საერთაშორისო დასახელება:
TERBINAFINE
მწარმოებელი: NOVARTIS PHARMACEUTICALS UK Ltd, დიდი ბრიტანეთი
NOVARTIS PHARMA, AG, შვეიცარიისთვის
მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი სისტემური გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.
1 ტაბ.
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ........ 125 მგ
1 ტაბ.
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ......... 250 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, ჰიდროქსილპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტერბინაფინი წარმოადგენს ალილამინს, კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების გამომწვევების, მათ შორის დერმატოფიტების, როგორიცაა Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum, Trychophyton tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum, საფუარის სოკოების, ძირითადად Candida albicans, Pityrosporum orbiculare-ის საწინააღმდეგო საშუალებას მოქმედების ფართო სპექტრით. დაბალი კონცენტრაციით ტერბინაფინი ავლენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ. საფუარას სოკოების მიმართ აქტიურობა მათი სახეობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური.
ტერბინაფინი სპეციფიკურად თრგუნავს სოკოს უჯრედში სტერინების ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპს. იგი იწვევს ერგოსტერინის დეფიციტს და უჯრედის შიგნით სკვალენის დაგროვებას, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერმბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოს უჯრედის მემბრანაში ფერმენტ სკვალენეპოქსიდაზას ინჰიბირების საშუალებით. აღნიშნული ფერმენტი არ მიეკუთვნება ციტოქრომ P450 სისტემას. ტერბინაფინი გავლენას არ ახდენს ჰორმონული ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ლამიზილის შიგნით მიღებისას თმებში, კანში და ფრჩხილებში წარმოიქმნება პრეპარატის კონცენტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს მის ფუნგიციდურ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ტერბინაფინის 250 მგ დოზით ორალურად მრავალჯერადი მიღების შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2 საათის შემდეგ და შეადგენს 0.97 მკგ/მლ-ს. ნახევარადშეწოვის პერიოდი შეადგენს 0.8 საათს, ხოლო ნახევრადგანაწილების პერიოდი - 4.6 საათს. საკვებთან ერთად მიღების დროს არ არის საჭირო პრეპარატის დოზის კორექცია.
ტერბინაფინი გარკვეულწილად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (99%). ის სწრაფად აღწევს კანის დერმალურ ფენაში და კონცენტრირდება ლოპოფილურ რქოვან ფენაში. ტერბინაფინი ასევე აღწევს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტში, რაც იწვევს მისი მაღალი კონცენტრაციების წარმოქმნას ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ თმიან ფოლიკულებში, თმებში და კანში. ასევე გამოვლენილია, რომ ტერბინაფინი აღწევს ფრჩხილის ფირფიტებში მკურნალობის დაწყებიდან პირველ რამდენიმე კვირაში.
ტერბინაფინი მეტაბოლიზდება სწრაფად და მნიშვნელოვანი ხარისხით ციტოქრომ P450 მინიმუმ შვიდი იზოფერმენტის მონაწილეობით, რომლის დროსაც მთავარ როლს თამაშობენ CYP2C9,CYP1A2, CYP3A4, CYP2C8 და CYP2C19 იზოფერმენტები. ტერბინაფინის ბიოტრანსფორმაციის შედეგად წარმოიქმნება მეტაბოლიტები, რომელთაც არ გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა და გამოიდევნებიან უპირატესად შარდთან ერთად. ნახევრად ელიმინაციის საბოლოო პერიოდი შეადგენს 17 საათს. ორგანიზმში პრეპარატის რაიმე სახით კუმულაცია არ არის დადგენილი. ასევე, არ არის გამოვლენილი პლაზმაში ლამიზილის წონასწორული კონცენტრაციის ცვლილება ასაკის მიხედვით, თუმცა, პაციენტებში თირკმელის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის ელმინაციის სიჩქარე, რაც იწვევს სისხლში ტერბინაფინის უფრო მაღალ კონცენტრაციას.
ჩვენებები:
- ონიქომიკოზი (ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია), გამოწვეული სოკოებით - დერმატოფიტებით;
- თავის თმიანი ნაწილის მიკოზები;
- კანის სოკოვანი ინფექციები: ტანის, წვივების, ტერფების, ასევე კანის საფუარის ინფექციების მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია Candida-ს ტიპის სოკოებით (მაგალითად, Candida albicans), იმ შემთხვევებში, როდესაც ინფექციის ლოკალიზაცია, გამოხატულება ან გავრცელება განაპირობებს პერორალური თერაპიის მიზანშეწონილობას.
შენიშვნა: ადგილობრივად გამოსაყენებელი ლამიზილისაგან განსხვავებით, ორალურად მისაღები ლამიზილი არ არის ეფექტური სხვადასხვა ფერი სირსველის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ხანგრძლივი მკურნალობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე.
ბავშვებში: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (რომელთა სხეულის წონა ჩვეულებრივ 12 კგ-ზე ნაკლებია) პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არსებობს.
პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ; ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და შეადგენს:
- 20 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის ბავშვებისათვის 62.5 მგ (250 მგ-იანი ტაბლეტის 1/4) ერთხელ დღეში;
- 20-დან 40 კგ-მდე - 125 მგ (250 მგ-იანი ტაბლეტის 1,2) ერთხელ დღეში;
- 40 კგ-ზე მეტი - 250 მიგ (250 მგ-იანი 1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.
მოზრდილებში - 250 მგ ერთხელ დღეში.
კანის საფარის ინფექციების მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა:
- ტერფის დერმატომიკოზი (თითებს შორის, ფეხისგული, ან ფეხის თითების წვერის ტიპის მიხედვით) - 2-6 კვირა;
- ტანის, წვივის დერმატომიკოზი: 2-4 კვირა;
- კანის კანდიდოზი: 2-4 კვირა;
ინფექციისა და მასთან დაკავშირებული ჩივილების სრული გაქრობა შესაძლებელია მიკოლოგიური განკურნებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ.
თმისა და თავის თმიანი ნაწილის ინფექცია:
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა: თავის თმიანი ნაწილის მიკოზი შეიმჩნევა ძირითადად ბავშვებში.
ონიქომიკოზი: პაციენტების უმეტესობაში ეფექტური მკურნალობის ხანგრძლივობაა 6-დან 12 თვემდე.
სავარაუდოდ ფრჩხილების, ხელის და ფეხის თითების ონიქომიკოზის მკურნალობისათვის (ფეხის დიდი თითის გარდა) საჭიროა 6 კვირა.
ფეხის დიდი თითის ონიქომიკოზის მკურნალობისათვის უმეტეს შემთხვევებში აუცილებელია 12 კვირა.
ზოგიერთ ავადმყოფს, რომელთაც აქვთ ფრჩხილების ზრდის შენელებული სიჩქარე შესაძლოა დასჭირდეთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
ოპტიმალური კლინიკური ეფექტი ვლინდება მიკოლოგიური განკურნებიდან და თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ეს განისაზღვრება დროის იმ პერიოდით, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი ფრჩხილების გასაზრდელად.
გამოყენება ხანდაზმულებში: არ არსებობს საფუძველი, რათა ვივარაუდოთ, რომ ხანდაზმულებში საჭიროა პრეპარატის დოზირების შეცვლა ან რომ მათ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც განსხვავდება უფრო ახალგაზრდა პაციენტების გვერდითი მოვლენებისაგან. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ტაბლეტებში გამოყენების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის თანდართული დარღვევის შესაძლებლობა.
გვერდითი მოვლენები:
სხვადასხვა გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირის შეფასების დროს გამოყენებულ იქნა შემდეგი გრადაცია: „ძალიან ხშირად“ ≥10%, „ხშირად“ - ≥1%-დან 10%-მდე, „ხანდახან“ - ≥0,1%-დან
ლამიზილი მთლიანობაში კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერად გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა.
ყველაზე ხშირად აღინიშნება სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (კუჭის გადავსების, მადის დაკარგვის, დისპეფსიის, გულისრევის შეგრძნება, სუსტად გამოხატული ტკივილები მუცელში, დიარეა) კანის მსუბუქი რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება), მუსკულო-სკელეტური რეაქციები (ართრალგია, მიალგია).
ზოგჯერ: გემოს შეგრძნების დარღვევა, მათ შორის მისი დაკარგვა (მის აღდგენას ადგილი აქვს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში). არსებობს ცალკეული შემთხვევები გემოს შეგრძნების ხანგრძლივი დარღვევის შესახებ. ძალიან იშვიათად აღინიშნება საკვების მიღების შემცირებით გამოწვეული სხეულის მასის დაკარგვა.
იშვიათად: ჰეპატობილიარული დარღვევები (ქოლესტატური ხასიათის).
ძალიან იშვიათად: კანის სერიოზული რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება). თუ ვითარდება კანის პროგრესირებადი გამონაყარი, ლამიზილით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ძალიან იშვიათად: ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი ან თრომბოციტოპენია.
ძალიან იშვიათად: თმის ცვენა. ამ მოვლენის მიზეზობრივი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ არის დადგენილი.
უკუჩვენებები:
* მაღალი მგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ძალიან შეზღუდულია ფეხმძიმე ქალებში ლამიზილის გამოყენება; მისი გამოყენება ფეხმძიმობის დროს არ არის რეკომენდებული, თუ პოტენციური სამკურნალო ეფექტი არ აღემატება შესაძლო რისკს.
* ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ მეძუძურმა ქალებმა, რომლებიც ორალურად იღებენ ლამიზილს უნდა შეწყვიტონ ბავშვების ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები:
* ლამიზილი არ არის რეკომენდებული ღვიძლის ქრონიკული ან მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში. ლამიზილის დანიშვნამდე უნდა შეფასდეს ღვიძლის ადრე გადატანილი დაავადებები, ვინიდან ასეთ პაციენტებში არსებობს ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკი. ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, დაუყოვნელივ ექიმთან მიმართვის აუცილებლობის შესახებ ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა: აუხსნელი მუდმივი გულისრევა, ანორექსია, დაღლილობა, ღებინება, ტკივილი მარჯვენა ნეკნთა რკალის ქვეშ, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი ან გაუფერულებული განავალი. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ლამიზილით პერორალური მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის შესაბამისი კონტროლი.
* თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფები (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე ნაკლები ან სისხლის შრატის კრეატინინის დონე 300 მკმოლ/ლ-ზე მეტი) უნდა იღებდნენ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის ნახევარს.
In vitro კვლევის დროს გამოვლინდა, რომ ტერბინაფინი თრგუნავს მეტაბოლიზმს ციტოქრომ CYP2D6 ფერმენტის საშუალებით. ამიტომ, აუცილებელია განხორციელდეს მუდმივი მეთვალყურეობა იმ ავადმყოფებზე, რომლებიც ლამიზილთან ერთად მკურნალობენ პრეპარატებით, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტის მონაწილეობით, როგორიცაა: სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, ბეტა-ადრენობლოკატორები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და B ტიპის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები - განსაკუთრებით, თუ გამოსაყენებელ პრეპარატს გააჩნია მცირე თერაპიული სიგანე.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
ლამიზილის გამოყენებისას მისი მოქმედება ავტომანქანის ტარების ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე დადგენილ არ არის.
ჭარბი დოზირება:
არსებობს მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევის შესახებ (პრეპარატის მიღებული დოზაა 5 გ-მდე), რომლის დროსაც აღინიშნებოდა თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში და თავბრუსხვევა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს პრეპარატის გამოდევნის ღონისძიებებს, პირველ რიგში აქტივირებული ნახშირის დანიშვნით და კუჭის ამორეცხვით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომატური დამხმარე თერაპიის გამოყენებით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- In vitro და ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა გამოავლინა, რომ ტერბინაფინი აღჭურვილია უმნიშვნელო პოტენციალით იმ პრეპარატების უმრავლესობის კლირენსის დათრგუნვის ან გაძლიერების თვალთახედვით, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450 (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი, ტოლბუტამიდი ან ორალური კონტრაცეპტივები) სისტემის საშუალებით.
- მიუხედავად ამისა in vitro გამოკვლევებში გამოვლინდა, რომ ტერბინაფინი თრგუნავს CYP2S6-ს საშუალებით განხორციელებულ მეტაბოლიზმს. in vitro ცდებში მიღებული ეს მონაცემი შესაძლოა კლინიკურად მნიშვნელოვანი გამოდგეს იმ პრეპარატებისათვის, რომლებიც უპირატესად მეტაბოლიზდებიან ამ ფერმენტით, როგორიცაა: სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, ბეტა-ადრენობლოკატორები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და B ტიპის მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები - იმ შემთხვევაში, თუ გამოსაყენებელ პრეპარატს გააჩნია მცირე თერაპიული სიგანე.
- პაციენტ ქალებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლამიზილს და პერორალურ კონტრაცეპტივებს ზოგიერთ შემთხვევაში აღენიშნებათ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, თუმცა ამ დარღვევების სიხშირე რჩება იმ სიდიდის ფარგლებში, რომელიც აღენიშნებათ იმ პაციენტ ქალებს, რომლებიც იღებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
- მეორეს მხრივ, ტერბინაფინის საერთო კლირენსი შეიძლება გაიზარდოს იმ სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც აძლიერებენ მეტაბოლიზმს (როგორიცაა რიფამპიცინი) ან შეიძლება შენელდეს პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ ციტოქრომ P450-ს ინჰიბირებას (ციმეტიდინი). იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მითითებული პრეპარატების ერთდროულად მიღება, შესაძლოა საჭირო გახდეს ლამიზილის დოზის ადექვატური კორექცია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.