CASPA® DROPS
კასპა® წვეთები
(აუმჯობესებს საჭმლის მონელებას)
კასპა წვეთები შეიცავს მცენარეებს რაც სასრგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. იგი ხელს უწყობს ჩვილებში და ბავშვებში კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების მოგვარებას, ამცირებს მუცლის შებერილობას, დისპეპსიას და კუჭ-ნაწლავის სპაზმს. იგი ასევე ხელს უწყობს ჭიებისგან გაწმენდას და უზრუნველყოფს საჭმლის ადეკვატურ მონელებას.
კასპა წვეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციის აღდგენას, ასტიმულირებს კუჭ-ნაქწლავის ჯირკვლების ფერმენტულ სეკრეციას, ხელს უწყობს საკვების ელემენტების ოპტიმალურ მონელებას და შეუძლია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი დაიცვას სხვადასხვა მიკრობული და პარაზიტული ინფექციებისგან. მთლიანი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებით, კასპა წვეთები ბავშვებში ხელს უწყობს წონაში ადეკვატურად მატებას, ასევე უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას.
ფორმა: პერორალური წვეთები
შემადგენლობა:
ყოველი 10 მლ შეიცავს:
შემდეგ ექსტრაქტს:
Anethum sowa (Soa) ხილი 40 მგ
Acorus calamus (Vacha) ფესურა 10 მგ
Plumbago zeylanica (Chitrak) ფესვი 6 მგ
Trachyspermum ammi (Ajwain) ნაყოფი 5 მგ
Mentha spicata (Pudina) ფოთლები 5 მგ
Caesalpinia crista (Latakaranj) თესლი 4 მგ
Embelia ribes (Vidang) ნაყოფი 4 მგ
Elettaria cardamomum (Elaichi) ნაყოფი 3 მგ
Hedychium spicatum (Shati) ფესურა 3 მგ
Holarrhena antidysenterica
(Indrayav) თესლი 2 მგ
ფხვნილი:
შავი მარილი (Kala namak) მარილი 20 მგ
ქვამარილი (Saindhav) მარილი 10 მგ
Ferula foetida (Hingu) ექსუდატი 10 მგ
Citrus acida (Nimbuk) წვენი ნაყოფი 10 მგ
არომატიზებული სიროფი Q.S.
კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი IP, ნატრიუმის მეთილპარაბენი IP, ნატრიუმის
პროპილპარაბენი IP, ბრონოპოლი IP
ფერი: მტკიცე მწვანე FCF
ჩვენება: აუმჯობესებსკუჭ-ნაწლავის სისტემას, ამცირებს დისპეპსიით გამოწვეულ შებერილობას, ახდენს მუცლის შებერილობის და მეტეორიზმის პრევენციას.
დოზა:
ბავშვები (6 თვიდან 2 წლამდე): 10-20 წვეთი.
ყველა დოზა მიიღება კვებამდე 15 წუთით ადრე, 3-4-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები: არ არის მოცემული
უკუჩვენება: პაციენტები რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ზემოაღნიშნული ინგრედიენტის მიმართ.
წამალთშორისი ურთიერთქმედება: არ არის მოცემული
ჭარბი დოზა და მკურნალობა: ძალიან დიდი დოზის მიღებისას ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს კუჭის მსუბუქი გაღიზიანება და მსუბუქი კუჭ-ნაწლავის გაწმენდა, ასეთ მდგომარეობაში მიზანშეწონილია პროდუქტის მიღების შეწყვეტა და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ბავშვის ექიმს.
გაფრთხილება:
ბავშვები (12 წლამდე ასაკის): გამოყენება რეკომენდებულია
სიფრთხილის ზომები
- გამოიყენება მხოლოდ პერორალურად, მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
- არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ წამლის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ბავშვის ექიმს.
- არ გამოიყენოთ თუ ხუფი გატეხილია.
ფიზიკური მახასიათებლები: მუქი მწვანე ფერის თხევადი სიროფი, დამახასიათებელი სუნით და გემოთი.
პრეზენტაცია: 30 მლ ქარვისფერი პლასტმასის ბოთლი საწვეთურით.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
შენახვის ვადა: წარმოების თარიღიდან 3 წელი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია ინდოეთში VASU Healthcare Pvt. Ltd-ს მიერ
896/A, G.I.D.C. მაკარპურა, ვადოდარა - 390010, გუჯარათი, ინდოეთი.
ვებ-გვერდი: www.vasuhealthcare.com
ISO-9001 კომპანია
მომხმარებელთა მომსახურების ექსკლუზიური ნომერი: +91-265-6131313
ელ-ფოსტა: care@vasuhealthcare.com