კოფოლ SF სიროფი/უშაქრო

KOFOL SF SYRUP

 

შემადგენლობა:

10 მლ სიროფი  შეიცავს:

ექსტრაქტის სახით:

გლიცირიზა გლაბრა (Glycyrrhiza glabra)

75 მგ

ადატოდა ვაზიკა (Adhatoda vasica)

50 მგ

სოლანუმ ქსანტოკარპუმ

(Solanum xanthocarpum)

50 მგ

კურკუმა ლონგა (Curcuma longa)

25 მგ

გრძელი წიწაკა (Piper longum)

10 მგ

არომატიზატორები

საკმარისი რაოდენობით

გამოყენებული საღებავი: კარამელი (Caramel)

აღწერილობა:

კოფოლ ეს-ეფ სიროფი გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, მუკოლიზური, დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, ბრონქოდილატაციური საშუალება. იგი ზრდის ლორწოვანი გარსის სეკრეციას და ამცირებს ნახველის სიბლანტეს, რაც ხელს უწყობს მის გამოდევნას; ამცირებს ანთებით პროცესს სასუნთ გზებში და აუმჯობესებს ბრონქების ვენტილაციას.

კლინიკური ფარმაკოლოგია:

გლიცირიზა გლაბრა (Glycyrrhiza glabra): ამოსახველებელი, მუკოლიზური. ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გამოდევნას, რაც ამსუბუქებს ხველას ალერგიის, ასთმის და სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს. გლიცერიზინი არის გლიკოზიდი კარგად ცნობილი აქტივობით. ეს მცენარე ასევე ამცირებს ყელის ტკივილს. იგი მოქმედებს რესპირაციული დაავადებების გამომწვევი  ვირუსების წინააღმდეგ და აფერხებს ჭარბი რაოდენობის ლორწოს წარმოქმნას.

ადატოდა ვაზიკა (Adhatoda vasica): აქტიური კომპონენტი არის ალკალოიდი ვასციცინი, რომელსაც აქვს მუკოლიზური, ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, რის გამოც იგი ფართოდ გამოიყენება რესპირაციული დაავადებების დროს. იგი ამცირებს ხველას, ეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების და ასთმის დროს. ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გამოდევნას.

სოლანუმ ქსანტოკარპუმ (Solanum xanthocarpum): ამოსახველებელი საშუალება. სოლასოდინი არის ამ მცენარის აქტიური კომპონენტი. იგი აუმჯობესებს ნახველის გამოყოფას და აადვილებს სუნთქვას. ეფექტურის რესპირაციული დაავადებების დროს, მაგ., ასთმა, ყელის ტკივილი, ხმის დაკარგვა და სხვა.

კურკუმა ლონგა (Curcuma longa): ამოსახველებელი, მუკოლიზური, ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. აადვილებს ნახველის გამოყოფას ქრონიკული ხასიათის ხველის დროს. იგი ეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს, მაგ., ბრონქიტი, პნევმონია.

გრძელი წიწაკა (Piper longum): ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. იგი შეიცავს პიპერინს და ეთერზეთებს. აქვს ამოსახველებელი მოქმედება და ეფექტურია რეცპირაციული დაავადებების დროს, მაგ., გაცივება, ბრონქიტი, ასთმა. გრძელი წიწაკა ზრდის ერთროულად გამოყენებულინივთიერებების ბიოშეღწევადობას.

ჩვენებები:

-  ალერგიული, ინფექციური ან ასთმური წარმოშობის ხველა.

-  გასტრო-ეზოფაგურ რეფლუქსთან ასოცირებული ხველა.

-  სამრეწველო მტვერით/პროფესიული დაავადებით გამოწვეული ხველა/

დოზირება:

მოზრდილები: 10 მლ 3-ჯერ დღეში.

ბავშვები:

-  2-5 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-ჯერ დღეში.

-  6-12 წლის ასაკის ბავშვები: 7.5 მლ 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი ეფექტები და განსაკუთრებული მითითებები:

იშვიათად  აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: გამოყენება შესაძლებელია.

ჭარბი დოზირების სიმპტომები: დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

ჭარბი დოზირების მკურნალობა: სიმტომური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება.

შეფუთვა: 100 მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 30 °C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:  III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

ჩარაკ ფარმა პვტ. ლტდ.

CHARAK PHARMA PVT. LTD.

სილვასა - 396 230,

U.T. Dadra & Nagar Haveli, ინდოეთი

www.charak.com

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია