(გაგრძელება)
დოზირება და გამოყენების მეთოდები:
კო-ირდას რეკომენდებული საწყისი დოზა არის 150 მგ დღეში. პაციენტებისათვის, რომლებიც არტერიული წნევის შემდგომ დაქვითებას საჭიროებენ, საჭიროა ტიტრირება 300 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ირბესარტანის უფრო დაბალი საწყისი დოზა (75 მგ) რეკომენდებულია პაციენტებში ინტრავასაკულარული მოცულობის სიმცირით (მაგ. პაციენტები, რომლებიც ძლიერ შარდმდენებს ღებულობენ ან ჰემოდიალიზზე არიან). პაციენტები, რომლებიც უშედეგოდ მკურნალობენ მაქსიმალური დოზით 300 მგ დღეში ერთხელ, უფრო მაღალი დოზისაგან ალბათ უფრო მეტ სარგებელს ვერ მიიღებენ.
ჰიდროქლორთიაზიდი ეფექტურია დოზირებით 12.5-დან 50 მგ-მდე დღეში ერთხელ.
დოზა-დამოუკიდებელი გვერდითი მოვლენების შესამცირებლად, კომბინაციური თერაპიის დაწყება უმჯობესია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა მონოთერაპიით შედეგს ვერ მიაღწია.
კო-ირდას გამოყენება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან.
კო-ირდას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
დოზის ტიტრირება კლინიკური ეფექტის მიხედვით
პაციენტი, რომლის არტერიული წნევა არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით შეიძლება გადავიდეს კო-ირდას დღეში ერთხელ მიღებაზე. ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის რეკომენდებული დოზა, საშუალო ეფექტის გაზრიდის მიზნით არის 150მგ/12.5მგ, 300 მგ/12.5 მგ და 300 მგ./25 მგ. კო-ირდას დოზის შეცვლის შემდეგ არტერიული წნევის სტაბლიზაციას 2-4 კვირა სჭირდება.
დღეში ერთხელ 300 მგ ირბესარტანის / 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის დოზაზე (კო-ირდას შემოგარსული 2 ტაბლეტი/დღეში) უფრო მაღალი დოზები რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში ღვიძლის დარღვევებით დოზის რეგულირება აუცილებელი არ არის.
გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით
კო-ირდას თერაპიის ჩვეული რეჟიმი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტის კრეატინინის კლირენსი არის > 30 მლ/წთ. პაციენტებში თირკმლის უფრო მძიმე დარღვევებით, მარყუჟოვანი შარდმდენების გამოყენება უმჯობესია, ასე რომ კო-ირდა არ არის რეკომენდებული.
ჭარბი დოზირება:
ირბესარტანი
ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, 900 მგ დღიური დოზები 8 კვირის განმავლობაში კარგად აიტანება. ჭარბი დოზირების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება მოსალოდნელია იყოს ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ჭარბი დოზირებისას შეიძლება ასევე განვითარდეს ბრადიკარდია. ირბესარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშანი და სიმპტომი ადამიანებში გამოწვეულია ელექტროლიტების განლევით (ჰიპოკალიემი, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციით, რაც ჭარბი დიურეზის შედეგია. დიგიტალისების გამოყენებისას, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაამწვავოს გულის არითმიები. ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის მოცილების ხარისხი დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-მდე თავის ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაიცემა ექიმის რეცეპტით.