საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება. აგფ ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი ...............   10 მგ

1 ტაბ.

ლიზინოპრილი............       20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი კარმოიზინი (კვადრიცა 10), ტიტანის დიოქსიდი (კვადრიცა 20).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კვადრიცა წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს, რომელიც ხასიათდება ჰიპონტეზიური მოქმედებით. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა გულზე, იზრდება გულის წუთმოცულობა მისი შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე, მცირდება არტერიული წნევა.

ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 24 სთ-ს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ლიზინოპრილი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 20-50%. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 7 სთ-ში. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ლიზინოპრილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგნელობაში);
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში).
  • დიაბეტური ნეფროპათია.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს:

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი - 20 მგ-ს დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა - 40 მგ-ს.

ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს:

ლიზინოპრილით მკურნალობა იწყება მცირე დოზით. მის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს შესაძლებელია ლიზინოპრილის, დიურეზული საშუალებების და გლიკოზიდების კომბინაცია.

თირკმლის უკმარისობის დროს:

პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღრვება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).

კვადრიცა ინიშნება დღეში ერთხელ დილას, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულის რევა, ღებინება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ,
  • ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს;
  • თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, აზოტემია, ჰიპერკალემია;
  • პირველადი ალდოსტერონიზმი;
  • აორტის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება, კვინკეს შეშუპება;
  • პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბება იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას.

მკურნალობა: წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი აღდგენა, საჭიროებისას - სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ლიზინოპრილისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებებით (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), აგრეთვე კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში). აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლიის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

- ლიზინოპრილის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული ჰიპოტენზიური ეფექტი.

- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებს კვადრიცას ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

- კვადრიცამ შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში - შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

*პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის და ელექტროლიტების დანაკარგის კომპენსირება.

* პრეპარატი განსაკუთრებით სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, სალურეზული საშუალებებით და ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.

* კვადრიცათი მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია