კოფეინ-ბენზოატ ნატრიუმის 20% ხსნარი საინექციო
Caffeine-sodium Benzoate 20% solution for injection
INN:
Caffeine-sodium benzoate
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი, კარდიოტონური საშუალება
ATC კოდი:
N06BC01
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
საინექციო ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 200 მგ კოფეინ-ბენზოატ ნატრიუმს (80 მგ კოფეინი და 120 მგ ბენზოატ ნატრიუმი)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: გააჩნია ანალეპტიკური, ფსიქომასტიმულირებელი, კარდიოტონიური მოქმედება. აგაზნებს ცნს, ამაღლებს ზურგის ტვინის რეფლექტორულ აგზნებადობას. არეგულირებს და აძლიერებს აგზნების პროცესებს თავის ტვინის ქერქში. ამაღლებს გონივრულ და ფიზიკურ შრომითუნარიანობას, ამცირებს დაღლილობას და ძილიანობას. აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვის ძალას და სიხშირეს. აფართოებს კუნთების, გულის, თირკმლის და ბრონქების სისხლძარღვებს. პრეპარატის მოქმედება მნიშნელოვნად არის დამოკიდებული პაციენტის ნერვული სისტემის ტიპზე, შესაბამისად დოზირება ინდივიდუალურია.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ადვილად შეიწოვება ინექციის ადგილიდან და ნაწილდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში. T(1/2) შეადგენს 5-10 სთ. პრეპარატის ძირითადი ნაწილი განიცდის დემეთილირებას და იჟანგება ღვიძლში. დაახლოებით 10% გამოიყოფა თირკმლიდან უცვლელი სახით.
ჩვენებები:
დაავადებები, რომელთაც თან სდევს ცნს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დათრგუნვა (ნარკოტიკული და საძილი საშუალებებით მოწამლვა, ინფექციური დაავადებები და სხვა). გონივრული და ფიზიკური შრომითუნარიანობის დაქვეითება, შაკიკი, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული თავის ტკივილები, ძილიანობა.
მიღების წესი და დოზირება:
ინექციები კანქვეშ.
მაქსიმალური დოზები მოზრდილებისთვის: ერთჯერადი – 0,4 გ; სადღეღამისო – 1,0 გ.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ბავშვებისთვის – 0,05 გ.
გვერდითი მოქმედება:
აგზნება, შფოთვა, უძილობა, ტაქიკარდია, არითმიები, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა, ღებინება.
წინააღმდეგ ჩვენებები:
გამოხატული ართერიალური ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებები (მ.შ. ათეროსკლეროზი), გლაუკომა, უძილობა, ხანდაზმული ასაკი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
აქვეითებს ნარკოტიკული და საძილე საშუალებების ეფექტს. აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავის, პარაცეტამოლის და სხვა არანარკოტიკული ანალგეზიურების მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები:
დოზირება უნდა ხდებოდეს პაციენტის ნერვული სისტემის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით. პრეპარატის მიღების ერთბაშად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, უძილობა და დეპრესია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოშვების ფორმა:
1 მლ საინექციო ხსნარი ამპულაში, შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ს/ს “ბიოფარმი”, საქართველო.
0160, გოთუას ქ. #3, თბილისი.
ტელ/ფაქსი: 225-29-56
E-მაილ: ინფო@ბიოპჰარმ.გე