საერთაშორისო დასახელება:

ALLANTOIN, POVIDONE-IODINE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: პოლივიდონ-იოდი+ალანტოინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის:

ფლაკონში 50 მლ

1 მლ 1 ფლ.

პოლივიდონ-იოდი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,85 მგ 4.3 გ

ალანტოინი   ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,1 მგ 0.005 გ

სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის:

ფლაკონში 30 მლ

1 მლ 1 ფლ.

პოლივიდონ-იოდი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,         85 მგ 2.55 გ

ალანტოინი   ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,1 მგ 0.03 გ

დამხმარე ნივთიერებები:

Levomentolum; Acidum citricum; Natriicitras dihydricus; Ethanolum 96%; Propylenglycolum; Aqua purificata.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძირითად მოქმედ ნივთიერებად გვევლინება პოლივიდონ იოდი. ეს არის ნივთიერება, რომელიც კანთან და ლორწოვანთან კონტაქტისას ანთავისუფლებს იოდს, რომელსაც გააჩნია მიკრობთა საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი ბაქტერიების, სოკოების და ზოგიერთი ვირუსების მიმართ; ამიტომ იოქსი გვევლინება პირის ღრუსა და ყელის კარგ სადეზინფექციო საშუალებად. პრეპარატი ასევე შეიცავს ალანტოინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • პირის ღრუსა და ყელის დეზინფექცია ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს - ანგინა, ფარინგიტი, ტონზილოფარინგიტი, ტონზილიტი, გლოსიტი, აფტოზიტი.
  • პირის ღრუსა და სასუნთქ გზებზე ქირურგიული ჩარევისას - ავადმყოფის ქირურგიული ჩარევისათვის მომზადებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
  • ქიმიოთერაპიის დროს წარმოშობილი ორალური ინფექციების მკურნალობისას.
  • სტრეპტოკოკული ინფექციებისას ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება.
  • გრიპოზული მდგომარეობისას გამოიყენება პროდრომულ პერიოდში.

პრეპარატის გამოყენება ასაკით შემოსაზღვრულია.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვთა ასაკში 6 წლამდე, ხოლო სპრეი - 8 წლამდე.

ბავშვებშმა 6-დან 8 წლამდე პრეპარატი შეიძლება მიიღონ მხოლოდ უფროსის კონტროლით.

დოზირების რეჟიმი:

ხსნარის დამზადება გამოსავლებად:

მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკის ზევით: ხსნარის გაზავების შემდეგ წყალთან შეფარდებით 1:20 - 1:40 (ე.ი. 2.5-5 მლ. დანაყოფებიანი თავსახურით მიღებისას ან 1/2-1 ჩაის კოვზი 100 მლ წყალში) გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელის არეში. სავლები ჩვეულებრივ გამოიყენება დღეში 2-4-ჯერ, მაქსიმუმ 6-ჯერ დღეში. გამოვლებას შორის მინიმალური ინტერვალი არის 4 საათი. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ხსნარი არ უნდა გადაყლაპოთ!

სპრეი:

მოზრდილები და ბავშვები 8 წლის ასაკის ზევით: ჩვეულებრივ მიიღება 2-4-ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევებში უფრო ხშირად (4 საათის შემდეგ) 1-3 შესხურება მარჯვნივ და მარცხნივ ან უშუალოდ დაზიანებულ ადგილას. აპლიკაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა უმეტეს 4 საათისა, დღის განმავლობაში პრეპარატი შეიძლება მივიღოთ მაქსიმუმ 6-ჯერ. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. გამოფრქვეული ხსნარი არ შეისუნთქოთ და არ გადაყლაპოთ.

მოხსენით დამცავი თავსახური და გაუკეთეთ აპლიკატორი. აპლიკატორს დააჭირეთ 2-3-ჯერ, რომ ხსნარი მოხვდეს გამანაწილებელში და დაჭერის  მომენტში იფრქვეოდეს. ამის შემდეგ აპლიკატორის მილი მოათავსეთ პირის ღრუში 2-3-სმ-ით, შეიკავეთ სუნთქვა და დააჭირეთ 2-ჯერ ისე, რომ ერთი შეფრქვევა მოხდეს მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.

აპლიკატორი გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ირეცხება ცხელი წყლით.

გვერდითი მოვლენები:

- პრეპარატი იოქსი საერთოდ კარგად გადაიტანება. ზოგიერთ შემთხვევებში პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია იოდზე (ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება), რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

- იშვიათად, უმეტესწილად ბავშვებში, აპლიკაციის ადგილას შეიგრძნობა ხანმოკლე წვის შეგრძნება ან  პირის არეში სიმშრალის შეგრძნება. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმის გამოვლინება (მეტალის გემო, ნერწყვ- დენის მომატება, თვალის ან ყელის შეშუპება), რომლის გამოვლინებისას უნდა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

- ძალიან იშვიათ შემთხვევაში მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიური რეაქცია (ქოშინი, ტუჩების, თვალების, ხელისგულების ან სასქესო ორგანოების შეშუპება), ამ შემთხვევაში მომენტალურად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები:

*პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპემგრძნობელობისას იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ.

*ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას;

*დეკომპენსირებული გულის უკმარისობისას;

*თირკმლის უკმარისობისას;

*უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 2 კვირით ადრე და შემდეგ რადიოაქტიური იოდით მკურნალობისას;

*მოქმედი ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

*იოქსი სპრეი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 8 წლამდე. იოქსი ხსნარი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებანი:

- პრეპარატი არ გამოიყენება პერორალურად!

- იოქსისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებისას რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს. თუ ექიმი გინიშნავთ რაიმე პრეპარატს, შეატყობინეთ, რომ იღებთ იოქს.

- მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ თუ დაავადების სიმპტომები არ შეიცვალა ან პირიქით გართულდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტირება პრეპარატის მიღების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

- არ არის სასურველი პრეპარატის შესუნთქვა! ამასთან დაკავშირებით ბავშვებს პრეპარატს უნიშნავენ მხოლოდ 8 წლის ასაკის ზევით, ესეც იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ ეწინააღმდეგება უცხო სხეულს (აპლიკატორს) პირის ღრუში. ასევე თუ შეუძლია სუნთქვის შეკავება შეფრქვევის მომენტში.

- პერედოზირებისას ან თუ ბავშვმა პერორალურად მიიღო პრეპარატი აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

- პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში.

- პრეპარატი შეიცავს 18,6% ალკოჰოლს და არ შეიცავს შაქარს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იოქსისა და პირის ღრუსა და ყელის სხვა ადგილობრივი საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთქმედება.

არ შეიძლება ერთდროული გამოყენება იოქსისა და სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებებისა, განსაკუთრებით ჟანგბადის ქვეჟანგის შემცველისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: სპრეი - 3 წელი; ხსნარი- 4 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია