კეპლერი
შემადგენლობა: ციტიქოლინი - 500მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: ციტიქოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტის წინამორბედს (უპირატესად ფოსფოლიპიდების), ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით, აღადგენს დაზიანებული უჯრედის მემბრანას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზას მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან -აპოპტოზის მექანიზმზე ზემოქმედებით. ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ამცირებს ტვინის შეშუპებას. კრანიო-ცერებრალური ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას, ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლინებას და ამცირებს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობას. თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიქოლინი ეფექტურია კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურეობის გაძნელება. ციტიქოლინი ეფექტურია სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ეტიოლოგიის სენსორული და მოტორული ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ.
ჩვენებები:
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი
- კოგნიტური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
მიღება და დოზირება: 1 ან 2 კაფსულა დილით
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტის მიმართ. 18 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
შენახვის პირობები:
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი, აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ–ს წამლისა და საკვების სააგენტოს FDA–ს მიერ.