კარმეტადინი
CARMETADIN
 

სავაჭრო დასახელება
კარმეტადინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ტრიმეტაზიდინი

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი მოვარდისფრო-ყავისფერი ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით “TZN35” და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: 
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 35 მგ ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდს მოდიფიცირებული გამოთავისუფლებული ფორმით.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, პოვიდონი (K30), ჰიპრომელოზა (K-100 M), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, პროპილენგლიკოლი.

ათქ კოდი: C01EB15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ანტიანგინალური საშუალებები.
პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კარმეტადინი სტენოკარდიის საწინააღმდეგო კარდიოლოგიური სამკურნალო საშუალებაა. ჰიპოქსიურ და იშემიურ უჯრედებში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ხელშეწყობით ტრიმეტაზიდინი ახდენს უჯრედშიდა ატფ-ის შემცირების პრევენციას, რაც უზრუნველყოფს იონური ტუმბოების ნორმალურ ფუნქციონირებასა  და   ნატრიუმ-კალიუმის იონების ტრანსმემბრანულ ცვლას უჯრედების ჰომეოსტაზის შენარჩუნებით.
კარმეტადინი ახდენს გულში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ოპტიმიზებას ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ნაწილობრივი შეფერხებით გრძელჯაჭვიანი 3-კეტოაცილ CoA-თიოლაზას (3-კათ) ინჰიბირების ხარჯზე. ეს იწვევს გლუკოზის დაჟანგვის გაძლიერებას და ხელს უწყობს გლიკოლიზსა და გლუკოზის დაჟანგვას შორის საუკეთესო თანაფარდობის აღდგენას, რითაც უზრუნველყოფს მიოკარდიუმის იშემიისაგან დაცვას. ტრიმეტაზიდინი ასევე ხელს უწყობს მემბრანული ფოსფოლიპიდების ცვლასა და მემბრანაში მათ ჩართვას, რაც მემბრანას იცავს დაზიანებებისაგან.
პრეპარატის სტენოკარდიის საწინააღმდეგო თვისებები დაფუძნებულია უპირატესი ენერგეტიკული სუბსტრატის _ ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის გადართვით გლუკოზის დაჟანგვაზე.
კარდიოლოგიაში:
სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებზე კონტროლირებულმა დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ ტრიმეტაზიდინი:
- ზრდის კორონარულ რეზერვს, ამით ახდენს ფიზიკური დატვირთვებით გამოწვეული იშემიის განვითარების პრევენციას, დაწყებული მკურნალობის მე-15 დღიდან;
- ზღუდავს სისხლის წნევის მკვეთრ ცვალებადობას გულის შეკუმშვათა სიხშირის არსებითი ცვლილებების გარეშე;
- მნიშვნელოვნად ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს;
- იწვევს ნიტროგლიცერინის მიღებათა მნიშვნელოვნად შემცირებას.

ოტოლარინგოლოგიაში:
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტრიმეტაზიდინი:
- ეფექტურად მოქმედებს თავბრუსხვევის შეტევების ხარისხზე, ხანგრძლივობასა და სიხშირეზე (ტრიმეტაზიდინი მოქმედებს თავისი იშემიის საწინააღმდეგო ეფექტისა და აგრეთვე, ვესტიბულური ნეირონების ტოქსიურობისაგან დაცვის ხარჯზე, რაც ექსიტოტოქსიური ამინომჟავების სიჭარბითაა განპირობებული).
- კარმეტადინის ზემოქმედებით მცირდება ყურებში შუილის ინტენსივობა და პერიოდულობა და შესაბამისად, რეციდივები;
- პერცეფციული სიყრუის დროს პრეპარატი უზრუნველყოფს აღქმული დიაპაზონის გაზრდას დეციბელებში და ამცირებს სმენის პრობლემებს.

ოფთალმოლოგიაში:
ბრმა და ორმაგი ბრმა მეთოდით კვლევებმა აჩვენა, რომ ტრიმეტაზიდინი:
- ზრდის იშემიის მიმართ მგრძნობიარე ელექტრორეტინოგრამის β-ტალღის ამპლიტუდას. ავადმყოფებში სისხლძარღვების ქორიორეტინული დარღვევებით კარმეტადინი ხელს უწყობს ბადურას ფუნქციური აქტივობის აღდგენას.
- აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილესა და მხედველობის არეს, რაც განპირობებულია ტრიმეტაზიდინის დადებითი მორფოლოგიური ცვლილებებით, განსაკუთრებით კი, ყვითელი ლაქის ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებებისას.

ფარმაკოკინეტიკა
აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების უნარის ხარჯზე, კარმეტადინს გაუმჯობესებული ფარმაკოკინეტიკური პროფილი გააჩნია, რაც  პრეპარატის სტაბილურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.
პერორალური მიღების შემდეგ ტრიმეტაზიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება მიღებიდან საშუალოდ 5 საათში. 24 საათის შემდეგ, პლაზმური კონცენტრაცია რჩება იმ დონეზე, რომელიც აღემატება ან ტოლია მაქსიმალური კონცენტრაციის 75%-ს 11 საათისათვის.
კარმეტადინის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან არაუმეტეს მე-60 საათისათვის. ტრიმეტაზიდინის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე საკვების მიღება არ მოქმედებს. გადანაწილების მოცულობა შეადგენს 4.8 ლ/კგ-ზე; ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალია და in vitro 16%-ს უდრის. ტრიმეტაზიდინი უპირველესად შარდთან ერთად გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 7 საათს შეადგენს ახალგაზრდა მოხალისეებში და 12 საათს _ 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში.

ჩვენებები
კარდიოლოგია:
- გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიის შეტევების პრევენცია მონოთერაპიაში ან სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.
ოტოლარინგოლოგია:
- იშემიური წარმოშობის კოხლეარულ-ვესტიბულური დარღვევების მკურნალობა: თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპაკუზია.
ოფთალმოლოგია:
- ქორიორეტინული დარღვევები იშემიის ელემენტებით.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის საბაზისო თერაპიისათვის, მაგრამ არა სტენოკარდიის შეტევების კუპირებისათვის. საწყისი თერაპიის სახით მისი გამოყენება, როგორც არასტაბილური სტენოკარდიის, ასევე მიოკარდის ინფარქტის დროს, ნაჩვენები არ არის.
ხანდაზმული ასაკის პირთა მკურნალობისათვის პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არაა.
კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არაა პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომელთაც კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლი 15 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ, ასევე პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევებით.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატი არ მოქმედებს.

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად აიტანება, ზოგჯერ შესაძლებელია უმნიშვნელო გვერდითი ეფექტების გამოვლენა:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა.
კანის საფარველის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

გამოყენების წესი და დოზები
კარმეტადინი მიიღება შემდეგნაირად:
1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილას და საღამოს) ჭამის დროს, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით.
პრეპარატის მიღება ხდება ხანგრძლივად. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის სქემა 3 თვეში შეიძლება გადაიხედოს.

ჭარბი დოზა
ფართო თერაპიული დიაპაზონი მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევებს ნაკლებად სავარაუდოს ხდის.
ჭარბი დოზის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითება და შედეგად, არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება და სახის კანის ჰიპერემია.
ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით, ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები არ არსებობს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჩვენებების მიხედვით და სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ. ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია შეწყდეს ძუძუთი კვება.

გამოშვების ფორმა
კოლოფი შეიცავს 35 მგ-იან 60 ტაბლეტს.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები.
რეცეპტით.

მწარმოებელი
კარმეტადინი წარმოადგენს კომპანია “ვორლდ მედიცინ”-ის (ინგლისი) სავაჭრო მარკას.
დამზადებულია “ლაბორატორია ბეილი-კრეატ”-ის მიერ (საფრანგეთი) (შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენ, 28500 ვერნუიე-საფრანგეთი)
“მედრაიკ”-ის ლიცენზიით (ინგლისი).

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია