ინსულომა კუჭუკანა ჯირკვლის ბეტა უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ინსულინის ჭარბ გამომუშავებას იწვევს. ეს დაავადება გვხვდება 30-დან 60 წლამდე ასაკში და ძნელი აღმოსაჩენია, ვინაიდან სიმსივნური წარმონაქმნი შეიძლება მეტისმეტად პატარა იყოს. ასიდან 10-12 შემთხვევაში ინსულომა ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის, 5 შემთხვევაში კი სიმსივნე მდებარეობს არა პანკრეასში, არამედ კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საწყის სტადიაში ძლიერდება მადა, ავადმყოფი სუქდება. შემდეგ ვითარდება ჰიპოგლიკემიის შეტევა - სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ეცემა. ავადმყოფი უჩივის ძლიერ სისუსტეს, უხვ (პროფუზულ) ოფლიანობას, სიფითრეს, კანკალს, გულისცემის შეგრძნებას. ძლიერი შეტევის დროს მოსალოდნელია გამოსახულების გაორება, დამბლა, გონების დაკარგვა და სიცოცხლისთვის საშიში კომაც კი. ხშირი შეტევები იწვევს პიროვნების ცვლილებას: მშვიდი ბუნების ადამიანი იოლად ღიზიანდება, ეუფლება აგრესია, ამჟღავნებს არამოტივირებულ მრისხანებას.

მკურნალობა.  ინსულომას ქირურგიული გზით მკურნალობენ. მწვავე შეტევის მოხსნა შესაძლებელია ცხელი ჩაის მიცემით. მძიმე შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია