მწარმოებელი: BIOFARMA, Turkey.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მინერალებისა და ვიტამინ D2 კომპლექსი

შემადგენლობა:

გრანულების 5 გ შეიცავს:

ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ...................  3000 სე;

კალციუმის გლუკონატი  .....................................  375 მგ;

კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი).......  125 მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კალციმაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ვიტამინი D2 ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან Сa -ის და P-ის აბსორბციასა და ძვლოვანი სისტემის ნორმალურ კალციფიკაციას.

კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი) აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და ზრდას.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის კალციუმის გლუკონატი, ორგანიზმისათვის კალციუმის დამატებითი მიწოდებისათვის.

ჩვენებები:

- რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

- მდგომარეობები - რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება კალციუმზე და ვიტამინ D-ზე:

მზის სხივების უკმარისობა; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, რომელთა რაციონშიც აღინიშნება ვიტამინ D-ს დეფიციტი; მალაბსორბციის სინდრომი; ქრონიკული დიარეა; გასტრექტომია; სტეატორეა; ვეგეტერიანული დიეტა, დიეტა გახდომის მიზნით; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ჰორმონების, ანტიკონვულსიური პრეპარატების, იმუნოდეპრესანტების, ალუმინის შემცველი ანტაციდების, დიურეტიკების მიღება.

- კალციუმის ცვლის მოშლა, რომელსაც თან ახლავს: ოსტეოპათიები; სპაზმოფილია; ჰიპერაგზნებადობის სინდრომი: ტრემორი, ჰიპერესთეზია, კუნთთა თრთოლვა; ძვალწარმოქმნის პროცესების დარღვევევები და კბილების ამოჭრის შეფერხება; ზრდის შეჩერება ინტენსიური განვითარების პერიოდში.

- სისხალძარღვთა კედლის გამაგრების მიზნით: ანთებითი და ექსუდაციური პროცესების დროს.

- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

რაქიტის პროფილაქტიკა:

ანტენატალური პროფილაქტიკა – ორსულობის 32-ე კვირიდან – 400 სე – (1/2ჩაის კოვზი) ყოველდღიურად ბავშვის დაბადებამდე:

პოსტნატალური პროფილაქტიკა - ბავშვის 3 კვირის ასაკიდან (დღენაკლებში 10 -14 დღიდან) 1/2 ჩაის კოვზი დღეგამოშვებით 1 წლის ასაკამდე.

რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა ანტიკონვულსიური პრეპარატების მიღების პერიოდში - ბავშვებში - დოზირებული ჭიქის 1/4 (1000 სე) დღეში.

მოზრდილებში - დოზირებული ჭიქის 1/4-1/2 (1000-2000 სე) პრეპარატის მიღების პერიოდში.

რაქიტისა და ოსტეომალაციის მკურნალობა:

საწყისი პერიოდი -1/2 ჩაის კოვზი (400 სე) ყოველდღე კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე.

რაქიტის მწვავე პერიოდში - 1/2-1 დოზირებული ჭიქა (2000-4000 სე) ყოველდღე საკურსო დოზაა 200000-400000 სე (3-6 თვე).

სამკურნალო კურსის დამთავრების შემდეგ - 1/2 ჩაის კოვზი (400 სე) ყოველდღე დგინდება ინდივიდუალურად.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა - 1/4-1/2 დოზირებული ჭიქა ყოველდღე (1000-2000 სე) დგინდება ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები:

ჰიპერკალცემია, D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერპარათირეოიდიზმი.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერკალცემია.

გამოშვების ფორმა:

კალციმაგი 75 გ გრანულები პოლიეთილენის შეფუთვაში მზომი ჭიქით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია