საერთაშორისო დასახელება - ivabradin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C01EB17

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიანგინალური საშუალებები; კორონალური სისხლისმიმოქცევაზე მოქმედი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 5 მგ: 28 ც
ტაბლეტები 7,5 მგ: 28 ც
ტაბლეტები 5 მგ: 30 ც
ტაბლეტები 7,5 მგ: 30 ც

კორაქსანი 5მგ აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ივაბრადინს (შეესაბამება 5,390მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდს).
კორაქსანი 7,5მგ აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 7,5მგ ივაბრადინს (შეესაბამება 8,085მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდს).
სხვა ინგრედიენტები
ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470 B), სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი (E 551), ასევე
გარსი: ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის ორჟანგი (E 177), მაკროგოლი 6000, გლიცერინი (E 422), მაგნიუმის სტეარატი (E 470 B), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა
კორაქსანის ძირითადი მოქმედება დაფუძვნებულია გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებაზე წუთში რამდენიმე დარტყმით. ეს ამცირებს გულის მოთხოვნას ჟანგბადზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტენოკარდიული შეტევის ალბათობა უფრო მეტად მაღალია. ამგვარად კორაქსანს შეუძლია სტენოკარდიის შეტევების კონტროლი და შემცირება.

ჩვენებები

კორაქსანი ეს არის საგულე პრაპარატი, რომელიც გამოიყენება სტაბილური სტენოკარდიის დროს. ის გამოიყენება მაშინ როდესაც შეუძლებელია ბეტა ბლოკატორების მიღება (ისეთი როგორიცაა ატენოლოლი, პროპანოლოლი, მეტოპროლოლი და მსგავსი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გშს-ს (გულის შეკუმშვათა სიხშირის) დარღვევის სამკურნალოდ). სტაბილური სტენოკარდიის მონაცემები: სტაბილური სტენოკარდია ეს არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გული ვეღარ ღებულობს ჟანაგბადის საკმარის რაოდენობას. ძირითადად ვითარდება 40-50 წლის ასაკში. სტენოკარდიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია – ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში. სტენოკარდიას უმეტესად ადგილი აქვს მაშინ, როდესაც იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე, ანუ ფიზიკური დატვირთვისას, ემოციური განცდებისას, სიცივეში ან ჭამის შემდეგ. ადამიანებში, რომელთაც აწუხებთ სტენოკარდია, გულისცემის რითმის გახშირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში.

მიღების წესები და დოზები

კორაქსანის მიღებისას საჭიროა ექიმის დანიშნულების დაცვა. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ დღეში 2-ჯერ. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 7.5მგ-მდე, დღეში 2-ჯერ.
მკურნალი ექმი წყვეტს თუ რომელი დოზიდან უნდა დაიწყოს მკურნალობა. მიღების ჩვეულებრივი რეჟიმია: ერთი ტაბლეტი დილას და საღამოს. ზოგიერთ შემთხვევებში (მაგ. ხანდაზმულ პაციენტებში) ექიმმა შეიძლება დანიშნოს განახევრებული დოზა, ანუ 5მგ კორაქსანის ნახევარი ტაბლეტი (რაც შეესაბამება 2,5მგ ივაბრადინს) დილას და 5მგ კორაქსანის ნახევარი ტაბლეტი საღამოს. კორაქსანი მიიიღება ჭამის დროს.
თუ პაციენტი ფიქრობს რომ კორაქსანი ავლენს ზედმეტად ძლიერ ან სუსტ მოქმედებას საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. კორაქსანი არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში 18 წლამდე.
კორაქსანის მიღების გამორჩენისას
თუ პაციენტს დაავიწყდა კორაქსანის მიღება, შემდეგი დოზა უნდა მიიღოს ჩეულებრივ დროს. გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ მომდევნოს გაორმაგება დაუშვებელია.
ბლისტერზე, რომელშიც შეფუთულია ტაბლეტები დაბეჭდილია კალენდარი, რომელიც ეხმარება პაციენტს დაიმახსოვროს, თუ როდის მიიღო კორაქსანი ბოლოს.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო პრეპარატს, კორაქსანსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები. კორაქსანის მირებისას უფრო მეტად გავრცელებულ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება: მგრძნობელობა სინათლის მიმართ (განათების მიმართ დროებითი მგრძნობელობის ამაღლება, ყველაზე ხშირად განათების მკვეთრი ცვლილების გამო).
სხვა აღნიშნული გვერდითი რეაქციებიდან: გულის მუშაობის დარღვევა (სიმპტომი: გულიცემის რითმის შენელება), თავის ტკივილი, მსუბუქი თავბრუსხვევა, მხედველობის სიმახვილის შემცირება, გახშირებული გულისცემა და გულის დამატებითი შეკუმშვების განვითარება, გვხვდება იშვიათად.
სხვა იშვიათ გვერდით ეფექტებთან ერთად ასევე აღინიშნება გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, ვერტიგო, ქოშინი და კუნთური კრამპები. თუ პაციენტი აღმოაჩენს ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენება

- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ივაბრადინის ან კორაქსანის სხვა ნებისმიერ ინგრედიენტზე;
- გულისცემის სიხშირე მკურნალობის დაწყებისას მოსვენების მდგომარებაში ნაკლებია 60 დარტყმაზე/წუთში.
- კარდიოგენური შოკი, მდგომარეობა რომლის დროს აუცილებელია სტაციონარში მკურნალობა;
- გულისცემის რითმის დარღვევა;
- გულის შეტევა;
- ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
- არასტაბილური სტენოკარდია (მძიმე ფორმა, რომლის დროსაც ძალაინ ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში დატვირთვისას ან მის გარეშე)
- გულის მწვავე უკმარისობა (გულის მუშაობის ნორმალური რითმის დარღვევისას);
- თუ პაციენტს დაყენებული აქვს ელექტროკარდიოსტიმულატორი;
- ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თუ პაციენტი იღებს სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს (კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი), მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს (ჯოზამიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ან ერითრომიცინი პერორალურად), აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ნელფინავირი, რიტონავირი) ან ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება)
- ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისას ან ორსულობის დაგეგმვისას კორაქსანის მიღება არ შეიძლება (იხილეთ განყოფილება უკუჩვენება)
თუ პაციენტი ორსულადაა და ღებულობდა კორაქსანს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს კორაქსანის გამოყენება არ შეიძლება. (იხილეთ განყოფილება უკუჩვენება).
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები

- გულისცემის სიხშირის დარღვევა.
- სიმპტომების გაჩენა როგორიცაა: დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, (ეს შეიძლება იყოს გულისცემის ძალიან დაბალი სიხშირის ნიშანი);
- დილთიაზემის და ვერაპამილის მიღება;
- QT ინტერვალის დამაგრძელებელი პრეპარატების მიღება, რომლებიც გამოიყენება გულისცემის დარღვეული რითმის საკმკურნალოდ ან სხვა დარღვევებისას (იხ. პრეპარატების ჩამონათვალი განყოფილებაში ურთიერთქმედება)
- წინაგულების ფიბრილაციის (გულის შეკუმშვების დარღვევის ერთ-ერთი ფორმა) მუდმივი ფორმის დროს;
- ახლადგადატანილი ინსულტი;
- ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
- გულის ქრონიკული უკმარისობა (გულის მუშაობის ნორმალური რითმის დარღვევისას)
- ბადურის მძიმე, ქრონიკული დაზიანება;
- ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადებები;
- ღვიძლის მძიმე დაავადებები.
- თუ პაციენტს ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი მაიც აწუხებს კორაქსანის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
კორაქსანის მიღება საკვებთან და სითხესთან ერთად
კორაქსანით მკურნალობისას საჭიროა გრეიფრუტის წვენის მოხმარების შემცირება
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვაზე
კორექსანმა შეიძლება გამოიწვიოს განათების მიმართ დროებითი მგრძნობელობის ამაღლება (იხ. გვერდითი ეფექტები). ასეთი ცვლილებები, გასათვალისწინებელია ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისას, სიტუაციებში, როდესაც შეიძლება მოხდეს განათების უეცარი ცვლილება, განსაკუთრებით ღამით მართვისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორექსანის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.
თუ პაციენტს აქვს ალერგია ზოგიერთი ტიპის შაქარზე, სხვა პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქოშინი და Dდაღლილობა, ამის მიზეზია გულისცემის სიხშირის შემცირება. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- პაციენტმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ექიმი და ფარმაცევტი იმ პრეპარატების მიღების შესახებ, რომლებსაც ის ღებულობდა ან ღებულობს, იმის მიუხედავად, რომ ეს პრეპარატები გაიცემა ურეცეპტოდ.
- თუ პაციენტი ღებულოს ქვემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს საჭიროა ექიმის კონსულტაცია, იმისთვის, რომ თუ საჭიროა მოახდინოს დოზის კორექცია და მონიტორინგი:
- დილთიაზემი, ვერაპამილი, (მაღალი არტერიული წნევისას და სტენოკარდიისას);
- ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი);
- რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);
- ბარბიტურატები (ძილის დარღვევისას და ეპილეფსიისას);
- ფენიტოინი (ეპილეფსიისას);
- Hipericum perforatum ანუ კრაზანა (დეპრესიის ჰომეოპატიური მკურნალობა);
- QT ინტერვალის დამაგრძელებელი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის რითმის ან სხვა დარღვევებისას:
- ქინიდინი, დიზოპირამიდი, იბუტილიდი, სოტალოლი, ამიოდარონი (გულისცემის რითმის დაღვევისას);
- ბეპრიდილი (სტენოკარდიის მკურნალობისას);
- ზოგიერთი ტიპის პრეპარატების მოუსვენრობის, შიზოფრენიის ან სხვა ფსიქოზების სამკურნალოდ (პიმოზიდი, ზიპრაზიდონი, სერტინდოლი);
- მალარიის სამკურნალო პრეპარატები (მეფლოკინი, გალოფანტრინი);
- ერითრომიცინი ი/ვ (ანტიბიოტიკი);
- პენტამიდინი (ანტიპროტოზოული პრეპარატი);
- სიზაპრიდი (გასტროეზოფაგური რეფლუქსისას).

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებულ ივადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია