მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კლიმაქტერიული გართულებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.
Sanguinaria D3 ................ | 30 მგ |
Sepia D4 ........................ | 30 მგ |
Sulfur D4 ....................... | 30 მგ |
Ignatia D4 ...................... | 30 მგ |
Cedron D4 ..................... | 30 მგ |
Stannum D12 ................. | 60 მგ |
Lachesis D12 ................. | 90 მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლიმაქტ-ჰეელი არ გამოიყენება როგორც ჰორმონალური პრეპარატების შემცვლელი. ის ბიოლოგიურ მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს საკვერცხეებსა და ორგანიზმის შიდასეკრეტორულ მაკონტროლებელ სისტემებზე.
ჩვენებები:
- კლიმაქტერულ პერიოდში არსებული ვეგეტატური დარღვევები, როგორიცაა ტაქიკარდია, საყლაპავის ფუნქციური სპაზმი, ნეიროვეგეტატური სიმპტომები (დისტონიები), ზოგადი გამოფიტვა, ნევროზები, დეპრესიები, მელანქოლიური გუნება-განწყობა;
- კრაუროზი.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.