კაპოქსინი

Kapoxin

 

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისთვის

ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

  • აქტიური ნივთიერება: 500 მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტური 512.30 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი.
  • შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, PVP K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, HPMC, PEG 4000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს  
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ; არ გადასცეთ ის სხვა პირს.
  • პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ მათ ამის შესახებ.
  • დაიცავით ამ ჩანართში არსებული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ დანიშნულზე მაღალი ან დაბალი დოზა.  

 

ამ ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:

1. რა არის კაპოქსინი და რისთვის გამოიყენება?  

2.  რა უნდა იცოდეთ კაპოქსინის მიღებამდე

3. როგორ გამოიყენება კაპოქსინი?

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

5. როგორ ინახება კაპოქსინი 

 

1.  რა არის კაპოქსინი და რისთვის გამოიყენება?  

წამლის სახელია კაპოქსინი. კაპოქსინის ტაბლეტები შეიცავს წამალს, რომელსაც ეწოდება ლევოფლოქსაცინი. ეს მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტიბიოტიკები. ლევოფლოქსაცინი არის "ქინოლონური" ანტიბიოტიკი. იგი მუშაობს ორგანიზმში ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით.

კაპოქსინი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ:

• სინუსების

• ფილტვების, ადამიანებში სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემებით ან პნევმონიით

• საშარდე ტრაქტის, თირკმელების ან შარდის ბუშტის ჩათვლით

• პროსტატის ჯირკვალის, როდესაც გაქვთ ხანგრძლივად მიმდინარე ინფექცია

• კანის და კანქვეშა ქსოვილის, კუნთების ჩათვლით.  ზოგჯერ უწოდებენ "რბილ ქსოვილებს".

ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციაში, კაპოქსინი შეიძლება გამოყენებულ იქნას  ფილტვის დაავადების (რომელსაც ეწოდება ციმბირის წყლული) განვითარების შანსების შესამცირებლად, ან დაავადების გამწვავების შესამცირებლად იმის შემდეგ რაც დაექვემდებარეთ ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიების ზემოქმედებას.

კაპოქსინი ტაბლეტები ინიშნება პერორალურად. კაპოქსინის ერთ კოლოფში მოთავსებულია აპკიანი გარსით დაფარული 7 ტაბლეტი, რომლებიც შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს. დოზის კორექტირებისთვის შეგიძლიათ გაყოთ ტაბლეტი გამყოფ ხაზზე.

2. რა უნდა იცოდეთ კაპოქსინის მიღებამდე         

არ გამოიყენოთ კაპოქსინი და მიმართეთ ექიმს თუ:

  • ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიც არის მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ალერგიული რეაქციის სიმპტომები მოიცავს: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება

  • თუ მხედველობა გაუარესდა ან თუ გეჩვენებათ, რომ თქვენ თვალებზე სხვაგვარად მოქმედებს, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თვალის სპეციალისტთან.
  • თუ ოდესმე გქონიათ ეპილეფსია
  • თუ ოდესმე გქონიათ მყესების პრობლემა, როგორიც არის ტენდინიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ,,ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან“. მყესი არის თასმა, რომლითაც თქვენი კუნთები უერთდება ჩონჩხს
  • ხართ ბავშვი ან მოზარდი
  • ორსულად ხართ, შესაძლოა იყოთ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ დაორსულდით
  • კვებავთ ბავშვს ძუძუთი

არ მიიღოთ ეს წამალი, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, კაპოქსინის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

ამ წამლის მიღებამდე

არ უნდა მიიღოთ ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი, თუ წარსულში აღგენიშნებოდათ რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია, როდესაც იღებდით ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს. ამ სიტუაციაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ექიმს.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, კაპოქსინის მიღებამდე თუ:

• ხართ 60 წლის ან უფროსი ასაკის.

• იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, ზოგჯერ უწოდებენ სტეროიდებს  (იხ. განყოფილება „სხვა სამკურნალო საშუალებები და კაპოქსინი“).

• თქვენ ჩაიტარეთ ტრანსპლანტაცია.

• თქვენ ოდესმე გქონიათ შეტევა (კრუნჩხვა).

• თქვენ დაგიზიანდათ ტვინი, ინსულტის ან ტვინის სხვა ტრავმის გამო.

• გაგაჩნიათ თირკმელების მხრივ პრობლემები.

• თქვენ გაქვთ დაავადება, რომელიც ცნობილია როგორც გლუკოზო-6-ფოსფატ  დეჰიდროგენაზას დეფიციტი. ამ მედიკამენტის მიღებისას თქვენ  გაგაჩნიათ მეტი შანსი, რომ გქონდეთ სერიოზული პრობლემები სისხლში.

• ოდესმე გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

• თქვენ ოდესმე გქონიათ გულის მხრივ პრობლემები: სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული ამ ტიპის მედიკამენტები, თუ თქვენ დაიბადეთ ან გაქვთ QT ინტერვალით გახანგრძლივების ოჯახური ისტორია (იხ. ეკგ-ზე, გულის ელექტრული ჩანაწერი), გაქვთ სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), გაქვთ ძალიან ნელი გულისცემის რითმი (ე.წ. ,,ბრადიკარდია“), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ გულის შეტევის ისტორია (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ ქალი ან ხანდაზმული ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ის არანორმალურ ცვლილებებს (იხ. განყოფილება "სხვა მედიკამენტები და კაპოქსინი").

• გაქვთ დიაბეტი

• ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები.

• გაქვთ myasthenia gravis.

• გაქვთ ნერვის პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია)

• თქვენ დიაგნოზირებული გაქვთ დიდი სისხლძარღვის გაფართოება ან "ამობურცულობა" (აორტის ანევრიზმა ან დიდი სისხლძარღვების პერიფერიული ანევრიზმა).

• თქვენ განიცადეთ აორტის დისექციის წინა ეპიზოდი (აორტის კედელის გაგლეჯვა).

• თქვენ გაქვთ აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის ოჯახური ანამნეზი ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანმწყობი პირობები (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ან სისხლძარღვოვანი ელერს-დანლოს სინდრომი, ან სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტური უჯრედების არტერიტი, ბეჰსეტის დაავადება, სისხლის მაღალი წნევა, ან ცნობილი ათეროსკლეროზი).

• ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ თქვენ ოდესმე გაგინვითარდათ კანის ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცლვა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.

კანის სერიოზული რეაქციები

ლევოფლოქსაცინის გამოყენების დროს არის შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, და წამლისმიერი რეაქციის ეოზინოფილიით და სისტემური (DRESS) სიმპტომების ჩათვლით განვითარების შესახებ.

• SJS / TEN შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს, როგორც მოწითალო სამიზნეს მსგავსი ლაქები ან წრიული ლაქები, ხშირად სხეულზე  ცენტრალური ბუშტუკებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების (წითელი და შეშუპებული თვალები) წყლულები. ამ სერიოზულ გამონაყარებს ხშირად წინ უძღვის ცხელება და / ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირებდეს კანის გავრცელებულ აშრევებამდე და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებამდე და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

• DRESS თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ ვრცელი გამონაყარით, სხეულის მაღალი ტემპერატურით, სისხლის ანალიზებში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით და ლეიკოციტების ზრდით (ეოზინოფილია) და ლიმფური კვანძების გადიდებით.

თუ თქვენ აღგენიშნებათ სერიოზული გამონაყარი ან კანის სხვა სიმპტომები, შეაჩერეთ ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუკავშირდით ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ფტორქინოლონების მიღებისას შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

• თუ თქვენ გრძნობთ მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში უეცარ, ძლიერ ტკივილის, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების ცენტრს.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს  ტკივილი და შეშუპება სახსრებში და ანთება ან მყესების გაწყვეტა. თქვენი რისკი იზრდება იმ შემთხვევაში თუ  ხართ ხანდაზმული  (60 წელზე უფროსი ასაკის), თქვენ ჩაგიტარდათ ორგანოს ტრანსპლანტაცია, გაქვთ თირკმელების პრობლემები ან თუ იტარებთ  კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის კურსს. მყესის ანთება და გაწყვეტა შეიძლება მოხდეს მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და კიდევ კაპოქსინის თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. მყესის ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის დროს (მაგალითად, ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში) შეაჩერეთ კაპოქსინის მიღება, დაუკავშირდით ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. თავიდან აიცილეთ ზედმეტი ვარჯიში, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.

იშვიათად შეიძლება განიცადოთ ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებში და ფეხებში, მტევნებში და მკლავებში. თუ ეს მოხდა, შეწყვიტეთ კაპოქსინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.

• თუ ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განვითარდა მძიმე, მუდმივი ან/და სისხლიანი დიარეა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ გაქვთ ნაწლავის სერიოზული ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. შეიძლება დაგჭირდეთ ლევოფლოქსაცინის მიღების შეწყვეტა და რომ ექიმმა დაგინიშნოთ სხვა წამალი.

• კაპოქსინის მიღებისას რეკომენდებულია თავი ავარიდოთ მზის ძლიერ სინათლეს და  არ გამოვიყენოთ მზის სანათი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ტაბლეტების მიღების დროს გააჩნდეს მეტი მგრძნობელობა სინათლის მიმართ და განიცადონ მზის დამწვრობის მსგავსი რეაქცია.

• ლევოფლოქსაცინი არ არის ოპტიმალური თერაპია პნევმოკოკური პნევმონიის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებისთვის.

• P. aeruginosa-ს მკურნალობის დროს,  საავდმყოფოში აღნიშნულმა ინფექციებმა, შეიძლება მოითხოვოს  კომბინირებული თერაპია.

• ლევოფლოქსაცინი არ არის ეფექტური MRSA–თი გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგოდ. MRSA–სთვის საეჭვო ინფექციებში ლევოფლოქსაცინი უნდა შერწყმული უნდა იყოს პრეპარატთან, რომელიც დამტკიცებულია MRSA ინფექციების სამკურნალოდ.

გახანგრძლივებული, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები

ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი, ასოცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთი მათგანი არის ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), დამაინვალიდებელი ან პოტენციურად შეუქცევადი. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის სირთულეს, არანორმალურ შეგრძნებებს, როგორიცაა ქინძისთავები და ნემსები, ჩხვლეტა, ჩქმეტა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები მხედველობის, გემოვნების და სუნის, და სმენის დაქვეითების ჩათვლით, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.

კაპოქსინის მიღების შემდეგ თუ თქვენ განიცდით რომელიმე ამ გვერდით მოვლენას, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.

თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ, კაპოქსინის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კაპოქსინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაპოქსინის აბსორბციაზე საკვები არ მოქმედებს, რეკომენდებული დოზის მიღება შეგიძლიათ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

თუ უნდა მიიღოთ მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი საშუალებები, ანტაციდები, რომლებიც ანეიტრალებს კუჭის მჟავას ან სუკრალფატი კუჭის წყლულისთვის ან რეფლუქსისთვის, რადგან ისინი მოქმედებენ კაპოქსინის აბსორბციაზე, ეს უკანასკნელი მიიღეთ ამ საშუალებების გამოყენებამდე ორი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ორსულებში კაპოქსინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ადამიანისთვის პოტენციური რისკი ადამიანებში უცნობია.

ადამიანებში საკმარისი მონაცემების არ არსებობის და ხრტილის დაზიანების რისკის გამო, რომელიც გამოვლინდა მზარდი ორგანიზმების ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით, კაპოქსინი ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენონ.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არსებობს არასაკმარისი/შეზღუდული მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ადამიანის ან ცხოველის რძეში. ფსიქოქიმიური მონაცემების გამო, რომლებიც ეხება ლევოფლოქსაცინის რძესთან ერთად გამოყოფას და ფარმაკოდინამიკურ/ტოქსიკოლოგიურ მონაცემებს, გამორიცხული არ არის, რომ ლევოფლოქსაცინი სარისკოა ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვისთვის. ადამიანში საკმარისი მონაცემების არ არსებობის და ხრტილის დაზიანების რისკის გამო, რომელიც გამოვლინდა მზარდი ორგანიზმების ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით, კაპოქსინი ძუძუთი კვების დროს არ უნდა გამოიყენონ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

კაპოქსინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ძილიანობის/თავბრუსხვევის, მხედველობის დარღვევების, ლეთარგიის ჩათვლით, რამაც შეიძლება იმოქმედოს კონცენტრაციის და რეაგირების უნარზე. განსაკუთრებით საფრთხილო მოქმედებისას, როგორიცაა ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, პრეპარატი შეიძლება სარისკო იყოს ამ უნარებისთვის.

მსგვსი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპოქსინის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე შემავსებლის შესახებ

არ შეიცავს ისეთ შემავსებლებს, რომლებიც მოითხოვენ სიფრთხილეს.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

-  მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატები (ანტაციდები): შეიძლება აქვეითებდეს კაპოქსინის შეწოვას, უნდა მიიღონ კაპოქსინის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

-  თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდს

-  სუკრალფატი, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის ან რეფლუქსის სამკურნალოდ: თუ უნდა მიიღონ ეს ორი პრეპარატი ერთად, რეკომენდებულია სუკრალფატის გამოყენება კაპოქსინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

-  თეოფილინი, ბრონქების გამაფართოებელი და სუნთქვის შემამსუბუქებელი პრეპარატი: კაპოქსინთან ერთად გამოყენებისას ქვეითდება ტვინის კრუნჩხვითი ზღურბლი.

-  თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (კაპოქსინთან ერთად გამოყენებისას ქვეითდება ტვინის კრუნჩხვითი ზღურბლი.)

-  პოდაგრის დროს გამოყენებული პრობენეციდი ან კუჭის წყლულის დროს გამოყენებული ციმეტიდინი ამცირებს ორგანიზმიდან კაპოქსინის გამოყოფას.

-  ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ. ოფლოქსაცინთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპირინის გვერდითი ეფექტები.

-  K ვიტამინის ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისთვის (მაგ., ვარფარინი). ეფექტი შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება გაჩნდეს სისხლდენის რისკი. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის შედედების ტესტები.  

- შეიძლება გამოიწვიოს გულის სერიოზული არითმია პრეპარატებმა, რომლებიც იწვევენ გულში QT ინტერვალის გახანგრძლივებას:

  • IA კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი) და III კლასის ანტიარითმული საშუალებები (ამიოდარონი) 
  • დეპრესიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) (მაგ., ამიტრიპტილინი, იმიპრამინი).
  • მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი) (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი)
  • ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი მეტნალური დაავადების სამკურნალოდ).

სხვა პრეპარატები: დიგოქსინი, გლიბენკლამიდი და რანიტიდინი არ ცვლის კაპოქსინის ეფექტებს.

თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული რაიმე მედიკამენტი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

3.  როგორ გამოიყენება კაპოქსინი? 

ყოველთვის მიიღეთ კაპოქსინი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ წამლის მიღება

• მიიღეთ ეს წამალი პერორალურად.

• გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად, წყლის დაყოლებით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს გამყოფ ხაზზე, დოზის ადაპტირებისთვის.

• ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან ნებისმიერ დროს კვებას შორის.

თუ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს

• არ მიიღოთ ეს მედიკამენტები კაპოქსინთან ერთად. მიიღეთ ამ მედიკამენტების დოზა მინიმუმ 2 საათით ადრე კაპოქსინის მიღებამდე ან მის შემდეგ.

რამდენი უნდა მიიღოთ

• თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენი ტაბლეტი კაპოქსინი უნდა მიიღოთ.

• დოზა დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის ტიპზე და სად არის ინფექცია თქვენს ორგანიზმში.

• თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია თქვენი ინფექცია.

• თუ გრძნობთ, რომ თქვენი წამლის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად და  მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

სინუსების ინფექცია

• ლევოფლოქსაცინის ერთი ტაბლეტი 500 მგ, დღეში ერთხელ

ფილტვების ინფექცია, სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე ადამიანებში

• ლევოფლოქსაცინის ერთი ტაბლეტი 500 მგ, დღეში ერთხელ

პნევმონია

• ლევოფლოქსაცინის ერთი ტაბლეტი 500 მგ, დღეში ერთხელ ან ორჯერ

საშარდე გზების ინფექცია, თირკმელების ან შარდის ბუშტის ჩათვლით

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტის ნახევარი ან ერთი ტაბლეტი 500 მგ, დღეში ერთხელ                                                                                           

პროსტატის ჯირკვლის ინფექცია

ლევოფლოქსაცინის ერთი ტაბლეტი 500 მგ, დღეში ერთხელ

კანის და კანქვეშა ქსოვილის ინფექცია, კუნთების ჩათვლით

ლევოფლოქსაცინის ერთი ტაბლეტი 500 მგ, დღეში ერთხელ ან ორჯერ

მოზრდილებში და თირკმელების პრობლემების მქონე ხანდაზმულები

შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

ბავშვები და მოზარდები

ეს წამალი არ უნდა დაენიშნოს ბავშვებს ან თინეიჯერებს (მოზარდებს).

დაიცავით კანი მზისგან

ამ მედიკამენტის მიღების დროს და მისი მიღებიდან 2 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ მზის პირდაპირი სხივებისგან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თქვენი კანი მზის მიმართ გაცილებით მგრძნობიარე გახდება და შესაძლოა დაიწვას,  განვითარდეს ჩხვლეტა და მძიმე ფორმის ბუშტუკები თუ არ მიიღებთ უსაფრთხოების შემდეგ ზომებს:

დარწმუნდით, რომ იყენებთ მზისგან მაღალი დამცავი ფაქტორის კრემს.

• ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს თქვენს მკლავებსა და ფეხებს.

• მოერიდეთ მზეზე წოლას.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კაპოქსინი:

თუ შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი ვიდრე საჭიროა, აცნობეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიიღეთ სხვა სამედიცინო რჩევები. წაიღეთ წამლის შეფუთვა, რომ ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ. შეიძლება განვითარდეს  შემდეგი ეფექტები: კონვულსიური გულყრები (კრუნჩხვები), დაბნეულობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი და გულის პრობლემები - რაც იწვევს გულის არათანაბარ გულისცემას, აგრეთვე შეუძლოდ ყოფნას (გულისრევა) ან წვის შეგრძნებას კუჭის არეში.

თუ დაგავიწყდათ კაპოქსინის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი დაუყოვნებლივ გახსენებისთანავე თუ უკვე არ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო. არ გავაორმაგოთ დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

თუ წყვეტთ კაპოქსინის მიღებას

არ შეწყვიტოთ კაპოქსინის მიღება მხოლოდ იმის გამო, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ტაბლეტების კურსი, რომელიც ექიმმა დანიშნა.

თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს, შესაძლოა თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს, ან ბაქტერიები შეიძლება გახდეს მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა კაპოქსინის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-იდან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში

ნაკლებად ხშირი: შეიძლება განვითარდეს 100-იდან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანში

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-იდან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანში

ძალიან იშვიათი: ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

სიხშირე უცნობია: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოაღნიშნული სიმპტომი, შეწყვიტეთ კაპოქსინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

იშვიათი:

  • კანის ფართოდ გავრცელებული ქავილი და გამონაყარი, ტუჩების, სახის, ყელის, ენის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება (ჰიპერმგრძნობელობა-ანაფილაქსია)

უცნობია:

  • სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა (სისხლიანი ბუშტუკები კანზე და თვალების გარშემო, ინფექცია შეშუპებით და სიწითლით), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სეროზული დაავადება, რომელსაც ახლავს ბუშტუკები).

ეს არის ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები.

რომელიმე ამ ეფექტის განვითარება ნიშნავს, რომ გაქვთ მძიმე ფორმის ალერგია კაპოქსინზე. შეიძლება საჭირო იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ მოვლენას მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ნაკლებად ხშირი:

  • მყესების ტკივილი და ინფექცია. აქილევსის მყესი ყველაზე ხშირად ზიანდება და ზოგ შემთხვევებში შეიძლება აღნიშნოს გაგლეჯვა.
  • კუნთების უნებლიე კრუნჩხვები (კონვულსიები).

უცნობია:

  • მადის დაკარგვა, სკლერების ან კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ქავილი, მუცლის სენსიტიურობა. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ლეტალური ღვიძლის  პრობლემების სიმპტომები.
  • მორეციდივე Myastenia Gravis (კუნთების სისუსტის დაავადება)
  • არითმია, პალპიტაცია
  • ცხელება, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. შეიძლება იყოს ნეიროპათიის სიმპტომები.
  • მძიმე კრამპის-მსგავსი (სპასტიური) მუცლის ტკივილი და მაღალი ცხელება, რომელსაც ახლავს მძიმე ფორმის, გახანგრძლივებული სისხლიანი დიარეა. შეიძლება იყოს ნაწლავის მძიმე ფორმის პრობლემების სიმპტომები.

ეს არის ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები. შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მძიმე გვერდითი ეფექტები ნაკლებად ხშირია.

თუ აღმოაჩენთ რომელიმე შემდეგ ეფექტს, მიმართეთ ექიმს:

ხშირი:

  • გულისრევა, ღებინება, დიარეა
  • სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • უძილობა

ნაკლებად ხშირი

  • სოკოვანი ინფექციები, სხვა მიკრობების მიმართ რეზისტენტობა
  • კანის ქავილი და გამონაყარი, ურტიკარია
  • მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა
  • ვერტიგო
  • შფოთვა, ძილიანობა
  • ძილიანობა, კანკალი, გემოვნების შეგრძნების დაზიანება
  • დისპნოე
  • სახსრების ან კუნთების ტკივილი
  • სისხლის ტესტების მოულოდნელი შედეგები ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების გამო (ბილირუბინის, კრეატინინის მომატება). სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (ლეიკოპენია).
  • დაღლილობა

იშვიათი

  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და შეიძლება გამოიწვიოს კომა.
  • მენტალური დარღვევები, დაძაბულობა, დეპრესია ვიზუალური ან სმენითი ჰალუცინაციებით
  • ანომალური სიზმრები, კოშმარები
  • მხედველობის დარღვევები დაბინდული მხედველობის ჩათვლით
  • ტინიტუსი
  • კუნთების სისუსტე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია myasthenia gravis-ით დაავადებულ პაციენტებში (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).
  • დაბალი არტერიული წნევა
  • გულისცემის გაძლიერება
  • ადვილად სისხლდენა და სისხლჩაქცევები თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითების გამო (თრომბოციტოპენია)
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია)
  • ცხელება
  • თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის უკმარისობა, გამოწვეული ალერგიული თირკმლისმიერი  რეაქციებით - ინტერსტიციალური ნეფრიტი.

ძალიან იშვიათი:

  • შეტევები პორფირიით დაავადებულ პაციენტებში (იშვიათი მეტაბოლური დაავადება)

უცნობია:

  • კომა, დაკავშირებული სისხლში შაქრის დონის დაქვეითებასთან
  • სუიციდური აზრები ან თვითდესტრეუქციული ქცევა, სუიციდის მცდელობის ჩათვლით
  • გემოვნების შეგრძნების დაკარგვა
  • ყნოსვის დაზიანება, ყნოსვის შეგრძნების დარღვევის ჩათვლით
  • სმენის დაზიანება
  • მზის და ულტრაიისფერი სინათლისადმი კანის მომატებული მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა)
  • სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია). კანი შეიძლება იყოს ფერმკრთალი ან ყვითელი, წითელი უჯრედების დაზიანების და სისხლის ნებისმიერი ტიპის უჯრედების რაოდენობის დაქვეითების გამო. შეიძლება განვითარდეს ცხელება, ყელის ტკივილი და ავადობის ზოგადი შეგრძნება.
  • შეიძლება განვითარდეს ჭარბი იმუნური პასუხი (მომატებული მგრძნობელობა)
  • მოძრაობის და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
  • პნევმონია ალერგიების გამო
  • ვენების ინფექცია ალერგიული რეაქციების გამო.

ეს არის კაპოქსინის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს რომლებიც მოცემული არ არის ამ ჩანართში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.  

5.  კაპოქსინის შენახვა

კაპოქსინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე, შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C, შეფუთვაში.  

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად

კაპოქსინი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  

პროდუქტის და/ან შეფუთვის დაზიანების ნიშნების შემთხვევაში კაპოქსინი არ გამოიყენოთ.

კაპოქსინი არის ლლპ „ORNADO MEDICINE“ (გაერთიანებული სამეფო) პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან ისეთი პრეპარატები, რომლებიც აღარ გამოიყენება! გადაეცით გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Recordati İlaç San. ve Tic. A.Ş.

Ç.O.S.B. Karaağaç Mah. Atatürk Cad. No:36 Kapaklı – TEKIRDAĞ / Turkey

ტელ: +90 0 282 999 16 00 

წარმოების ადგილი   Recordati İlaç San. ve Tic. A.Ş.

Ç.O.S.B. Karaağaç Mah. Atatürk Cad. No:36 Kapaklı  - TEKIRDAĞ / Turkey                                                                       

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია