ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს. იგი ავლენს ანტიალერგიულ, ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდატურ მოქმედებას, ამცირებს კაპილარების განვლადობას დაახლოებით 12 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატს გააჩნია ანტიქოლინერგული აქტივობა და იწვევს სედატიურ ეფექტს.

ჩვენებები

პრეპარატის პერორალურად გამოყენება: ალერგიული გენეზის რინოპათია, თივის ცხელება, ურტიკარდია, კანის ქავილი, ქავილით მიმდინარე დერმატოზები, მწვავე და ქრონიკული ეგზემა, კონტაქტური დერმატიტები, მწერების ნაკბენით გამოწვეული რეაქციები.

პრეპარატის პარენტერულად გამოყენება: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქციები. ანგიონევროზული შეშუპება; ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მაგალითად რენტგენოკონტრასტული საშუალებებით, ჰემოტრანსფუზიით გამოწვეული ან დიაგნოსტიკური მიზნით ჰისტამინის გამოყენება).

დოზირების რეჟიმი

- მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი პერორალურად ინიშნება დოზით 2 მგ 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს.

- ალერგიული რეაქციების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი შეჰყავთ ვენაში 2 მგ-ის ოდენობით. ბავშვებში კლემასტინი ინიშნება კუნთებში დღეღამური დოზით 25 მკგ/კგ წონაზე 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, იშვიათად - პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანის მხრივ რეაქციები, გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილები, ყაბზობა, ტრემორი. ძალიან იშვიათად პრეპარატის ვენაში შეყვანისას აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ქოშინი, ბრონქოსპაზმი, შოკი). ზოგიერთ პაციენტებში მოსალოდნელია ცნს-ზე მასტიმულირებელი მოქმედება.

უკუჩვენებები

* კლემასტინის ან სხვა მსგავსი ქიმიური სტრუქტურის მქონე ანტიჰისტამინური პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის არტერიაში შეყვანას მკაცრად უნდა ვერიდოთ;

♦ იგი სიფრთხილით ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში;

♦ დახურულკუთხოვანი გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში, აგრეთვე

♦ მასტენოზირებელი კუჭის წყლულის, დუოდენურ და პილორუსის მიდამოში ობსტრუქციული მოვლენების;

♦ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს, რომლის თანმხლებია შარდის გამოყოფის დარღვევა ან შარდის ბუშტის ყელის მიდამოში ობსტრუქციული მოვლენების არსებობა;

♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენების მიხედვით;

♦ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ, ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას;

♦ მკურნალობის პერიოდში უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას. პრეპარატისა და მაო-ს ინჰიბიტორების, აგრეთვე საძილე საშუალებების ერთდროულ გამოყენებას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია