კამელინი M-3 მალამო
(CAMELYN M-3)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო მოყვითალო ფერის, ტუბი 25 გ.
კამელინი M-3 (ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები) _ 1,25 მლ
თეთრი ვაზელინი (Vazelinum album) _ 23,75 გ.

კლინიკურ-ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
“კამელინს” გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

დანიშნულება:
კანის, რბილი ქსოვილების, ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, ნაწოლები.

გამოყენების წესი:
მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანების უბანზე, შესაძლებელია დოლბანდის ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეშ 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება.

წინააღმდეგჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

მწარმოებელი:
შ.პ.ს. “კამელინი”. საქართველო.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია