კვამატელი 20მგ
QUAMATEL

გენერიული დასახელება:
Famotidin

შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 20მგ ან 40მგ ფამოტიდინს.
1 ფლაკონი შეიცავს 20მგ ფამოტიდინის ლიოფილიზირებულ ფხვნილს.
გამხსნელი: 5მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი.
ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები 20მგ და 40მგ.
20მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის დასამზადებლად

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფამოტიდინი თრგუნავს კუჭში მარილმჟავას ბაზალურ და მასტიმულირებელ სეკრეციას.
საკვები ან ანტაციდური პრეპარატების ერთდროულად გამოყენება გავლენას არ ახდენს ქვამატელის შეწოვის პროცესზე.
ტაბლეტების პერორალურად მიღებისას პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება 1სთ-ის შემდეგ და გრძელდება 10-12სთ-ის განმავლობაში. ფამოტიდინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 40-45%-ს, პლაზმიდან ნახევრად გამოყოფის პერიოდი-2,3-3,5 სთ-ს, ხოლო კრეატინინის კლირენსისას 10მლწთ-ში უფრო ნაკლები -20სთ-ს. პრეპარატის 30-35% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ქვამატელის ვენაში ინექციის დროს პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება პირველი 30წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის 65-70% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ჩვენება:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებით გამოწვეული ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
კუჭის რეციდივების პროფილაქტიკა;
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს (მენდელსონის სინდრომი).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის და სხვა ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაცია.
ბავშვებში.

სიფრთხილე:
ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.
ქვამატელი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მოშლით შეპყრობილ პაციენტებს, ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად-ცხელება, თავის ტკივილი, გადაღლილობა, ყაბზობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები, არითმია, ქოლესტაზური სიყვითლე, სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კუნთების და სახსრების ტკივილი, გარდამავალი ფსიქიური დარღვევები, ბრონქოსპაზმი, ალოპეცია, ფერიმჭამელები, ქავილი, კანის სიმშრალე, ყურებში შუილი, გემოს შეგრძნების დაკარგვა.
ინექციის ადგილზე შესაძლებელია გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ქვამატელი გავლენას არ ახდენს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემაზე, მაგრამ კუჭის PH-ის მომატებით შესაძლებელია ერთდროულად მიღებული კეტოკონაზოლის შეწოვის შემცირება.

დოზირება და მიღების წესი:
გარსით დაფარული ტაბლეტები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20მგ 2-ჯერ დღეღამეში ან 40მგ 1-ჯერ დღეღამეში ძილის წინ.
მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 4-8 კვირა.
წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა-20მგ დღეში ერთხელ ძილის წინ.
კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი- 20მგ 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 6 კვირის განმავლობაში, ეზოფაგიტის დროს-20-40მგ 2-ჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე.
საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 20მგ-ს ყოველ 6სთ-ში. პრეპარატის მიღება წარმოებს კლინიკურად დადგენილი დროის განმავლობაში.
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს-40მგ საღამოს ოპერაციის წინ, დაან დილით ოპერაციის წინ.
ინექციები:
იყენებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, ან მაშინ, როდესაც ტაბლეტების მიღება შეუძლებელია. ვენაში ინექციის სახით პრეპარატის ძირითადი დოზა შეადგენს 20მგ-ს 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 სთ-ში).
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
საწყისი დოზა შეადგენს 20მგ-ს ვენაში, ყოველ 6სთ-ში. შემდგომში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია მარილმჟავას სეკრეციაზე და ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს-ზოგადი ანესთეზიის დაწყებამდე ვენაში შეჰყავთ 20მგ პრეპარატი ოპერაციის დღეს ან არა უმცირეს 2სთ-ით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.
ვენაში ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ-ს. ვენაში წვეთოვანი ინექციის დაწყებამდე საჭიროა ფლაკონში არსებული ფხვნილის გახსნა 5-10მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში და პრეპარატის ნელი ინექცია 2წთ-ის განმავლობაში. ხოლო ვენაში ინფუზიის დროს საჭიროა ფლაკონის შიგთავსის გახსნა 100მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში. ვენაში ინფუზია წარმოებს 15-30წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის ხსნარის მომზადება ხდება უშუალოდ მისი გამოყენების წინ. გამოყენებისათვის ვარგისია პრეპარატის მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი. გახსნილი საინექციო ხსნარი ინახება 25ºC ტემპერატურაზე არა უმეტეს 24სთ-ის განმავლობაში.
თირკმელების უკმარისობის დროს კრეატინინის კლირენსისას 30მლწთ-ში უფრო ნაკლები აუცილებელია პრეპარატის სადღეღამისო დოზის (როგორც შიგნით მიღებისას, აგრეთვე ვენაში ინექციის დროს) შემცირება 20მგ-მდე, ან პრეპარატის ცალკეული დოზების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 36-48სთ-მდე.

ჭარბი დოზირება:
ამ დროს საჭიროა კუჭის გამორეცხვა და სიმპტომატური ან შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

შენახვის პირობები:
ტაბლეტები-სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 15-300C ტემპერატურაზე.
საინექციო ხსნარი-სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 15-250C ტემპერატურაზე. გაყინვა ნებადართული არ არის. მომზადებული საინექციო ხსნარი ინახება 24სთ-ის განმავლობაში.

შენახვის ვადა:
გარსით დაფარული ტაბლეტები - 5 წელი
ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელით საინექციო- 3 წელი

შეფუთვა:
N28ტაბლეტი 20მგ;
N14 ტაბლეტი 40მგ.
N5 ფლაკონი 20მგ ფამოტიდინის ლიოფილიზირებული ფხვნილით საინექციო ხსნარის დასამზადებლად და 5 ამპულა 5მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარით.

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია