საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება კლოტრიმაზოლი

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ანტისეპტიკები დაანტიმიკრობული საშუალებები . იმიდაზოლის წარმოებულები .

ათქ კოდი : G01AF02

 

სამკურნალწამლო ფორმა

ვაგინალური სანთლები

 

შემადგენლობა :

კლოტრიმაზოლი   100 მგ

სანთლის ფუძე   - 2,0 გ მასის სანთლის მისაღებად საკმარისი რაოდენობა .

 

აღწერილობა ცილინდრულ - კონუსური ფორმის თეთრი , მოყვითალო ელფერის სანთლები . განივგანაკვეთზე ერთგვაროვანი მასა ჩანართების გარეშე . განაკვეთზე დასაშვებია ბუშტუკოვანი, ფოროვანისიცარიელის და ძაბრისებური ჩაღრმავების არსებობა . E  

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

სოკოს საწინააღმდეგო , მოქმედების ფართო სპექტრის საშუალება . აქტიურია პათოგენურიდერმატოფიტების მიმართ : Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton Floccosum, Microsporum canis, საფუარი სოკოების მიმართ : Candida albicans, (monilia albicans) ,Criptococcus neoformans, torulosis spp., Aspergillus spp., Cladosporium spp., Madurella spp.,დიმორფული სოკოების : Blastomices dermatitidis, coccidioides immitis, Histoplasma capsulatum .ნაკლებად მგძნობიარენი არიან Pytirospon orbiculare, (Malassezia furfur), Cryptococcus, Spotothrix.  მიმართ . მოქმედების მექანიზმი გაპირობებულია ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვით , რომელიცწარმოადგენს სოკოების უჯრედული მემბრანის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს . ამის შედეგადირღვევა ციტოპლაზმური მემბრანა , უჯრედშიდა ვაკუოლების წარმოქმნით . ამის გარდა , ხდებამიკროორგანიზმების ნუკლეინის მჟავების და ცილის სინთეზის დარღვევა . გარეგანი გამოყენებისას ,კლოტრიმაზოლი აღწევს ეპიდერმისში სისტემური მოქმედებისთვის არასაკმარისი რაოდენობით .ინტრავაგინალური გამოყენებისას მცირე რაოდენობით აბსორბირდება ლორწოვანი გარსიდან .

 

ჩვენება

სოკოებით Candida ან Trichomonas vaginalis გამოწვეული გენიტალური ინფექციები ( კანდიდოზურივულვოვაგინიტი , ინფექციური ლეიკორეა , ტრიქომონადური ვაგინიტი ); ვაგინალური ბაქტერიულისუპერინფექციები , მშობიარობის წინ სამშობიარო გზების სანაცია .

 

გამოყენების წესი და დოზები

ინტრავაგინალურად . 100 მგ კლოტრიმაზოლი (1 სანთელი ) დღეში ერთხელ ძილის წინ . 6-7 დღისგანმავლობაში .      

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა კლოტრიმაზოლზე . ორსულობის I ტრიმესტრი . L ლაქტაციის დროს საჭიროაძუძუთი კვების შეწყვეტა .

 

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები – ქავილი , წვა , კონტაქტური დერმატიტი ..

 

ჭარბი დოზირება

საცოცხლისათვის საშიშ რეაქციებს და მდგომარეობებს არ იწვევს .

 

უსაფრთხოების მეთოდები და გამოყენების თავისებურებები

ადგილობრივი რეაქციების გაჩენისას და კლინიკური გაუმჯობესების არარსებობისას 4 კვირისგანმავლობაში , პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს დამატებით გამოყვლევა .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან გამოყენებისას , ამცირებს მათ ეფექტურობას . დექსამეთაზონიამცირებს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო ეფექტს . რ - ჰიდროქსიბენზოის მჟავის პროპილურიეთერი მაღალი კონცენტრაციებით აძლიერებს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას .  

 

გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის გარეშე .

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას , 15-25 º C ტემპერატურაზე .

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია