საერთაშორისო დასახელება:
CALCIUM CARBONATE; COLECALCIFEROL
მწარმოებელი: NYCOMED PHARMA AS, ნორვეგია
მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი+კალციუმის კარბონატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები ლიმონის გემოთი: ფლაკლონში 30, 60 და 120 ც
1 ტაბ.
ქოლეკალციფეროლი .............. 400 სე
კალციუმის კარბონატი .....................1.25 გ
მათ შორის კალციუმი .............. 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, პოლოვიდონი, იზომალტი, ლიმონის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო- და დიგლიცერიდები, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ტოკოფეროლი. მცენარეული ზეთი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ავსებს კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალიზაციაში, სისხლის შედედებაში, ნერვული გამტარებლობისა და კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში, გულის სტაბილური მუშაობის შენარჩუნებაში.
ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს კალციუმის სრულ შეწოვას.
ფარმაკოკინეტიკა:
D3 ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში.
კალციუმისა და D3 ვიტამინის მიღება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის გაძლიერებულ გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ, ძვლის გაძლიერებული რეზორბციის (კალციუმის გამორეცხვა ძვლებიდან) სტიმულატორია.
D3 ვიტამინის შეწოვა წვრილ ნაწლავებში ხდება. იონიზირებული ფორმით კალციუმის შეწოვა წვრილი ნაწლავების პროქსიმალურ ნაწილში D-ვიტამინდამოკიდებული აქტიური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით ხდება.
ჩვენებები:
გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:
- ოსტეოპოროზი (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათური და სხვა კლინიკური ფორმები), მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა, ასევე მისი გართულებების დროს (ძვლების მოტეხილობები) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
- კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტი.
მიღების წესი და დოზირება:
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 2 ტაბ. დღეში (დილით და საღამოს), ხოლო
ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს დოზირებასა და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად კონკრეტული კლინიკური სიტუაციის მიხედვით. ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს, მთლიანად გადაიყლაპოს ან გავადნოთ პირში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში. იშვიათად ვლინდება ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა;
* ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია;
* ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი;
* დეკალცინირებადი სიმსივნეები, როგორიცაა მიელომა, ძვლოვანი მეტასტაზები, სარკოიდოზი;
* კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში ან შარდში;
* შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმლის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იზრდება კალციუმისა და D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება.
ორსულობის პერიოდში: სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმსა და 600 სე D ვიტამინს.
ლაქტაციის პერიოდი: კალციუმი და D3 ვიტამინი ხასიათდებიან დედის რძეში განვლადობით, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტეს მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა ხდებოდეს.
* კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ფენილალანინად გარდაიქმნება. ამიტომ პრეპარატის მიღება ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის არ შეიძლება.
*12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა რეკომენდებული.
* პაციენტები, რომლებიც კალციუმი D3 ნიკომედი ფორტესთან ერთდროულად ღებულობენ საგულე გლიკოზიდებსა და/ან დიურეტიკებს, აგრეთვე ვინც ხანგრძლივად ღებულობს კალციუმის პრეპარატებს, აუცილებელად უნდა აკონტროლებდნენ კალციუმისა და კრეატინინის რაოდენობას სისხლში.
* სისხლში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია D3 ვიტამინის მიღების დამატებითი წყაროების გათვალისწინება.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს: ანორექსია, წყურვილის გრძნობა, პოლიურია, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკრეატინემია. ამ დროს რეკომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგ: ფუროსემიდის), კორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- D3 ვიტამინის აქტივობა მცირდება ფენიტოინისა და ბარბიტურატების ერთდროული მიღებისას.
- საგულე გლიკოზიდების ერთდროული მიღებისას აუცილებელია ეკგ-ს კონტროლი და დაკვირვება კლინიკურ მდგომარეობაზე, რადგან კალციუმის პრეპარატებს შეუძლიათ საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიკური ეფექტების პოტენცირება გამოიწვიონ. კალციუმისა და D3 ვიტამინის პრეპარატებმა შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ტეტრაციკლინის შეწოვა გაზარდოს.
ამიტომ დროის ინტერვალი ტეტრაციკლინის რიგის პრეპარატების მიღებასა და კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს მიღებას შორის უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
- ბისფოსფონატების ან ნატრიუმის ფტორიდის ნორმალური შეწოვისათვის რეკომენდებულია ამ პრეპარატების მიღებასა და კალციუმი- D3 ნიკომედი ფორტეს მიღებას შორის ინტერვალი შეადგენდეს არანკლებ 2 საათს.
- კორტიკოსტეროიდები ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს საჭიროა კალციუმი- D3 ნიკომედი ფორტეს დოზის გაზრდა.
- ქოლესტირამინის, ან მინერალური ან მცენარეული ზეთის საფუძველზე დამზადებული საფაღარათო საშუალების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს D ვიტამინის შეწოვა.
- თიაზიდური ჯგუფის დიურეტიკების ერთდროული მიღებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი, რადგანაც ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას; ხოლო ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები პირიქით აძლიერებენ კალციუმის გამოყოფას თირკმელებით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე მჭიდროდ დახურულ ფლაკონში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.