საერთაშორისო დასახელება - potassium Iodide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - H03CA
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები; იოდის შემცველი პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 100 მკგ; 100ც.
მოქმედი კომპონენტის სახით ერთი ტაბლეტი შეიცავს 131 მკგ კალიუმის იოდიდს (რაც 100 მკგ იოდს შეესაბამება).
სხვა კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), კაჟბადის მაღალდისპერსიული დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
იოდომარინი® 100 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ორგანიზმში იოდის უკმარისობის პროფილაქტიკა (მაგალითად, ჩიყვის განვითარების პრევენცია პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რაიონებში, სადაც აღინიშნება იოდის დეფიციტი, და ჩიყვის ამოკვეთის ოპერაციების შემდეგ, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში იოდის უკმარისობით),
- ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდა მოზრდილებში.
ორგანიზმის იოდით საკმარისად მომარაგების მნიშვნელობა
იოდი – ნატურალური მიკროელემენტია, რომელიც, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მსგავსად აუცილებელია სიცოცხლისათვის. იოდი ორგანიზმს სჭირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მასში მიმდინარე მრავალფეროვან პროცესებში. პატარა ბავშვებში ჰორმონები ასრულებენ გადამწყვეტ როლს მათ ზრდასა და გონებრივ განვითარებაში. მოზრდილებში ისინი პასუხს აგებენ ნივთიერებათა ცვლის მრავალი პროცესის რეგულირებაზე.
იოდი ორგანიზმს საკვებთან ერთად უნდა მიეწოდებოდეს. საკვები პროდუქტების უმეტესობაში იოდი არასაკმარისი რაოდენობითაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის იოდით მომარაგების უკმარისობა. იოდის შესაძლო უკმარისობის პრევენციისათვის – კერძოდ იოდზე მაღალი მოთხოვნილების პერიოდებში (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და სქესობრივი მომწიფების პერიოდი) – შეიძლება, მაგალითად, იოდის შემცველი ტაბლეტების მიღება.
ორგანიზმის იოდით არასაკმარისად მომარაგების შედეგები
სისხლიდან მეტი იოდის მისაღებად ფარისებრი ჯირკვალი ცდილობს მისი უკმარისობის კომპენსირება თავისი მოცულობის გაზრდის გაძლიერებით მოახდინოს. ეს იწვევს ჩიყვის განვითარებას.
იოდის მუდმივი უკმარისობისას მცირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა. ამან შეიძლება გამოიწვიოს იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ისეთი შედეგებით, როგორიცაა ზოგადი სისუსტე, აპათია, სწრაფი დაღლილობა, კონცენტრაციის დარღვევები, პიროვნების შეცვლა, წონის მომატება, ყაბზობა, ჰიპერმგრძნობელობა სიცივის მიმართ, პულსის შენელება, თმის მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, აქერცვლა და უფერობა, კაცებსა და ქალებში იმპოტენცია და შობადობის უნარის დარღვევა.
ამგვარად, აღნიშნული მოვლენები შეიძლება იყოს ორგანიზმში იოდის ნაკლებობის ნიშნები.
იოდის დეფიციტის აღმოფხვრა, სხვა ზომებთან ერთად, ზრდის სიცოცხლის ტონუსს, აუმჯობესებს სწავლის უნარს მოსწავლეებში, შრომისუნარიანობასა და სიცოცხლის ხარისხს.
მიღების წესები და დოზები
1. ჩიყვის პროფილაქტიკა იოდის უკმარისობის დროს
იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზმში საკვებთან ერთად იოდის საკმარისი რაოდენობით, რაც შეადგენს არანაკლებ 150-300 მკგ დღეში (მჯო-ს მიერ განიხილება იოდზე მოთხოვნილების ზღვრული მნიშვნელობები მოზრდილებისათვის) მიწოდება არ ხდება, აუცილებელია შემდეგი, იოდის ქვემეორე ჩამოთვლილი რაოდენობების დამატებით შეყვანა:
- ჩვილები და ბავშვები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 1/2-1 ტაბლეტი (შეესაბამება 50-100 მკგ იოდს).
- მოზარდები და მოზრდილები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 1-2 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 2 ტაბლეტი (შეესაბამება 200 მკგ იოდს).
2. ჩიყვის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა ჩიყვის მედიკამენტოზური მკურნალობის დასრულებისას, განპირობებულის იოდის უკმარისობით, ან მისი ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ:
- დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 1-2 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
3. იოდის ნაკლებობით განპირობებული ჩიყვის მკურნალობა:
- ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 1-2 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
- ახალგაზრდა ასაკის მოზრდილები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 3-5 ტაბლეტი (შეესაბამება 300-500 მკგ იოდს). პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყალი).
ბავშვებში მიღება რეკომენდებულია საკვებთან (მაგალითად, წვნიანი) ან სასმელთან შერევით. ტაბლეტები ადვილად იხსნება სითხეში, და ამიტომ მათი განზავება შეიძლება რძეში, წვენში ან რაიმე მსგავსში. მიღების ეს წესი განსაკუთრებით რეკომენდებულია ახალშობილი და პატარა ბავშვებისათვის.
იოდომარინი® 100-ის პროფილაქტიკური გამოყენება ხანგრძლივად და რეგუარულად უნდა ტარდებოდეს, ჩვეულებრივ რამოდენიმე წლის განმავლობაში, არაიშვიათად – მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იოდის შევსების წარმატება მით მეტია, რაც უფრო ადრე დაიწყო მკურნალობა და რაც უფრო ნაკლები ცვლილებებია მომხდარი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილებში.
ახალშობილებში ჩიყვის სამკურნალოდ უმეტეს შემთხვევაში 2-4 კვირა საკმარისია, ხოლო ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში, როგორც წესი, საჭიროა 6-12 თვე ან მეტი.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალებების მსგავსად იოდომარინი® 100-საც შეიძლება გააჩნდეს გვერდითი მოქმედებები. მაგრამ ნებისმიერ ასაკში იოდიდის პროფილაქტიკური, ასევე ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში თერაპიული გამოყენებისას გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ სრულად არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონების წარმომქმნელი უკონტროლო მონაკვეთების არსებობისას და იოდის 150 მკგ სადღეღამისო დოზებისას, შეიძლება გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება.
მოზრდილებში ჩიყვის თერაპიისათვის პრეპარატის გამოყენებისას (დოზები 300-1000 მკგ იოდი დღეში) ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს იოდით გამოწვეული ჰიპერთირეოზი. ამის მიზეზად უმეტეს შემთხვევაში ითვლება ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონების წარმომქმნელი უკონტროლო უბნების არსებობა. ეს საშიშროება ემუქრება უპირველესად ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებსაც ჩიყვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებთ.
უკუჩვენება
იოდომარინი® 100-ის გამოიყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან სხვა რომელიმე კომპონენტების მიმართ,
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მანიფესტური (რომელიც მიმდინარეობს სიმპტომების არსებობით) მომატება,
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლატენტური (რომელიც მიმდინარეობს სიმპტომების არარსებობით) მომატება დოზებში, რომლებიც აღემატება 150 მკგ იოდს დღეში,
- ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰორმონების წარმომქმნელი სიმსივნე ან არაკონტროლირებადი ჰორმონების წარმომქმნელი მონაკვეთები დოზებში 300-1000 მკგ იოდი დღეში (ოპერაციის წინა მკურნალობის გარდა).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება იოდზე მომატებულია. ორსული ქალი იოდით ასევე ამარაგებს ჯერ კიდევ ჩანასახს, ხოლო დედა (სრულად ძუძუთი კვების დროს) – ახალშობილს. თუ მუცლად ყოფნის დროს ან ჩვილობაში ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით იოდს, შეიძლება განვითარდეს ახალშობილთა ჩიყვი ან განვითარების მძიმე დარღვევები, რომლებიც თითქმის არ ექვემდებარება კორექციას.
მაგრამ ორსულობის დროს იოდისა და იოდის შემცველი პრეპარატების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რჩევით, როდესაც კარგად არის შეფასებული მოსალოდნელი სარგებელი და შესაძლო რისკი.
გაფრთხილება ბავშვებში ახალშობილებსა და პარატა ბავშვებში იოდის უკმარისობის შედეგები განსაკუთრებით მძიმეა. არსებობს ფიზიკური და გონებრივი განვითარების მძიმე შეუქცევადი დარღვევების საშიშროება. ამიტომ ბავშვების იოდით საკმარისად მომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის, ინტელექტისათვის და ზრდისათვის.
განსაკუთრებული მითითებები
ეს სამკურნალო საშულება შეიცავს ლაქტოზას. ამიტომ, თუ პაციენტისათვის ცნობილია, რომ მას გააჩნია შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობა, იოდომარინი® 100-ის გამოიყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მითითებები იმის შესახებ, რომ იოდომარინი® 100 ზღუდავს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს არ არსებობს.
ჭარბი დოზირება
იოდომარინი® 100-ის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
იოდომარინი® 100-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დღეს უნდა მოხდეს ჩვეულებრივი რაოდენობის მიღება.
იოდომარინი® 100-ის გამოყენების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში (მაგალითად გვერდითი მოქმედებების მიზეზით) აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ერთმანეთის მოქმედებასა და გვერდით ეფექტებზე. ეს განსაკუთრებით ეხება გარკვეულ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიების სამკურნალოდ (ლითიუმის მარილები), კალიუმის შემანარჩუნებელ შარდმდენ საშუალებებსა და ნივთიერებებს, რომლებიც თრგუნავენ ფარისებრ ჯირკვალს.
პერქლორატი ან თიოციანატი ანელებენ ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის ათვისებას.
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია