CARTIMAX MSM

კარტიმაქსი მსმ

შემადგენლობა:

  • გლუკოზამინის სულფატი 500მგ
  • ქონდროიტინის სულფატი 100მგ
  • მეთილსულფონილმეთანი 500მგ
  • ვიტ. С 50მგ

არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, საფუარს, შაქარს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:

გლუკოზამინის სულფატი ანელებს სახსრებში დეგენერაციული პროცესების მიმდინარეობის პროგრესირებას, რაც იწვევს სახრების ფუნქციის აღდგენას და ტკივილის სინდრომის გაქრობას. გლუკოზამინის სულფატს ახასიათებს ტროპიზმი ხრტილოვანი ქსოვილის მიმართ , სადაც იგი სწრაფად ინკორპორირდება ხრტილის მატრიქსის პროტეოგლიკანებში. იგი წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარკომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახრებში და ხერხემალში დეგენერაციული პროცესების განვითარებას. გლუკოზამინის სულფატი ხელს უშლის ქონდროციტებსა და მატრიქსზე დექსამეტაზონის და ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დამაზიანებელ მოქმედებას.

ქონდროიტინის სულფატი გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორის და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას , ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას , აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. Hჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას , ხელს უწყობს სახრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას. მეთილსულფონილმეთანი (მსმ) – ორგანული გოგირდის შემცველი ნაერთია , რომელიც აუცილებელია ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის განვითარების და ფუნქციების შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში მსმ გვხვდება ხრტილის , ფრჩხილების, კანის, რბილი ქსოვილების შემადგენლობაში. იგი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. მსმ აუმჯობესებს მოძრაობას სახსარში,ხელს უწყობს კუნთების და მყესების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამცირებს კუნთოვან სპაზმს , ანთებით პროცესებს, ნერვულ დაბოლოებებში თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას. ვიტ. ჩ ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ ფორმირებას, ხრტილის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

ფარმაკოკინეტიკა.

გლუკოზამინის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას 25%-ია. Yველაზე მაღალი კონცენტრაციების აღმოჩენა ხდება ღვიძლში , თირკმელებსი, სახსროვან ხრტილში. მიღებული დოზის დაახლოებით 30% ხანგრძლივად პერსისტირებს ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში. გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. თ1/2 არის 68 სთ. ქონდროიტინის სულფატის ბიოშეღწევადობა არის 13%.

ჩვენებები:

  • სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
  • ოსტეოქონდროზი.
  • ოსტეოართროზი (პირველადი და მეორადი).
  • ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის, ხერხემლის).
  • პერიართრიტი მხარბეჭის.
  • სპონდილოზი.
  • ოსტეოპოროზი.
  • ფიბრომიალგია.
  • მიოზიტი
  • პაროდოტოპათია.
  • მოტეხილობები.
  • სახსარზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ აღდგენით პერიოდში.
  • კანის დაავადებები.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ალერგიული რეაქციების გამოვლინება , შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა , მეტეორიზმი , დიარეა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: აძლიერებს ანტიკოაგულანტების და ანტიაგრეგანტების ეფექტს , აქვეითებს ნახევრადსინთეზური პენიცილინების მოქმედებას. მისი მიღება შეიძლება გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატებთან ერთად.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა , ბრონქული ასთმა შაქრიანი დიაბეტი, სისხლდენებისადმი მიდრეკილება.

დოზირება: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში პერორალურად კვების შემდეგ 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კაფსულა დღეში 1 ჯერ შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,
10 - 300C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: HNatures aid, დიდი ბრიტანეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია