კარიპაზიმი


აქტიური ნივთიერება:
პაპაინი, რომელსაც ტროპიკული მცენარე პაპაიასგან ღებულობენ. პაპაიას (Carica papaya) სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. პაპაია მდიდარია ფერმენტებით, ვიტამინებითა და მონერალებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმენტი - პაპაინი, რომელსაც პროტეოლიზური აქტივობა აქვს. 
პაპაიას რძისებრი წვენის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ცისტეინური პროტეინაზები: საკუთრივ პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზა A და პეპტიდაზა B.
პაპაინი გამოიყენება: ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიაში, რევმატოლოგიაში, კომბუსტოლოგიაში, ქირურგიაში, ტრავმატოლოგია - ორთოპედიაში, ოფთალმოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
 პრეპარატ კარიპაზიმზე კვლევები ჩატარებულია ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის სასწავლო - კვლევით ინსტიტუტში, პრიოროვის სახ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტში, ნოვოკუზნევკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოფთალმოლოგიის კათედრაზე, თბილისი I საავადმყოფოს ტრავმატოლოგია - ორთოპედიულ კლინიკაში ”სინთეზი”, კონიაშვილის სახელობის თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სასწავლო კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიის კათედრაზე, თბილისის თერმულ დაზიანებათა და დამწვრობის ცენტრში.
ჩვენება:
- ხერხემლის ოსტეოქონდროზი
- მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქარი (მათ შორის კისრის მალების, რაც იწვევს ვერთებრო - ბაზილარულ უკმარისობას)
- დისკოგენური რადიკულიტი
- შმორლის თიაქარი
- ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური და სპინალური არაქნოიდიტები)
- სახის ნერვის ნევრიტი
- მსხვილი სახსრების ართროზი - ართრიტები
- მხარისა და ბეჭის პერიართრიტი
- თითების პოსტტრავმული კონტრაქტურები (დიუპიუტრენის)
- III ხარისხის დამწვრობა
       შერჩევითად მოქმედებს ნეკროზულ ქსოვილებზე, იწვევს ფუფხის მოცილების დაჩქარებას, ქსოვილებში ტემპერატურის მომატებას, მათ გამოშრობას და უსისხლო, უმტკივნეულო გაწოვას აქტიური ქირურგიული ჩარევის გარეშე.
- ჭრილობები (ძნელად შეხორცებადი, ჩირქოვანი), ტროპიკული წყლულები. კელოიდური ნაწიბურები.
     იწვევს გრანულაციური ქსოვილის გათავისუფლებას ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
 სახსრების ანთების გავრცელებულ გართულებად ითვლება ქრონიკული ართრიტი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ინფექციურ-ანთებითი პროცესების შედეგად ვითარდება კონტრაქტურები, რომლებიც იწვევენ დეგენერაციულ ცვლილებებს და შეხორცებების ჩამოყალიბებას სახსრის შიგნით და მოძრაობის მკვეთრად შეზღუდვას.  მტევნის აპონევროზის და კანქვეშა უჯრედისის დეგენერაციულ ცვლილებებს მივყავართ დაქვეითებამდე (კონტრ. დიუპიუტრენის).
კარიპაზიმით მკურნალობა იძლევა ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტს და მოძრაობის აღდგენას სახსარში.
გამოყენების წესი და დოზები: დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებზე კარიპაზიმს 0,5%, 1% და 2% ხსნარების სახით იყენებენ ფუფხის სისქის შესაბამისად, ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5-იანი ნოვიკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ ერთდროულად სხეულის ზედაპირის 30% ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ერთხელ დღეში ან ერთხელ ორ დღეღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4-დან 12 დღემდეა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტების და ა.შ, დროს კარიპაზიმი ელექტროფორეზული მეთოდით შეჰყავთ.
პრეპარატის გამოყენება სტაციონარულ და ამბოლატორულ პირობებშიცაა დასაშვები.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და ტემპერატურის მომატებით გამოიხატება.
უკუჩვენებები: დაუშვენელია კარიპაზიმის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება კარიპაზიმის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში, აგრეთვე დისკოს თიაქრის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).
გამოშვების ფორმა: კარიპაზიმი დაფასოებულია ფლაკონებში, 100მგ თითოეულში 350 პროტეოლიზური ერთეული. სტერილური.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას +2 +8ºC-მდე ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. საქართველო.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია