და ამოსახველებელ მოქმედებას. |
გამოყენების ჩვენებები:
- ყელის გაღიზიანება
- ხველა
- გრიპი
- ცხვირის შეგუბება
- ცხელება
- გაციება
- თავისა და ფიზიკური ტკივილები
გამოყენების ინსტრუქცია
პაკეტი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.
დოზირება:
10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში
ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები:
გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით.
დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.
გვერდითი ეფექტები:
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ალერგია ინსტის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობილი.
გამოშვების ფორმა:
პაკეტი 3,5 გრ-იანია; ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.
შენახვის ვადა:
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა:
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მოარიდეთ ბავშვებს.