კოენზა QL
1 კაფსულის შემადგენლობა: L-კარნიტინი-150 მგ., კოენზიმ Q10-50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ხარის ჟელატინი, დეიონიზირებული წყალი, გლიცერინი, ლეციტინი (სოიოს ლეციტინი), ფუტკრის თეთრი ცვილი, ტიტანის დიოქსიდი, Sunset yellow, Ponceau 4R.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: L-კარნიტინი- B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β- დაჟანგვას და რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით). L-კარნიტინი-აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს; ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი; თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედების გამო აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას; ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, აუჯობესებს მათ ფერმენტაციულ აქტივობას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში; მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში; L-კარნიტინს გააჩნია ნეიროტროპული მოქმედება, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სრტუქტურას. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში; იგი წარმოადგენს მიტოქონდრიებში ატფ-ის სინთეზისთვის აუცილებელ შუალედურ რგოლს! გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება; ამცირებს სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და ტირგლიცერიდების კონცენტრაციას; ლეციტინის სინთეზის სტიმულაციით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში; თავის ტვინში ააქტიურებს ქოლინერგიულ პროცესებს(ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს); კოენზიმ Q10-ზრდის ორგანიზმის დამცველობით თვისებებს, ანორმალიზებს არტერიულ წნევას, უზრუნველყოფს გულის კუნთს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან; ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამცირებს სხეულის წონას.
გამოყენების ჩვენებები:
- გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია;
- ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება;
- სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი;
- ორსულებში ნაყოფის ჰიპოქსია და ჰიპოტროფია (ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა);
- ინტენსიური ფიზიკური დატვრთვა;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოქმედება:
კოენზა QL-ის რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
დოზირება და მიღების წესი: 1კაფსულა 2-3 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C .
გამოშვების ფორმა: ჟელატინის რბილი კაფსულა № 30
გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი