საერთაშორისო დასახელება:

LOSARTAN

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME IDEA, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ლოზარტანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინ II ტიპის რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტი, ანტიჰიპერტენზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 7 და 28 ც.

1 ტაბ.

ლოზარტანი ..........  25 მგ

1 ტაბ.

ლოზარტანი ............50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანგიოტენზინ II (AT1) ტიპის რეცეპტორები ლოკალიზებულია მრავალ ქსოვილში და გააჩნიათ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური აქტივობა (ვაზოკონსტრიქცია და ალდოსტერონის გამოთავისუფლება).

პრეპარატი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი-კარბოქსილის მჟავა აინჰიბირებს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურ ეფექტს. იგი ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას და გულზე პოსტდატვირთვას, რაც იწვევს სისტემური არტერიული წნევის დაქვეითებას და აგრეთვე წნევის შემცირებას სისხლმიმოქცევის მცირე წრეში. პრეპარატის ეფექტი გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ კოზაარის საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ ერთხელ დღეში. მაქსიმალური ჰიპერტენზული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ. ზოგ შემთხვევაში საჭიროა დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში.

ხანდაზმულებში 75 წლის ასაკის ზევით: საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ დღეში.

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას: საშუალო სიმძიმის თირკმელების უკმარისობისას (თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 25-50 მლ/წუთში) ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 50 მგ-ს, ხოლო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობა (ანუ, თუ კრეატინინის კლირენსი

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს: რეკომენდებულია კოზაარის დოზის შემცირება 25 მგ-მდე დღეში ერთხელ.

ღვიძლის უკმარისობის დროს: რეკომენდებულია დაბალი დოზებით მკურნალობა.

კოზაარი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ანტიჰიპერტერზულ საშუალებებთან ერთად, საკვებთან ან მის გარეშეც.

გვერდითი მოვლენები:

თავბრუსხვევა, ორთოსტატული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპება), ჭინჭრის ციება, დიარეა, შაკიკი, ქავილი, მიალგია, ურტიკარია; ზოგჯერ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

უკუჩვენებები:

* კოზაარი უკუნაჩვენებია ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში და პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ არის მონაცემები კოზაარის გამოყენების შესახებ ორსულებში. ცნობილია, რომ პრეპარატი მოქმედებს რენინგ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, II და III ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დეფექტი ან ზოგ შემთხვევაში სიკვდილიანობაც, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის მიღება სასტიკად აკრძალულია. ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

* პაციენტებში დეჰიდრატაციით (რომლებიც იღებდნენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს), კოზაარით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია.

* საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე დეჰიდრატაციის კორექცია ან მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით.

* ფარმაკოლოგიური კვლევები მიუთითებენ, რომ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზი, კოზაარის კონცენტრაცია პლაზმაში მომატებულია, ამიტომ რეკომენდებულია მისი დაბალი დოზების დანიშვნა.

* პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ რენირ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, შესწევთ უნარი გაზარდონ შარდოვანას დონე სისხლში და შრატის კრეატინინი თირკმელების ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს. ამ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

* კოზაარი გამოიყენება კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია, ვაგუსის სტიმულაციის გამო შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია.

კოზაარი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ მოიპოვება მონაცემები სხვა წამლებთან მისი კომბინირებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ. ფარმაკოკინეტიკურ კლინიკურ კვლევებში გამოყენებული იყო ჰიდროქლორთიაზიდი, დიგოქსინი, ვარფარინი, ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი და ფენობარბიტალი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია