საერთაშორისო დასახელება:
NIFEDIPINE
მწარმოებელი: AWD, გერმანია
მოქმედი ნივთიერება: ნიფედიპინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 50 და 100 ც.
1 ტაბ.
ნიფედიპინი ................ 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლ 35000, მაკროგოლ 6000, ტალკი, კარტოფილის სახამებელი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლივიდონ K25. მიკროკრისტალური ცელულოზა, საღებავები E104, E171.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იგი წარმოადგენს დიჰიდროპირიდინების ჯგუფის წარმოებულ საშუალებას, რომელიც კალციუმის ნელი არხების ბლოკირებით ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას გულის კუნთსა და სისხლძარღვებში, რითაც ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას, გულზე პოსტდატვირთვას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებით და გულის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებით.
ჩვენებები:
- ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (დაძაბვის სტენოკარდია);
- ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია, ვარიანტული სტენოკარდია);
- არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც გამოწვეული არ არის ორგანოებსა და ქსოვილებში პათოლოგიური ცვლილებებით (ესენციური ჰიპერტენზია).
მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე და თერაპიულ ეფექტზე.
ქრონიკული სტაბილური და ვაზოსპასტიური სტენოკარდია
პრეპარატის საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 10 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში (1 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში). კლინიკური ეფექტის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის თანდათან მომატება 20-40 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (2-4 ტაბ. 2-ჯერ დღეში). პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს (8 ტაბ. დღეში), რომლის გადაჭარბება ნებადართული არ არის.
ესენციური ჰიპერტენზია
პრეპარატის საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 10 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში. კლინიკური ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის თანდათან მომატება 20-40 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (2-4 ტაბ. 2-ჯერ დღეში). პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს (8 ტაბ. დღეში), რომლის გადაჭარბება ნებადართული არ არის.
პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისათვის იყენებენ კორინფარ რეტარდის ტაბლეტებს, რომელიც შეიცავს 20 მგ ნიფედიპინს.
კორინფარის მიღება ხდება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. საკვების მიღება აფერხებს, მაგრამ არ ამცირებს აქტიური ნივთიერების შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ.
კორინფარის ორი ერთჯერადი დოზით (რომელიც შეადგენს 2 ტაბ-ს 20 მგ) მიღებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 სთ-ზე ნაკლები. პრეპარატის 2-ჯერ დანიშვნისას დღეში, მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს დაახლოებით 12 სთ-ს (დილას და საღამოს).
როგორც წესი კორინფარით მკურნალობა ხანგრძლივია, რომლის დადგენაც ხდება მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები:
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: მკურნალობის პირველ კვირას შესაძლებელია გამოყოფილი შარდის სადღეღამისო რაოდენობის ზრდა. თირკმელების უკმარისობის დროს იგი იწვევს თირკმელების ფუნქციის დროებით გაუარესებას.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზიით ან გულის კორონარული დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათან ვინაიდან მისი მიღების სწრაფი შეწყვეტით (განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს) შესაძლებელია „მოხსნის ფენომენის“ განვითარება, რომელიც ხასიათდება არტერიული წნევის მკვეთრი მომატებით (ჰიპერტონული კრიზი), ან გულის კუნთის სისხლით მომარაგების შემცირებით (მიოკარდის იშემია).
- მკურნალობის დასაწყისში ავადმყოფებში იზრდება სტენოკარდიის სიხშირის, ხანგრძლივობის და სიმძიმის ხარისხი. შესაძლებელია ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, წვივების შეშუპება. სტენოკარდიის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში (ანგიონევროზული ტკივილი მკერდის ძვლის არეში, ან გულმკერდის მარცხენა ნაწილში) საჭირო ექიმთან კონსულტაცია, რომელიც განსაზღვრავს საკითხს პრეპარატის მოხსნის ან შემდგომი მკურნალობის შესახებ.
- ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, კუჭის ავსების შეგრძნება და დიარეა. ერთეულ შემთხვევებში - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლისმიერი ქოლესტაზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში), რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ მალევე გაივლის და ალერგიული ჰეპატიტები.
ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები როგორიცაა ქავილი, ურტიკარია, ეგზანთემები, ექსფოლიატური დერმატიტი.
სხვადასხვა: მკურნალობის დასაწყისში ხშირად აღინიშნება გარდამავალი ხასიათის თავის ტკივილი, ცხელებით მიმდინარე სახის და ტანის ზედა ნაწილის ჰიპერემია (ერითემა, ერითრომელალგია).
იშვიათად - კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზიები), თავბრუსხვევა, გადაღლილობის შეგრძნება.
ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ მამაკაცებში, პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში შესაძლებელია გინეკომასტიის განვითარება (სარძევე ჯირკვლების ზომაში ზრდა), რომელიც მკურნალობის შეწყვეტისთანავე გაივლის.
იშვიათად - პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა.
ზოგჯერ შესაძლებელია სისხლში შაქრის შემცველობის მომატება (ჰიპერგლიკემია), რაც უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირებმა.
პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენებისას, ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთების ტკივილი (მიალგია), ტრემორი, აგრეთვე ფოტოსენსიბილიზაცია.
კორინფარის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღრძილების ჰიპერპლაზია, რომელიც პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტისთანავე გაივლის.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* კარდიოგენული შოკი;
* აორტის მძიმე სტენოზი;
* არასტაბილური სტენოკარდია;
* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მწვავე პერიოდის პირველი 4 კვირა);
* ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია:
* კორინფარი ლაქტაციის პერიოდი ექსკრეგირებს დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
*კორინფარი სიფრთხილით ენიშნებათ დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს (მძიმე არტერიული ჰიპოტენზია სისტოლური წნევის მაჩვენებლებით 90 მმ. ვერცხლის წყლის სვეტზე უფრო ნაკლები), აგრეთვე,
*კლინიკურად გამოვლენილი გულის უკმარისობის დროს (გულის დეკომპენსირებული უკმარისობა).
*კორინფარი ბავშვებს ჩვეულებრივ არ ენიშნებათ. 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ პაციენტებს იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ.
*დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არტერიული წნევის ძალიან მაღალი ციფრები და თირკმელების შეუქცევადი უკმარისობა სისხლის საერთო მოცულობის შემცირებით (ჰიპოვოლემია), კორინფარი ენიშნებათ სიფრთხილით, პერიფერიული სისხლძარღვების გაგანიერების შედეგად წნევის შესაძლო მკვეთრი დაქვეითების გამო.
*ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ავადმყოფებს უტარდებათ ხანგრძლივი სამედიცინო დაკვირვება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ხდება პრეპარატის დოზის კორექცია.
*გულის მკვეთრად გამოხატული უკმარისობის დროს საჭირო კორინფარის დოზის განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევა.
*კორინფარის მიღების დროს ვითარდებს სხვადასხვა ინტენსივობის რეაქციები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ავტომობილის მძღოლებსა და იმ პირებზე, რომლებსაც მუშაობა უხდებათ სხვადასხვა დანადგარებთან.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გონების დაკარგვა და კომა, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოქსია.
მკურნალობა მდგომარეობს ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბილური მდგომარეობის აღგენაში. პირველ რიგში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში წვრილი ნაწლავების გამორეცხვაც, შემდგომში ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, კორინფარის გაორმაგებული დოზით მიღება ნებადართული არ არის, არამედ საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება ექიმის მიერ გამოწერილი სქემის მიხედვით.
კორინფარის ნაკლები დოზით ერთხელ მიღების შემთხვევაში (ნახევარი ტაბლეტი) არავითარი სახიფათო შედეგი არ აღინიშნება.
კორინფარის შედარებით დაბალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს, მკურნალობის შედეგი ეჭვის ქვეშ დგება. ამ დროს შესაძლებელია დაავადების კვლავ გამწვავება.
მკურნალობის დროებით ან მთლიანად შეწყვეტა ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათან, რადგან მისი მიღების სწრაფი შეწყვეტა იწვევს დაავადების მიმდინარეობის მკვეთრ გაუარესებას, განსაკუთრებით კორინფარის მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კორინფარის ჰიპოტენზური ეფექტი ძლიერდება მისი კომბინაციით სხვა ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან, აგრეთვე ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.
- კორინფარისა და ნიტრატების ერთდროული დანიშვნით ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი და ტაქიკარდია.
- პრეპარატის კომბანაციით ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ვითარდება არტერიული ჰიპოტონია, ზოგიერთ შემთხვევებში გულის უკმარისობა. ამიტომ აღნიშნული ავადმყოფები უნდა იმყოფებოდნენ ხანგრძლივი მეთვალყურეობის ქვეშ.
- გულის რითმის დარღვევის დროს გამოყენებული კალციუმის არხების ზოგიერთი ბლოკატორები კიდევ უფრო აძლიერებენ ანტიარითმიული საშუალებების - ამიოდარონის და ქინიდინის უარყოფით ინოტროპულ ეფექტს.
- ქინიდინთან ერთად კორინფარის მიღების დროს საჭიროა სისხლში ქინიდინის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი, ვინაიდან ცალკეულ შემთხვევებში კორინფარი აქვეითებს ქინიდინის კონცენტრაციას სისხლში ან კორინფარის მოხსნის შემდეგ ადგილი აქვს მისი კონცენტრაციის სწრაფ ზრდას.
- კორინფარი იწვევს დიგოქსინის და თეოფილინის კონცენტრაციების მომატებას სისხლის პლაზმაში, ამიტომ აღნიშნული პრეპარატების კომბინაციის დროს საჭიროა პლაზმაში მათი შემცველობის პერიოდული კონტროლი.
- ციმეტიდინი და უფრო მცირე ხარისხით რანიტიდინი აძლიერებენ კორინფარის მოქმედების ეფექტს.
- კორინფარის მიღება ალკოჰოლთან ერთად ნებადართული არ არის, ვინაიდან იგი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას და აქედან გამომდინარე თავბრუსხვევას და სხვა არასასურველ სიმპტომებს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.