კო-ექსი 100მლ სიროფი
სავაჭრო სახელწოდება: კო-ექსი :: CO-EX
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ ფარმაკოლოგიური ჯგური: ჰომეოპათიური საშუალებები
მწარმოებელი ფირმა / ქვეყანა: R.S. Bhargava Pharmacy (ინდოეთი)
გამოშვების ფორმა: სიროფი 100მლ ერთ ფლაკონში.
ჩვენება: მშრალი ხველა;- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები რომელსაც თან ახლავს ბრონქული სეკრეტის დიდი რაოდენობით წარმოქმნა ან მისი ამოხველების გართულება;- ტრაქეობრონქიტი;- ბრონქული ასთმა;- ბრონქოექტაზიური დაავადება.
დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) 3-ჯერ დღეში.ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5მლ) 3-ჯერ დღეში.ბავშვები 2-დან 6 წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი (2,5მლ) 3-ჯერ დღეში. ბავშვები 2 წლამდე: 1/4 ჩაის კოვზი (1,25მლ) 3-ჯერ დღეში. მიიღება წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5-დან 15 დღემდე, საჭიროებისას უფრო ხანგრძლივად.
დოზის გადაჭარბება: ინფორმაცია დოზის გადაჭარბების უარყოფითი ეფექტის შესახებ არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იინფორმაცია უარყოფითი ზემოქმედების შესახებ არ არის გამოვლენილი. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ.