კორვალოლი

წამლის ფორმა: ხსნარი

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს უფერო გამჭვირვალე სითხეს, სპეციფიური დამახასიათებელი არომატული სუნით.
 
შემადგენლობა: 20 გ ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, 18,26 გ ფენობარბიტალი, 1,42 გ პიტნის ზეთი, 580 მლ ეთილის სპირტი, 0,2 გ სტაბილიზატორი, 1 ლ-მდე გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედების კომპლექსური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება: პრეპარატის სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი პირის ღრუს და ცხვირ-ხახის რეცეპტორების უშუალო გაღიზიანების მეშვეობით ახდენს რეფლექსურ დამამშვიდებელ მოქმედებას.
ფენობარბიტალი თრგუნავს თავის ტვინის ქერქზე შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის, გამააქტივებელ ზეგავლენას, რაც თავის ტვინის ქერქსა და ქერქვეშა სტრუქტურებში იწვევს გამაღიზიანებელი იმპულსების შემცირებას. გამააქტივებელი ზემოქმედების შემცირება დოზის შესაბამისად იწვევს, დამამშვიდებელ, ტრანკვილიზურ ან საძილე ეფექტს. კორვალოლი ამცირებს სისხლმიმოქცევის ცენტრებზე, კორონალურ და პერიფერულ სისხლძარღვებზე გამაღიზიანებელ მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, განსაკუთრებით კი გულის მხრივ სპაზმს.
პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთებს, მათ შორის დაახლოვებით 50% მენთოლსა და 4-9% მენთოლის ეთერებს. აღნიშნული კომპონენეტები აღიზიანებენ პირის ღრუს “სიცივის” რეცეპტორებს და რეფლექსურად აფართოვებენ უშუალოდ გულისა და ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს, იწვევენ დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღვლმდენ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვა იწყება სუბლინგვალური მიდამოდან, მისი ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოვებით 60-80 %). კორვალოლის მოქმედების ეფექტი სწრაფად ვლინდება (5-10 წთ-ის შემდეგ) მისი პირის ღრუში გაჩერებიდან (სუბლინგვალური შეწოვა) ან შაქრის ნატეხზე მიღებისას. მოქმედება იწყება 15-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში. იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იყენებდნენ ბარბიტურის მჟავას შემცვლელ პრეპარატებს, კორვალოლის მოქმედების ხანგრძლივობა შემცირებულია ღვიძლში ფენობარბიტალის სწრაფად მეტაბოლიზმის ხარჯზე, სადაც ბარბიტურატები იწვევენ ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმულ და რვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კორვალოლის მეტაბოლიზმი შემცირებულია, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში თ ½  ხანგრძლივდება, რაც იწვევს დოზის შემცირების აუცილებლობას და პრეპარატის მიღებას შორის ინტერვალის გაზრდას.
    
ჩვენება: კორვალოლი ინიშნება ნევროზების დროს მომატებული გაღიზიანებადობის, უძილობის, ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადიის, არამძაფრად გამოხატული კორონალური სისხლძარღვების სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება – ნაწლავების სპაზმების დროს.
 
მიღების წესი და დოზირება: კორვალოლი მიიღება პეროროალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად 3-ჯერ დღეში 15-30 წვეთის ოდენობით, რომელიც გახსნილია წყალში ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონალური სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 წვეთამდე.
 
გვერდითი მოვლენები: კორვალოლი, როგორც წესი კარგად გადაიტანება ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში დღის განმავლობაში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისთანავე.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისა და ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ცნს-ის დათრგუნვა, რომელიც ნიველირდება ცნს-ის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების (კოფეინი, კორდიამინი და სხვა) გამოყენების შემდეგ. სხვა მოვლენების დროს მკურნალობა სიმპტომატურია.

განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატი შეიცავს 62% ალკოჰოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა, რის გამოც პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაობის შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. კორვალოლის გამოყენების შემთხვევაში ასევე საჭიროა ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან თავის შეკავება.
 
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენეტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, გულის მძიმე ფორმის უკმარისობა, თირკმელებისა და ღვიძლის  ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ცენტრალური ნერვული სისტემის  დამთრგუნველი პრეპარატები აძლიერებენ კორვალოლის მოქმედებას. პრეპარატი ასუსტებს იმ პრეპარატების ეფექტს, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ღვიძლში.

ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: ხსნარი, რომელიც მოთავსებულია 15 მლ და 25 მლ ფლაკონებში.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს +15° C ტემპერატურაზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია