საერთაშორისო დასახელება:
BLACK COHOSH EXTRACT
მწარმოებელი: GMP, საქართველო
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრე-, მენო- და მენოპაუზის პერიოდში ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 30 ც.
1 ტაბ.
ციმიციფუგას (Black cohosh) მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტი 40 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლიმაქტო-რიცი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფიტოესტროგენები ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. პრეპარატს ახასიათებს კომპლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე- და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ.
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე,) ამცირებს ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით.
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.
ჩვენებები:
ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, და მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
- სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
- გაძლიერებული ოფლიანობა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- მომატებული გაღიზიანებადობა;
- ხასიათის ლაბილობა;
- ძილის დარღვევა;
- გულისცემის გაძლიერება.
მიღების წესი და დოზირება:
კლიმაქტო-რიცი ინიშნება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საღამოს.
კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.
პრეპარატის მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად - ეპიგასტრალური არის გარდამავალ ტკივილი, პრეპარატის კომპონეტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად - დაჭიმულობის შეგრძნობა სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.
უკუჩვენებები:
* ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა, ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვასა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებაზე.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის სხვა საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.