საერთაშორისო დასახელება - dipyridamole
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - B01AC07
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები; მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ანგიოპროტექტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგ. ტაბ. 25მგ.: 120 ც.
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ სამკურნალო კომპონენტებს: დიპირიდამოლი 25მგ. (ან 75მგ.)
სხვა კომპონენტებს: ლაქტოზას მონოჰიდრატს, სიმინდის სახამებელს, ჟელატინს, კარბოქსიმეთილნატრიუმის სახამებელს ნატრიუმის მარილს (A ტიპის), სილიციუმის მაღალდისპერსიულ დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს.
გარსში: ჰიპრომელოზა, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ქინოლინის ყვითელი საღებავი (საღებავი EE104), სიმეტიკონის ემულსია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კურანტილი ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციაზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, როგორც პირიმიდინის წარმოებული კურანტილი. წარმოადგენს ინტერფერონის ინდუქტორს და მამოდულირებელ ზემოქმედებას ახდენს ინტერფერონის სისტემის ფუნქციურ აქტიურობაზე, ზრდის ინტერფერონის დაქვეითებულ პროდუქციას სისხლის ალფა (a) და გამა (y) ლეიკოციტებით in vitro. კურანტილი ზრდის არასპეციფიკურ ვირუსსაწინააღმდეგო რეზისტენტობას ვირუსული ინფექციების მიმართ
ფარმაკოკინეტიკა
წამლის განსაკუთრებული ფორმის წყალობით (ტაბლეტის გარსში ჰიდროფობური ნივთიერებების მცირე შემადგენლობა) პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ დიპირიდამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან . დიპირიდამოლის უმეტესი ნაწილის აბსორბირება ხდება კუჭში, ნაწილობრივ კი წვრილ ნაწლავში. დიპირიდამოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათის განმავლობაში პერორალურად მისი მიღების შემდეგ. დიპირიდამოლი თითქმის მთლიანად უკავშირდება სისხლის ცილებს. დიპირიდამოლის დაგროვება ხდება გულში და ერითროციტებში. დიპირიდამოლის მეტაბოლიზმი წარმოებს ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან შეერთების გზით. დიპირიდამოლის ნახევრად ელიმინაციის პერიოდი 20-30 წუთს შეადგენს. იგი გამოიყოფა ნაღველთან ერთად მონოგლუკურონიდის სახით.
ჩვენებები
- თავის ტვინში სისხლმიმოქცევის იშემიური ტიპის დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- დისცირკულარული ენცეფალოპათია;
- არტერიული და ვენური თრომბოზების და მათი გართულებების პროფილაქტიკა;
- გულის სარქველების პროტეზირების ოპერაციის შემდგომი თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა;
- პლაცენტური უკმარისობის პროფილაქტიკა გართულებული ორსულობის დროს;
- კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მიკროცირკულაციის ნებისმიერი დარღვევების დროს;
- ინტერფერონის ინდუქტორის და იმუნომოდულატორის სახით გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
მიღების წესები და დოზები
იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ არ არის მოცემული სხვაგვარი დანიშნულება, რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: თრომბოციტების აგრეგაციის შემცირებისათვის რეკომენდებულია, რომ კურანტალი გამოყენებულ იქნეს 75-225 მგ/ დღე-ღამეში რამდენჯერმე. მძიმე შემთხვევებში დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 600მგ-მდე/დღე-ღამეში. გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისათვის, განსაკუთრებით კი ეპიდემიის პერიოდში, პრეპარატი უნდა მივიღოთ შემდეგი სქემის მიხედვით: 50მგ/ დღე-ღამეში (ორი 25მგ-იანი ტაბლეტი 7 დღეში ერთხელ 4-5 კვირის განმავლობაში. იმ პაციენტებში, რომლებიც ხშირად ავადდებიან რესპირატორული ვირუსული ინფექციებით , რეკომენდირებულია კურანტილის მიღება შემდეგი სქემის მიხედვით: 100 მგ/დღე ღამეში (2-ჯერ 50 მგ 2 სთ-იანი ინტერვალით) ერთხელ კვირაში 8-10 კვირის განმავლობაში. კურანტილის მიღება რეკომენდირებულია უზმოზე, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
თერაპიული დოზების გამოყენების შემთხვევაში ჩვეულებრივ გვერდითი ეფექტები ძირითადად არ გამოიხატება და ისინი გარდამავალ ხასიათს ატარებს. შესაძლებელია ღებინების, დიარეის და ასევე ისეთი სიმპტომების წარმოქმნა, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი და მიალგია. ჩვეულებრის ეს ეფექტები კურანტილის ხანგრძლივი გამოყენებისას ქრება. პოტენციური სისხლძარღვთაგამაფართოებელი მოქმედების შედეგად კურანტილის მაღალი დოზებით შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია, „წამოხურება“ და ტაქიკარდია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა ვაზიდილატატორებს.
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც გამოიხატება კანზე გამონაყარითა და ურტიკარიის სახით. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მომატებული სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდეგ. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს!
უკუჩვენება
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
- არასტაბილური სტენოკარდია;
- კორონარული არტერიების გავრცელებული მასტენოზირებელი ათეროსკლეროზი;
- აორტის სუბაორტული სტენოზი;
- გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
- არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი;
- გულის რითმის მძიმე დარღვევები;
- ჰემორაგიული დიათეზები;
- დაავადებები სისხლდენებისადმი მიდრეკილებით ( კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ა.შ);
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილება, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კურანტილის დანიშვნა რეკომენდირებული არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ქსანტინის წარმოებულებმა (ყავა, ჩაი) შესაძლოა შეასუსტოს კურანტილის სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება. ანტიკოაგულატებთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კურანტილის გამოყენება ზრდის ამ უკანასკნელთა ანტითრომბულ თვისებებს, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ერთობლივი გამოყენების შემთხვევაში. დიპირიდამოლმა შესაძლოა გააძლიეროს ჰიპოტენზიური პრეპარატების ზემოქმედება. დიპირიდამოლმა შესაძლებელია შეასუსტოს ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქოლინერგული თვისებები.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა -3 წელი.
პრეპარატის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია მუყაოს დასაკეც მუყაოს კოლოფზე და პირველად შეფუთვაზე.
მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია