მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 80 ც.

1 დრაჟე

ბაყაყურა(silimarin) ...........  35 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, სორბიტი, გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის ბიკარბონატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარსილს ახასიათებს ჰეპატოპროტექტორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ჰეპატოპროტექტორული ეფექტი განპირობებულია სტრუქტურული და ფუნქციური ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაციით, აგრეთვე ჰეპატოციტების რეგენერაციის დაჩქარებით. ანტიოქსიდანტური ეფექტი განპირობებულია ღვიძლში ბიოფლავონოიდების ურთიერთქმედებით თავისუფალ რადიკალებთან და მათი განეიტრალებით; ამგვარად, წყდება ლიპიდთა ზეჟანგური ჟანგვის პროცესი და ჩერდება ღვიძლის უჯრედული სტრუქტურების შემდგომი რღვევა.

ჩვენებები:

  • ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, დისტროფია, ციროზი;
  • გადატანილი ჰეპატიტის შემდეგ ღვიძლის ლიპიდური დისტროფია;
  • ღვიძლის დაზიანება სხვადასხვა ეტიოლოგიის ინტოქსიკაციის დროს;
  • პროფილაქტიკური საშუალება ჰეპატოტოქსიური პრეპარატების გამოყენების დროს;
  • ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიური დაზიანება.

მიღების წესი და დოზირება:

დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში პრეპარატი მოზრდილებში მიიღება პერორალურად 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში.

დაავადების მძიმე ფორმის დროს შეიძლება დოზის გაზრდა 2-ჯერ.

მკურნალობის კურსი გრძელდება არანაკლებ 3 თვე. როგორც პროფილაქტიკური საშუალება ინიშნება 2-3 დრაჟე დღე-ღამეში.

ბავშვთა ასაკში სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ/კგ გაყოფილს ორ მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები:

დისპეპსიური ჩივილები; მცირედ დიურეზის გაძლიერება; იშვიათად არსებული ვესტიბულური დარღვევების გაღრმავება, რაც პრეპარატის მოხსნისთანავე ქრება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თუ მოსალოდნელი საშიშროება აღემატება პრეპარატის მიღებით გამოწვეულ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

კარსილის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებით გამოწვეული შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია