ლაკრისეკ პლუსი
LACRISEK Plus
თვალის სტერილური წვეთები, რომელიც შეიცავს ლიპოსომებს, ვიტამინ A და ვიტამინ E, ამინომჟავები: L ლიზინი, L ლეიცინი, L პროლინი, L გლიცინი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლიპოსომები, რომლებიც შედგებიან წყალში ხსნადი ფოსფოლიპიდებისგან, მონაწილეობენ ლორწოვანი გარსის ზედაპირული ლიპიდური შრის აღდგენაში.
ვიტამინ А და Е აღწევს თვალის ეპითელურ გარსში და აჩქარებს ეპითელიზაციას, აღადგენს თვალის გარსების მთლიანობას.
ვიტამინ А, E და ფოსფოლიპიდები, რომლებიც შედიან მხედველობის ნერვის მიელინურ გარსში, მონაწილეობენ ნეირონული მემბანის რეგენერაციაში.
ამინომჟავები:
• წარმოადგენენ სუბსტრატს ახალი უჯრედების წარმოქმნისა და უჯრედგარე მატრიქსის სინთეზისთვის
• აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ეწინააღმდეგება დისტროფიული დაზიანებების განვითარებას რქოვანაზე
• უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილების კოლაგენის, ძირითადად სტრომაში, სტრუქტურულ მდგრადობას
• აუმჯობესებს თვალის ზედაპირის ტროფიკას, ეწინააღმდეგება ანთებისა და გაღიზიანების წარმოქმნას
ჩვებნებები
Lacrisek plus გამოიყენება მშრალი თვალის სინდრომის დროს, ისეთი შეგრძნებებისას როგორიცაა თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, წვა, ქავილი; დამწვრობა , ტრავმები, წყლულები, ტროფიკული წყლულები.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
დოზირება:
1-2 წვეთი 4 ჯერ დღეში (ან მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით) თვალში ჩასაწვეთებლად
სპეციალური სიფრთხილის ზომები
- პროდუქტი არის სტერილური ფლაკონის გახსნამდე
- დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მოვერიდოთ საწვეთურის კონტაქტს თვალის ზედაპირთან ან სხვა საგნებთან
- გამოყენების შემდეგ მჭიდროდ მოვარგოთ თავსახური
- არ გამოვიყენოთ გახსნიდან 30 დღის შემდეგ
- არ გამოვიყენოთ თვალის ინფექციების დროს
- გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ პროდუქტი არა დაზიანებული
- Lacrisek plus არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა თვალის წვეთებთან ერთად. Lაცრისეკ პლუს ჩაწვეთებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა თვალის წვეთები.
- არ გამოიყენოთ ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
- შეინახეთ 40С დან და 250С შორის
- პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის
- პრეპარატი არ გამოიყენება კონტაქტური ლინზებთან ერთად
- შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
გვერდითი ეფექტები
Lacrisek plus გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
გამოშვების ფორმა:
8 მლ თვალის წვეთები.
მწარმოებელი: BIOOS, იტალია