კ ა რ დ ი ო ა რ ტ ი

CARDIOART

ჯამრთელობაზე ზრუნვის ხელოვნება

შემადგენლობა -   თითეული კაფსულა შეიცავს : L –arginine -250.00mg(ლ-არგინინი)

L –carnitine -125.00mg (ლ-კარნიტინი)

Magnezium -75.00mg (მაგნეზია)

Co Enzyme Q10 -75.00mg (კო ენზიმ Q-10)

Zinc -7.50mg (თუთია)

Selenyum -0.03mg(სელენი)

Hawhthorn-30.00mg (კუნელი)

კარდიოპროტექტორი

ნეიროპროტექტორი

ციტოპროტექტორი               

კარდიოარტის ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობის დროს-გულის იშემიური დაავადება-სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ათეროსკლეროზი,კარდიომიოპათია, მაღალი ჰიპერტენზია, ჰიპოქსიური და იშემიური მდგომარეობების დროს მიოკარდიუმის და ტვინის კვების გაუმჯობესების, გონებრივი მუშაობის უზრუნველყოფისა და აღდგენის მიზნით. კარდიოარტი ინიშნება სტენოკარდიის, კორონარული სისხლძარღვების დაავადებ-ების,გულის შეგუბებითი უკმარისობის, ჰიპერქოლესტერინემიის დროს,გაცხიმოვ-ნება, გარდამავალი სიკოჭლე. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობის დროს: სტრესი, ნევროსთენია, კარდიონევროზი, ასთენია, ქრონიკული გადაღლის სინდრომი. ასევე მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოკსიკოზი, კახექსია, ანორექსია. მძიმე დაავადებების და ინტესიური ფიზიკური დატვირთვის დროს, კუნთების აქტივობის გაზრდის მიზნით. საჭმლის მონელების დარღვევების და ფერმენტული უკმარისობის დროს. აზოსპერმია, ოლიგოსპერმია.                        

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენ-ტის მიმართ,ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი .ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდირებული. არსებობს მოსაზრება, რომ ლ-არგინინმა შეიძლება გაზარდოს სიკვდილის რისკი, გულის შეტევის შემდეგ - განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში,ამიტომ თუ თქვენ გადაიტანეთ გულის შეტევა არ მიიღოთ ლ-არგინინი. სელენმა და ლ-კარნიტინმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი ოპერაციის მიმდინარეობისას ან მის შემდეგ,ამიტომ პრეპარატის მიღება უნდა შევწყვიტოთ ოპერაციამდე და მის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში.

მიღების წესი: 2-2 ტაბლეტი დღეში ორჯერ ,ჭამის შემდეგ .

გაფრთხილება: რაიმე არასასურველი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში გაიარეთ  კონსულტაცია ექიმთან.

შეფუთვა: მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 6 ბლისტერი ,თითეული 10 კაფსულით.

შეინახეთ მშრალ და გრილ ოთახში-არაუმეტეს 250C-სა,ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.

მაწარმოებელი: Honor Pharmaceutical Indastry Trade Co.LTD                                                                          

Bestepe/Yenimalle/Ankara/Turkey

დისტრიბიუტორი საქართველოში: LTD 3D GEORGIA

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია