საერთაშორისო დასახელება:

HEPARIN SODIUM; ALLANTOIN

მწარმოებელი: MERZ PARMAБ გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი პროტეოლიტური აქტივობით, კელოიდური ნაწიბურების გაწოვის ხელშეწყობით გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 20 გ და 50 გ

1 გ

ხახვის ექსტრაქტი.............. 100 მგ

ჰეპარინი ............................50 სე

ალანტოინი             ............10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბინოლის მჟავა, მეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი, DROM 2700, ქსანტანი პოლიეთილენგლიკოლი 200. გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებებით. ახასიათებს ფიბრინოლიზური, ანთების საწინააღმდეგო (ხახვის ექსტრაქტი), ანტიბაქტერიული (ჰეპარინი) და კერატოლიზური (ალანტოინი) მოქმედება. ასტიმულირებს უჯრედოვან რეგენერაციას, ჰიპერპლაზიის გარეშე. აინჰიბირებს კელოიდური ფიბრობლასტების პროლიფერაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

ჰეპარინის საკმარისი რაოდენობა დერმის შემაერთებელ ქსოვილში აღწევს 4 საათში.  ღრმა შეღწევას განაპირობებს ჰეპარინის კომბინაცია ხახვის ექსტრაქტთან და ალანტოინთან (ტრანსდერმულიჰეპარინიზაცია). კონტრაქტუბექსის გამოყენების დროს მისი სისტემური აბსორბცია არ აღინიშნება.

ჩვენებები:

  • ჰიპერტროფული და კელოიდური ნაწიბურები, განვითარებული ქირურგიული ოპერაციების, ამპუტაციის, დამწვრობის და ტრავმების შემდეგ;
  • სახსრების ანკილოზი (კონტრაქტურა);
  • დიუპიტრენის კონტრაქტურა;
  • მყესების ტრავმული კონტრაქტურა;
  • ორსულობის შემდგომი სტრიები;
  • ატროფიული ნაწიბურები (უმეტესად განვითარებული აკნეს ან ფურუნკულოზის შემდეგ);
  • ოპერაცის შემდგომ პერიოდში ან ტრავმების შემდგომ განვითარებული პათოლოგიური ნაწიბურების განვითარება.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

საშუალოდ 20-25 კვ.სმ. ფართობზე იხარჯება 0.5 კვ.სმ გელი. დღეში 2-3-ჯერ შეიზილება ნაწიბუროვან ქსოვილში.

ახალი ნაწიბურების შემთხვევაში კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 კვირაა. ძველი ნაწიბურების შემთხვევაში ღამე რეკომენდებულია ოკლუზიური ნახვევის დადება გელთან ერთად. მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 3-6 თვეს.

დიუპიტრენის კონტრაქტურის მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 12 თვეს.

პროფილაქტიკისათვის იყენებენ ჭრილობის ეპითელიზაციის შემდგომ ფაზას (დაუშვებელია გრანულაციურ ქსოვილზე გამოყენება).

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - ადგილობრივი კანის მხრივ რეაქცია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად გელი გამოიყენება წინასწარ დაორთქლილ კანზე. შესაძლებელია მისი გამოყენება ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან ერთად.

ახალი ნაწიბურების მკურნალობისას საჭიროა მოერიდონ ულტრაიისფერ სხივებს, სიცივის ზემოქმედებას და ინტენსიურ მასაჟს.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერდოზირება ნაკლებად შესაძლებელია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

სისტემური აბსორბციის არქონის გამო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია