ციპზოლი

(CIPZOL)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლოტრიმაზოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის ჰომოგენური კრემი, თავისუფალი ჩანართებისგან.
შემადგენლობა:
1 გ კრემი შეიცავს: კლოტრიმაზოლს _ 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტომაკროგოლი 1000, მსუბუქი თხევადი პარაფინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
1% კრემი, 20 გ. 
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. იმიდაზოლის წარმოებული.
ათქ-კოდი: D01AC01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციპზოლი წამოადგენს ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომლის აქტიური ნივთიერებაა კლოტრიმაზოლი (იმიდაზოლის წარმოებული). მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სოკოს უჯრედის მემბრანაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დათრგუნვით, რაც იწვევს მემბრანის სტრუქტურისა და თვისებების შეცვლას და უჯრედის ლიზისს. გააჩნია ფუნგოსტატური და ფუნგიციდური მოქმედება. აქტიურია  დერმატოფიტების, ობის, საფუარა სოკოების

(Candida, Torulopsis glabrata, Rhodotorula) მიმართ. პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება გრამდადებითი (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და გრამუარყოფითი ბაქტერიების

(Bacteroides, Gardnerella vaginalis) ასევე,

Trichomonas vaginalis, Malassezia furfur (Pityriasis versicolor-ის გამომწვევი) და

Corynebacterium minussimum-ის (ერითრაზმის გამომწვევი) მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
კლოტრიმაზოლი ცუდად შეიწოვება კანიდან და ლორწოვანი გარსიდან და პრაქტიკულად არ გააჩნია სისტემური მოქმედება. ეპიდერმისის ღრმა შრეებში კონცენტრაცია მეტია, ვიდრე დერმაში და კანქვეშა ქსოვილში და აჭარბებს დერმატოფიტებისთვის მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას.
ჩვენება:
დერმატოფიტებით, ობის, საფუარა და სხვა სოკოებით გამოწვეული დერმატომიკოზები, ერითრაზმა, ტრიქოფიტია, მიკოზები, პარონიქია, ნაირფერი პიტირიაზი, ქატოსებრი ლიქენი, კანდიდოზური ვულვიტი და ბალანიტი.
მიღების წესი და დოზირება:
ციპზოლი 1% კრემი დაიტანება და შეიზილება წინასწარ დაბანილ, გამშრალებულ კანის დაზიანებულ უბანზე და მის გარშემო თხელი ფენის სახით 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის, პათოლოგიური ცვლილებების ლოკალიზაციის და თერაპიის ეფექტურობის მიხედვით. როგორც წესი, მკურნალობის პერიოდი შეადგენს არანაკლებ 4 კვირას. ტერფის დერმატომიკოზების მკურნალობა გრძელდება კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდგომ არანაკლებ 2-3 კვირის განმავლობში.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები: კანის ქავილი, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, ერითემა, დაბებრება, შეშუპება, კანის გაღიზიანება და აქერცვლა აპლიკაციის ადგილას.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ამფოტერიცინი B, ნისტატინი, ნატამიცინი აქვეითებენ კლოტრიმაზოლის ეფექტურობას.
კლოტრიმაზოლი არღვევს ლატექსის კონტრაცეპტივების მთლიანობას.
ჭარბი დოზირება:
გარეგანი გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
პრეპარატის პერორალურად მიღების გაუთვალისწინებელ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათად – ძილიანობა, ჰალუცინაციები, გახშირებული შარდვა, კანის ალერგიული რეაქციები. ამ შემთხვევაში საჭიროა აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
ორსულობა და ლაქტაცია:
კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევებით არ იქნა დადასტურებული პრეპარატის უარყოფითი მოქმედება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. მიუხედავად ამისა, პრეპარატის დანიშვნის მიზანშეწონილობა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად ექიმის მიერ. პრეპარატის გამოყენება უშუალოდ სარძევე ჯირკვალზე ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
ციპზოლი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში. საჭიროა მოვერიდოთ პრეპარატის თვალთან კონტაქტს. ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. 4 კვირის განმავლობაში მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება.
ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და  ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
20 გ კრემი ტუბში, თითო ტუბი მუყაოს კოლოფში.    
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის
შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:    
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია