კლოპაცინი 


რას შეიცავს კლოპაცინი?

1 ტაბლეტი შეიცავს: 75მგ კლოპიდოგრელი კლოპიდოგრელ ბეზილატის სახით.

დანამატები: მაკროგოლი 6000, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ჰიდროგენიზებული საფაღარათო ზეთი, ეთილცელულოზა (E462), ტიტანის დიოქსიდი (E171).

 

რას წარმოადგენს კლიპაცინი და როდის გამოიყენება ის

 კლოპიდოგრელი კლოპაცინი შემოგარსული ტაბლეტების აქტიური სუბსტანცია მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელით ფირფიტების აგრეგაციის ინჰიბიტორები. ფირფიტები (თრომბოციტები) არიან ძალზე მცირე ზომის სისხლის უჯრედები, უფრო მცირე ვიდრე წითელი და თეთრი უჯრედები. რომელთა შეწებებისას სისხლის კოლტი წარმოიქმნება. თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ხელს უშლიან ფირფიტების შეწებებას და ამცირებენ სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკს (თრომბოზი).

თუ აღინიშნება ახალი გადატანილი ინსულტი, ან გულის შეტევა ან მდგომარეობა, ცნობილი პერიფერიული არტერიული დაავადების სახელით, ყოველთვის არის სისხლის კოლტების (თრომბების) წარმოქმნის მომატებული რისკი. რისკის შესამცირებლად დანიშნული უნდა იქნას კლოპაცინი. იგი დანიშნული უნდა იყოს მწვავე ტკივილის დროს მკერდში  -  არასტაბილური ანგინა ანუ გულის შეტევა. ამ დროს შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე ასპირინი, რომელიც შედის ტკივილის შემამსუბუქებელ და სიცხის დამწევ მედიკამენტებში.

კლოპაცინი აგრეთვე გამოიყენება თრომბოზის ასაცილებლად სისხლძარღვთა ენდოპროტეზების 

(სტენტების) ჩანერგვის შემდეგ ასევე ასპირინთან კომბინაციაში.

კლოპაცინი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არ შეიძლება გადასცეთ სხვას.

 

კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ

განსაზღვრული მდგომარეობები, როგორებიცაა მაღალი არტერიული წნევა, აწეული ქოლესტერინი, თამბაქოს წევა, დიაბეტი ხშირად არიან არტერიული დაავადებების მიზეზი, ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა რათა რისკ-ფაქტორები შემცირებულ იქნენ.

შეეკითხეთ ექიმს რჩევა.

 

რა დროს არ გამოვიყენოთ კლოპაცინი

კლოპაცინი არ უნდა გამოიყენოთ:

•თუ ხართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული) ამ მედიკამენტის მიმართ ან გქონდათ ალერგიული რეაქცია ტიკლოდიპინზე;

•თუ გაწუხებთ სისხლის შედედების დარღვევა და გაქვთ შინაგანი სისხლდენის მომატებული რისკი (მაგ. სისხლდენა ქსოვილებში, ორგანოებში ან სახსრებში);

•თუ გაწუხებთ დაავადება შინაგანი სისხლდენის მომატებული რისკით (მაგ. კუჭის ან ნაწლავის წყლული);

•თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული ტენდენცია;

•თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია;

•კლოპაცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში;

თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობა ან არ ხართ დარწმუნებული ამაში კლოპაცინის შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე შეეკითხეთ ექიმს

 

რა შემთხვევებშია აუცილებელი სიფრთხილე კლოპაცინის გამოყენებისას

კლოპაცინის მიღებამდე უნდა უთხრათ თქვენს ექიმს თუ თქვენ:

•ბოლო პერიოდში გქონდათ სერიოზული ტრავმა;

•ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ოპერაცია (დენტალური პროცედურების ჩათვლით);

•გაწუხებთ სისხლის შედედების დარღვევები, რის გამოც გაქვთ სისხლედენებისადმი მიდრეკილება (მაგ. სისხლდენა ქსოვილებში, ორგანოებში ან სახსრებში);

•გაწუხებთ დაავადება შინაგანი სისხლდენის მომატებული რისკით (მაგ. კუჭის წყლული);

•მომდევნო 2 კვირაში მოსალოდნელია რაიმე ოპერაციის ჩატარება (დენტალური პროცედურების ჩათვლით);

•გაწუხებთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები;

კლოპაცინი აქვეითებს სისხლის შედედების უნარიანობას, ამიტომ ჭრილობის მიღების შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება გაგრძელდეს მეტ ხანს ვიდრე ჩვეულებრივ.

მცირე ჭრილობები და ტრავმები მაგ. პირის პარსვის დროს არ არის საყურადღებო. თუმცა თუ არ ხართ დარწმუნებული ან შეამჩნევთ უჩვეულო სისხლდენას მაშინვე მიაკითხეთ ექიმს.  

სისხლძარღვების ენდოპროტეზების (სტენტის) ჩანერგვის შემდეგ ან ავადმყოფებში მძიმე ტკივილით მკერდში (არასტაბილური ანგინა ან გულის შეტევა) კლოპაცინი შეიძლება დანიშნულ იქნას  ასპირინთან ერთად (75 – 325 მგ დღეში).

ეს ნივთიერება შედის ტკივილის შემამსუბუქებელ და სიცხის დამწევ მრავალ მედიკამენტში. ასსეტ შემტხვევებში ასპირინის დღიური დოზა 75 – 100 მგ ძირითადად რეკომენდებულია კლოპაცინთან კომბინაციაში ხანგრძლივი გამოყენებისათვის. სხვა შემთხვევებში წინასწარ არსებული მდგომარეობების შემთხვევაში ასპირინის ხანგრძლივი გამოყენება უნდა შეუთანხმოთ ექიმს. არა უმეტეს 1000მგ ასპირინის შემთხვევით დღიური გამოყენება არ ქმნის არანაირ პრობლემას.

Eქიმის მიერ გამოწერილმა ან აფთიაქში ურეცეპტოდ ნაყიდმა ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეასუსტოს კლოპაცინის მოქმედება ან გაჩნდეს არასასურველი ეფექტი. ამიტომ 

კლოპაცინით მკურნალობის მკურნალობისას უნდა უთხრათ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებამდე.

კლოპაცინის მიღებისას არ არის რეკომენდებული შემდეგი მედიკამენტების გამოყენება:

-პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები (მაგ. ომეპრაზოლი) კუჭის ტკივილის სამკურნალოდ;

-კოაგულაციის დამაქვეითებელი სხვა მედიკამენტები, როგორებიცაა ფენპროკუმონი (მარკუმარი), აცენოკუმაროლი (სინტრომი) და ჰეპარინი;

-არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (წამლები, რომლებიც გამოიყენება კუნთებისა და სახსრების ტკივილსა და ანთებითი დაავადებების დროს) კლოპაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით და ექიმის მეთვალყურობით.

-უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაწუხებთ სხვა დაავადება, გაქვთ რაიმე ალერგია, ან იღებთ ან ისვამთ სხვა მედიკამენტს (ერთჯერადად ნაყიდის ჩათვლით).

 

შეიძლება თუ არა კლოპაცინის გამოყენება ორსულობის ან ძუძუს წოვების პერიოდში?

უნდა უთხრათ ექიმს თუ თქვენ ხართ ორსული ან მეძუძური დედა. იგი გადაწყვეტს დაგინიშნოთ თუ არა კლოპაცინი. თუ თქვენ დაორსულდით კლოპაცინით მკურნალობის პერიოდში უთხარით თქვენს ექიმს. კლოპაცინით მკურნალობისას არ უნდა აწოვოთ ძუძუ.

 

როგორ მივიღოთ კლოპაცინი

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მცირე რაოდენობის დაყოლებითჭამის დროს ან მის გარეშე. არ დაღეჭოთ და არ გაწუწნოთ. თუმცა რეკომენდებულია მიიღოთ იგი დღის ერთიდაიგივე დროს.

 

მოზრდილები

ათეროთრომბული მოვლენების (ინსულტი, გულის შეტევა) პროფილაქტიკა

თუ ექიმის დანიშნულება არ არის განსხვავებული 1 ტაბლეტი კლოპაცინი ერთჯერ დღეში. მკერდში ძლიერი ტკივილის (არასტაბილური ანგინა ან გულის შეტევა) დროს დასაწყისში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დარტყმითი დოზა 300მგ კლოპაცინი. ხანგრძლივი მკურნალობისთვის კი 1 X 75მგ კლოპაცინი ტაბლეტი 75 – 325 მგ ასპირინთან კომბინაციაში დღეში. 

თრომბოზის პროფილაქტიკა სისხლძაღვების ენდოპროტეზირების (სტენტირების) შემდეგ

დღიურად 1 X 75მგ კლოპაცინის შემოგარსული ტაბლეტ ასპირინთან კომბინაციაში (კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა 325მგ). სტენტირების დროს შეიძლება მკურნალობა დაწყებული იყოს კლოპაცინის 300მგ დარტყმითი დოზით.

 

ბავშვები და მოზარდები

კლოპაცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

 

თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა

ასეთ ავადმყოფებში კლოპაცინი გამოყენებულ უნდა იყოს სიფრთხილით.

 

   

მკურნალობის ხანგრძლივობა

კლოპაცინი გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის, ამიტომ იგი უნდა მიიღოთ იმდენ ხანს რამდენ ხანსაც ექიმი დაგინიშნავთ

თუ მიიღეთ  კლოპაცინის ზედმეტი დოზა უთხარით ექიმს მაშინვე ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების კლინიკას. ბევრი ტაბლეტის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მძიმე სისხლდენის რისკი, რომელმაც შეიძლება მოითხოვს გადაუდებელი მკურნალობა.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კლოპაცინის მიღება და მიხვდით ამას 12 საათში, დოზა უნდა მიიღოთ  დაუყოვნებლივ, ხოლო შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება 12სთ. მეტ ხანს, მაშინ ეს დოზა უნდა გამოტოვოთ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის შესავსებად.

არ შეცვალოთ დანიშნული დოზა თვითნებურად. თუ თქვენ თვლით, რომ წამლის ეფექტი არის სუსტი ან ძლიერი დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

რა არის კლოპაცინის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

კლოპაცინის მიღებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გევრდითი ეფექტები:

ზოგადი: მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, მცირე სისხლნაჟღენთები;

არაზოგადი: კუჭის და ნაწლავის წყლული და სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან, სილურჯეები (ექხიმოზები), სისხლი შარდში, სისხლჩაქცევა თვალში, ფილტვში, კუნთებში, სახსრებში და ტვინში.თავბრუსხვევა, ჩხვლეტა ხელებში და ფეხებში, თავის ტკივილი, გულისრევა, კუჭის ლორწოვანის ანთება (გასტრიტი), მეტეორიზმი, ყაბზობა, ღებინება, ღვიძლის და სანაღვლე სისტემის დარღვევები, ქავილი.

იშვიათი; ვერტიგო;

ძალზე იშვიათი: ზოგადი ალერგიული რეაქცია (სახის, ტჩების და/ან ენის შეშუპება), მძიმე ჰემატოლოგიური მოვლენები (ნეიტროპენია: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექციები, გემოვნების დარღვევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, სისხლძარღვების ანთება, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), კუჭუკანა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), პირის ლორწოვანის ინფექციები, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის), გამონაყარი, ეგზემა, სახსრების და კუნთების ტკივილი, თირკმლის დაავადება, ცხელება.

თუ გაჩნდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი: ცხელება, ყელის ანთება, პირის ღრუს და ყელის წყლულები, გახანგრძლივებული ან გაძლიერებული სისხლდენა, სილურჯეები, სისხლდენა კანში შავი განავალი, შეწყვიტეთ კლოპაცინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. 

თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სისხლდენის ყველა გამოვლინების შესახებ. თუ იღებთ კლოპიდოგრელს ასპირინთან (სუბსტანცია, რომელიც შედის ტკივილის შემამსუბუქებელ და სიცხის დამწევ მედიკამენტებში), არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ჰეპარინთან ან ნებისმიერი მედიკამენტთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ან გაახანგრძლივონ ტრავმების, ქირურგიული ჩარევებისა ან სხვა წარმოშობის ნებისმიერი სისხლდენა 

თუ შეამჩნევთ ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

კიდევ რა უნდა იცოდეთ

შეინახეთ მედიკამენტი სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;

არ შეინახოთ 250-ზე მაღალ ტემპერატურაზე;

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით;

არ გამოიყენოთ წამალი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, თუ გაქვთ ვადაგასული ტაბლეტები ჩააბარეთ აფთიაქში.

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემენ თქვენ შემდგომ ინფორმაციას.

მათ აქვთ დანიშვნის დეტალური ინფოირმაცია.

 

აფთიაქში გაცემის წესი

აფთიაქში, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია