იხთიოლის მალამო 20% 25გ

მოქმედი ნივთიერება:

Ammonium sulfoichthyolicum

სამკურნალო თვისებები:

ახდენს ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ გამაუტკივარებელ, კერატოპლასტიურ (უზრუნველყოფს ეპითელიზაციას, ქსოვილის რეგენერაციას) და რამდენადმე ანტისეპტიურ მოქმედებას, დიდი კონცენტრაციით – კერატოლიტურ მოქმედებას.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გამოდის:

იხთიოლის მალამოს 10% და 20% სახით 25 გ;

1,0 და 2,0% იხთიოლის ხსნარის სახით;

იხთიოლის 0,2გ რექტალური სანთლების  სახით.

იხთიოლი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ორგანულად დაკავშირებულ გოგირდს თიოფენის ჰომოლოგის სახით.

ჩვენებები:

იხთიოლი გამოიყენება ადგილობრივად:

  • კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ (ფურუნკულოზი, დამწვრობა, ეგზემა, ფსორიაზი, წითელი ქარისმიერი ანთება და სხვა). იხთიოლი ინიშნება 5–30% იხთიოლის მმალამოს  ან აბაზანების სახით (10–30% წყალ–სპირტიანი ხსნარი);
  • მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს (პარამეტრიტი, მეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, პროსტატი) გამოიყენება იხთიოლის სანთლები (0,1–0,2გ) და ტამპონები, 10% იხთიოლის ხსნარში დასველებული.

გამოყენების წესები:

იხთიოლი გამოიყენება 10–20% იხთიოლის მალამოს, 10–30% წყლიან–სპირტიანი ხსნარის აბაზანებისთვის, სანთელი და 10% იხთიოლის ხსნარი გლიცერინით ტამპონების დასასველებლად ან როგორც დამატება გათქვეფილ მიქსტურაზე.

სანთლები იხთიოლით – ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის, ინიშნება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს.

1–5% გათქვეფილი ნარევი იხთიოლით კარგად აწყნარებს ზედაპირილ ანთებით პროცესს და ამცირებს სუბიექტურ უსიამოვნო შეგრძნებას.

მალამო იხთიოლით გამოიყენება სტაციონარულ პირობებში , როგორც რედუციული საშუალება და ფსორიაზის რეგრესიულ სტადიაში. მალამო იწვევს კანის სისხლძარღვების რეფლექტორულ გაფართოებას. წარმოქმნილი აქტიური ჰიპერემია განაპირობებს ინფილტრატის გაწოვას და ამით ქრონიკული ანთბითი პროცესის ჩაცხრომას.

1–2% იხთიოლის წყლიანი ხსნარი გამოიყენება აბაზანების სახით სხვადასვა დერმატოზების, მწვავე ეგზემის, და სხვა დაზიანებების დროს. 1% იხთიოლის წყლიანი ხსნარი გამოიყენება ელექტროფორეზისთვის ქრონიკული ინფილტრატების სწრაფი გაწოვისთვის, ჰიპერტროფიული ნაწიბურებისთვის.

უფრო მაღალ კონცენტრაციებში (10% და მეტი) იხთიოლის პრეპარატები მოქმედებენ კერატოლიტურად, უზრუნველყოფს გარქოვანებული შრის დარბილებას და მოშორებას.

იხთიოლი სუფთა სახით გამოიყენება ფურუნკულოზის მკურნალობისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

იხთიოლის გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ მის ხსნარებთან შეუთავსებელია ალკალოიდები, მძიმე მეტალების მარილები და იოდის შემცველი მარილები.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ ადგილზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია