კლარიქსი / CLARIX
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): clarithromycin
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → მაკროლიდები
- მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა
პრეპარატის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კლარითრომიცინის 250 მგ-ს ან 500 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზა ნატრიუმი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ლიმონმჟავა, პოლივინილპიროლიდონი ხსნადი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი, შემოსაგარსი ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკი.
კლარითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიის 50S რიბოსომულ სუბერთეულთან და თრგუნავს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს.
კლარითრომიცინი მაღალეფექტურია მრავალი აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
in vitro კვლევებით დადასტურებულია კლარითრომიცინის მაღალი აქტივობა Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae და Helicobacter pylori მიმართ.
პრეპარატი აქტიურია აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Listeria monocytogenes; აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, Haemophilus parainftuenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Legionella pneumophila; სხვა მიკროორგანიზმების მიმართ: Mycoplasma pneumoniae, Chlamydia pneumoniae (TWAR), Chlamydia trachomatis, Ureaplazma urealyticum, Toxoplasma gondii, Neisseria gonorrhoeae; მიკობაქტერიების მიმართ: Mycobacterium leprae, Mycobacterium kansasii, Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum, Mycobacterium avium complex (MAC): Mycobacterium avium, Mycobacferium intracellulare.
კლარითრომიცინისადმი არ არის მგრძნობიარე Enterobacteriaceae, Pseudomonas spp.
ბეტა-ლაქტამაზას პროდუქცია გავლენას არ ახდენს კლარითრომიცინის აქტივობაზე. მეტიცილინისა და ოქსაცილინისადმი რეზისტენტული სტაფილოკოკების შტამების უმრავლესობა მდგრადია კლარითრომიცინის მიმართაც.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი პერორალურად მიღებისას სწრაფად და აქტიურად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან.
კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინამდე, რომელსაც გააჩნია იგივე ან ოდნავ შემცირებული ანტიმიკრობული აქტივობა, ვიდრე მის სახეშეუცვლელ ფორმას. 250 მგ კლარითრომიცინის რეგულარულად მიღებისას პლაზმაში სახეშეუცვლელი ფორმისა და მეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამისად აღწევს 1 მკგ/მლ და 0.6 მკგ/მლ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი - 3-4 სთ და 5-6 სთ.
ჩვენებები
კლარითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი;
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ბაქტერიული პნევმონია, ატიპიური პნევმონია;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, იმპეტიგო, ჭრილობის ინფექცია;
- ინფექციები, გამოწვეული Mycobacterium avium;
- ინფექციები, გამოწვეული Chlamidia trachomatis;
- ინფექციები, გამოწვეული Helicobacter pylori;
- ინფექციები, გამოწვეულიUreaplazma urealyticum.
მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, მცირეოდენ წყალთან ერთად.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: კლარიქსის საშუალო დოზაა 250 მგ ორჯერ დღეში. საჭიროებისას - 500 მგ ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-6 დღიდან 14 დღემდეა.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, განაწილებული 2 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზაა 500 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-14 დღეა.
Micobacterium avium-ით გამოწვეული ინფექციების დროს მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 500 მგ ორჯერ დღეში. საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, განაწილებული 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა - 6 თვე და მეტი.
Helicobacter pylori-ს ერადიკაციის მიზნით, პაციენტებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, კლარიქსი ინიშნება კომბინირებულ თერაპიაში დოზით 250-500 მგ 2-ჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობა – 7 დღე.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ ნაკლები 30 მლ/წთ) კლარიქსი ინიშნება 250 მგ დღეში ერთხელ, მძიმე ინფექციების დროს 250 მგ დღეში ორჯერ. მკურნალობა გრძელდება მაქსიმუმ 14 დღემდე.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სტომატიტი, გლოსიტი. იშვიათად – ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე.
ცნს-ის მხრივ: თავბუსხვევა, ცნობიერების მოშლა, შიშის შეგრძნება, უძილობა, თავის ტკივილი, კოშმარული სიზმრები, გემოს აღქმის დროებითი დარღვევა;
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები. ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად - ინტერსტიციალური ნეფრიტი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში - ჰიპოგლიკემია;
გვერდითი მოვლენები პაციენტების უმრავლესობაში მცირედ არის გამოხატული.
უკუჩვენება
- ასტემიზოლის, ციზაპრიდის, პიმოზიდის, ტერფენადინის, ერგოტამინის, დიჰიდროერგოტამინის ერთდროული მიღება;
- პორფირია;
- ორსულობა, ლაქტაცია;
- მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
კლარითრომიცინი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე ან ბავშვზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
კლარიქსი ძირითადად ღვიძლის საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს აუცილებელია სისხლის შრატში ფერმენტების კონტროლი. კლარიქსი სიფრთხილით ინიშნება იმ პრეპარატებთან ერთად, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილებს ღვიძლი.
კლარიქსი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობის დროს.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
გასათვალისწინებელია კლარიქსსა და მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებს შორის, ასევე ლინკომიცინსა და კლინდამიცინთან ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება.
კლარითრომიცინისა და ვარფარინის ან სხვა არაპირდაპირი კოაგულანტების ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, გონების დაბინდვა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და შემდგომში სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლარიქსისა და იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტებით, შესაძლებელია სისხლის შრატში მათი კონცენტრაციის მატება და გვერდითი ეფექტების გამოვლინება.
კლარიქსისა და ტერფენადინის, ციზაპრიდის, პიმოზიდის და ასტემიზოლის ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია სიცოცხლისათვის საშიში არითმიის განვითარება, ამიტომ ასეთი კომბინაცები არ ინიშნება.
კლარიქსი ამცირებს ღვიძლში შემდეგი პრეპარატების მეტაბოლიზმს: ვარფარინი და სხვა პერორალური ანტიკოაგულანტები, კარბამაზეპინი, თეოფილინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, ციზაპრიდი, ტრიაზოლამი, მიდაზოლამი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, დიგოქსინი.
კლარიქსი ამცირებს ზიდოვუდინის აბსორბციას.
რიტონავირი ზრდის კლარითრომიცინის და ამცირებს მისი მეტაბოლიტის 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ექიმის რეცეპტით).