საერთაშორისო დასახელება:

SULTAMICILLIN

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: სულტამიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინის ჯგუფის ინჰიბიტორ-დაცული ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

სულტამიცილინი .................   375 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. სულტამიცილინი წარმოადგენს ამპიცილინ სულბაქტამის ორმაგ ეთერს. მოქმედებს ბაქტერიციდულად. სულტამიცილინი აქტიურია უმრავლესობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, მათ შორის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების მიმართ.

ჩვენებები:

  • კომბიციდი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
  • საფეხურებრივი თერაპია პარენტერალური ამპიცილინ/სულბაქტამის გამოყენების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში სხეულის წონით 30 კგ და მეტი - დღეღამური დოზა შეადგენს 375-750 მგ/დღეში,

ბავშვებში სხეულის წონით 30 კგ-ზე ნაკლები - 25-50 მგ/კგ (ინფექციის სიმძიმის მიხედვით). პრეპარატი მიიღება 12 სთ-იანი ინტერვალით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 5-14 დღე.

არაგართულებული გონორეის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად 2.25 გ ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება კანზე გამონაყარი, გულის რევა, ღებინება, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ყველა სახის პენიცილინის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით ინიშნება ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ პირებში. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით საჭიროა მიღებათა შორის ინტერვალის გაზრდა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია