- ალოპურინოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სიხშირის გაზრდა, ამანტადინის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა; დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური მოქმედების გაძლიერება; თირკმლებით ციტოსტატური პრეპარატების გამოყოფის შემცირება (მაგალითად, ციკლოფოსფამიდის, მეტოტრექსატის) და მათი მიელოსუპრესორული მოქმედების პოტენცირება.
- თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობის მომატება აღინიშნება ქოლინობლოკატორების ერთდროული დანიშვნის დროს (მაგალითად, ატროპინის ბიპერიდენის), რაც, როგორც ჩანს, უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოძრაობითი აქტიურობის შემცირებას და კუჭის შიგთავსის დაცლის შენელებას.
- არსებობს ცნობები ჰემოლიზური ანემიის განვითარების შესახებ თიაზიდური დიურეზულის და მეთილდოფას ერთდროული დანიშვნის დროს. ქოლესტირამინი ამცირებს თიაზიდური დიურეზულების შეწოვას.
თიაზიდური დიურეზულების და D ვიტამინის ან კალციუმის მარილების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატების პოტენცირება.
- ციკლოსპორინის ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერურიკემიის განვითარების რისკის მომატება და პოდაგრის გამწვავების მსგავსი სიმპტომების გაჩენა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: პრეპარტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.