გენერიული დასახელება:
Cromoglicic acid
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ოფთალმოლოგიური ანტიალერგიული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა::
4%- იანი სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი.
პრეპარატის ყოველი მილილიტრი შეიცავს 40 მგ. ნატრიუმის ქრომოგლიკატს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, დინატრიუმის ედეტატი და გამოხდილი წყალი .
ფარმაკოლოგიური თვისება:
ნატრიუმის ქრომოგლიკატი მემბრანის სტაბილაზაციის გზით თრგუნავს უჯრედოვანი პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას , რის გამოც ამცირებს ჰისტამინის და ანთების სხვა მედიატორების გამოყოფას. თერაპიული ეფექტურობა ყველაზე მეტად აღინიშნება პრეპარატის პროფილაქტიკური გამოყენების დროს. კუზიკრომის გამოყენება ამცირებს სტეროიდული პრეპარატების გამოყენებას ალერგიული კონიუნქტივების დროს .
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ალერგიული მოვლენების დასაქვეითებლად.
- გაზაფხულის კონიუნქტივიტის, კერეტოკონიუნქტივიტის , ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტის დროს ასევე ალერგიული მოვლენების დასათრგუნად , რომლებიც ვითარდება კონტაქტური ლინზების ტარების შედეგად.
წინააღმდეგჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მონაცემები პრეპარატის გამოყენებისა ორსულობის, ლაქტაციის დროს და ბავშვებში:
უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე და მეძუძურ დედებში არ აღინიშნება , მაგრამ ამავე დროს პრეპარატი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში ოთხ წლამდე.
გაფრთხილება: არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება პრეპარატის გამოყენების დროს .
დოზირება და მიღების წესი:
1-2 წვეთის ინსტილაცია თვალში 2-6- ჯერ დღეში.
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია 7-10 დღით ადრე სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის განვითარებამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 7-10 დღის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს თვალების წვა და გაღიზიანება .
გამოშვების ფორმა: 10 მლ - იანი პლასტიკური ჭურჭელი.
შენახვის წესი : ინახება ოთახის ტემპერატურაზე , სინათლისაგან დაცულ ადგილას , ბავშვებისაგან მოშორებით , არგამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი. .
შენახვის ვადა: 36 თვე
აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით .
მწარმოებელი კომპანია: ალკონ კუზ ( ბარსელონა , ესპანეთი )